რეზონანსი 16.09.2019
ელექტროენერგიის და გაზის სუბსიდიაზე სახელმწიფო ყოველწლიურად 200 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს. მომავალში, თუკი სემეკი გადაწყვეტს დენისა და ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას, მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისთვის სუბსიდირებაც გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად, ხარჯი ამ მიმართულებით კიდევ მომატებს.
| |
მარიკა გოგოხია 16.09.2019
მიმდინარე წლის 8 თვის განვალობაში საქართველოში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. განსაკუთრებით კი, საგზაო ბიტუმისა და საავიაციო ნავთის იმპორტმა მოიმატა, რაც ქვეყანაში მომდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება. ერთადერთი სეგმენტი საწვავის ბიზნესში საცხებ-საპოხი მასალებია, სადაც იმპორტის კლება ფიქსირდება.
|
თამარ მუკბანიანი 13.09.2019
საბანკო რეგულაციების პირველი ტალღის ამოქმედებიდან წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მთავარ მიზნად ეროვნული ბანკი ჭარბვალიანობასთან ბრძოლას ასახელებდა. ზუსტი სტატისტიკა, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობით აღმოიფხვრა სესხზე ვადაგადაცილება არ არსებობს, თუმცა სებ-ის მონაცემებით, შემცირებულია თავად სასესხო პორტფელი.
|
თეო გუდავაძე 12.09.2019
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტ ის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან.
|
თეო გუდავაძე 12.09.2019
1-ლი ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ტაქსები უნდა მოძრაობდნენ, თუმცა დედაქალაქს ასეთი ცვლილებისა არაფერი ეტყობა. მძღოლების ძალიან მცირე ნაწილმა გადაღება საკუთარი მანქანა, ხოლო კიდევ უფრო მცირე ნაწილმა შეცვალა თავისი `ფერადი ტაქსი~ - თეთრით. ისინი ფიქრობენ, რომ რეგულაცია არ იმუშავებს და ამდენი ტაქსის გაკონტროლება გაუჭირდება, როგორც საპატრულო პოლიციას ასევე მონიტორინგის ჯგუფს.
|
თამარ მუკბანიანი 11.09.2019
წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფი გაზრდას გადაურჩება. მართალია, სემეკმა ტარიფები სამი წლით დააწესა, თუმცა მისი გადახედვის შესაძლებლობა მკვეთრად გაუფასურებული ლარის გამო დადგა დღის წესრიგში. ამ ეტაპზე მარეგულირებელში ენერგოკამპანიებისგან არც ერთი განაცხადი შესული არ არის, განხილვას კი 180 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ არაგეგმიური გადათვლა არ მოხდება.
|
გვანცა წულაია 11.09.2019
ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების პარალელურად, ფასის ზრდა ადგილობრივ პროდუქტებზეც დაიწყო. ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და საწვავის გაზრდილი ფასი ყველა სახის საქონელზე, საკვებსა და მოსახურებაზე გავლენას ახდენს. მომხმარებლები და მწარმოებლები "რეზონანსთან" დაუფარავად საუბრობენ ფასის მატებაზე. სასურსათო წნეხი მოსავლის მიღების სეზონზე ზამთრის შიშს აჩენს.
|
თამარ მუკბანიანი 11.09.2019
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით კი 1 კილოგრამის ფასი 2018 წლის მინიმალურ ფასზე ნაკლები არ იქნება. საფერავი დაახლოებით 1.50 ლარი ან მეტი ეღირება, ხოლო რქაწითელი - 70 თეთრი.
|
მარი ჩიტაია 10.09.2019
ერთ წელიწადში საქონლის ხორცი 3 ლარით, ხოლო ღორის ხორცი - 2-3 ლარით გაძვირდა. გაზრდილია როგორც ცოცხალი პირტუყვის ღირებულება, ასევე დაკლული საქონლის ფასიც. მდგომარეობა შემოდგომაზე ცოტათი შეიცვლება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ფასი კიდევ მოიმატებს.
|
თამარ მუკბანიანი 10.09.2019
მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, ამიტომ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩაერევა. ამაზე უკვე მმართველი გუნდიც ალაპარაკდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში 80%-ით გაზრდილ წამლის ფასებს რა ფორმით დაარეგულირებს და როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია, "რეზონანსი" დეპუტატებსაც ესაუბრა აღნიშნულ თემაზე, თუმცა კონკრეტული პოზიცია არც მათ გააჩნიათ.
|
თამარ მუკბანიანი 10.09.2019
ენერგეტიკის სფერო დიდი ცვლილებების მოლოდინშია. მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს უფლებამოსილება რამდენიმე დღეში იწურება, მის ადგილას ეკონომისტი, სემეკის წევრი დავით ნარმანია დაიკავებს. პარალელურად დეპუტატების ნაწილს ენერგეტიკის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა სურს, რასაც ქალაქის მერიც, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ეთანხმება. სანამ ქვეყანაში ცვლილებები რეალურად განცორციელდება, ენერგოდეფიციტი ქვეყანაში წლიდან წლამდე მატულობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|