თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 ბუნებრივი აირის შიდა გაყვანილობის შემოწმება სავალდებულო ხდება, რისთვისაც მოსახლეობას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს. ცვლილების შეტანა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში იგეგმება. კანონპროექტი უკვე მომზადებულია, თუმცა ენერგომბუდსმენი ამბობს, რომ ცვლილებები 2021 წელს ამოქმედდება.

თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 ტოტალური ინფლაციის ფონზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საარსებო მინიმუმი მხოლოდ 70 თეთრით გაზარდა. ასეთია 2019 წლის სექტემბრის ოფიციალური მონაცემი. "საქსტატის" ცნობით, მაღალ ინფლაციას და გაუფასრუებულ ლარს მეტი სასურსათო კალათის ფასზე განსაკუთრებული შედეგი არ ჰქონია. სურსათის ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი გაანგარიშება აღმაშფოთებელია.

თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 მკვეთრად შემცირებული მავნებელი და სამჯერ გაზრდილი მოსავალი. ეს ფაროსანასთან ბრძოლის შედეგია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკით მავნებელთა ბრძოლა არაერთი მეთოდით ხდება და შედეგად, მწერი, რომლიც საქართველოში 2016 წელს გამოჩნდა და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ფერმერებს, განეიტრალებულია.

ირაკლი ლომიძე
14.10.2019

 როდის დაიწყება თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების `თავის ფასში~ გაყოდვა, ჯერ უცნობია. აქციის ორგანიზატორი, პარტია  "თავისუფალი საქართველო" ერთი მხრივ, ლიცენზიის მოპოვებასა და  აფთიაქის გახსნაზე მუშაობს, მეორე მხრივ კი მოლაპარაკებას აწარმოებს არაბრენდირებულ ფარმაცევტულ ობიექტებთან, რომ წამლები მინიმალურ ფასად გაიყიდოს. როგორც კახა კუკავა აცხადებს, მოსახლეობიდან ინტერესი დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს.

თამარ მუკბანიანი
14.10.2019

 თურქეთი ამერიკისგან უმკაცრესი სანქციების მოლოდინშია. განვითარებული მოლო მოვლენების ფონზე, 5.69-დან 5.93-მდე გაუფასურდა თურქული ლირა. საქართველოზე მისი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის და ფინანსური კრიზისი კი ყოველთვის მძიმედ აისახებოდა. ამჯერად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც მძიმე დღეშია. რა ელის ქართულ ლარს და მთლიანად საფინანსო ბაზარს თურქეთის კოლაფსის პირობებში?

რეზონანსი
14.10.2019

 წლის 3 კვარტალი ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის წარმატებული აღმოჩნდა, თითქმის ყველა კატეგორიის საწავავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია. მართალია, სექტემბერში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, მაგრამ მთლიანად პირველი 9 თვის განმავლობაში იმპორტი აღმავალი ტრენდით ხასიათდება. გარდა ამისა, ზეთების იმპორტის მაჩვენებელი წინა თვეშიც გაზრდილია, რაც  ავტოპარკის მატებას უკავშირდება.

რეზონანსი
14.10.2019

 საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომსახურების პირობები და ბანკების გვერდის ავლით დაუმტკიცონ მომხმარებლებს შიდა განვადება. დოლარის კურსის ზრდის შემდეგ მაღაზიებში ფასი ყველგან გაზრდილია, პროდუქციის გაძვირებამ მომხმარებლის კლება გამოიწვია, რაც ბიზნესისთვის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.

ირაკლი ლომიძე
14.10.2019

 იანვრიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. ამ კვირაში პარლამენტი თუთუნის დაბეგვრის კანონს დაამტკიცებს, რაც ფასს მკვეთრად გაზრდის. სიგარეტის გაძვირების შემდეგ იგი მწეველებისთვის ერთადერთი იაფი საშუალებაა, მაგრამ ხალხს მალე ეს შესაძლებლობაც არ ექნება. აქციზის ცვლილებით, თუთუნისა და სიგარეტის ფასი ერთმანეთს თითქმის გაუთანაბრდება, რითაც კონტრაბანდას დამატებითი სტიმული მიეცემა, როგორც ეს სიგარეტის გაძვირების შემთხვევაში მოხდა.

თამარ მუკბანიანი
10.10.2019

 საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად საქართველოს ისტორიაში, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს.  ბოლო ერთი კვირის მანძილზე ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა პირველად შევა იუნესკოს ნუსხაში.

თამარ მუკბანიანი
09.10.2019

 კახა კალაძე ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის ემზადება. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება რეგულაციები, გაძვირდება ტაქსი და უფრო აუტანელი გახდება თვითდასაქმებულთა შრომის პირობები. ფერზე შეზღუდვის შემდეგ, ავტომობილებისათვის ასაკობრივი შეზღუდვაც დაწესდება.

გვანცა წულაია
09.10.2019

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-7%-ით შემცირდა. რეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოსახლეობას გადახდსუნარიანობას დიდი პრობლემები შეუქმნა. სექტემბერში ინფლაცია დაგეგმილზე მეტად გაიზარდა და 6.4%-ს მიაღწია. სპეციალისტები კი უფრო საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ორნიშნა რიცხვსაც მიაღწიოს.

რეზონანსი
09.10.2019

 სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტებისა და კულტურების მხარდამჭერი პროგრამა "ერთიანი აგროპროექტი" გრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსება გათვალისწინებულია. შესაბამისად, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება და რომლის მიზანი გრძელვადიანი განვითარებაა. სახელმწიფოს სტრატეგიაა, რომ აგრარულ სექტორში ყველა დარგს საჭიროების გათვალისწინებით დაეხმაროს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×