გვანცა წულაია
13.11.2019

 საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა 30%-ს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. აქედან 23 ათას ადამიანს ხელფასი სულაც 100 ლარი აქვს, 232 ათასს მოქალაქეს კი - 500 ლარამდე. "რეზონანსმა" კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "საქსტატის" მონაცემები საშუალო ხელფასის მუდმივ მატებასთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა.

თამარ მუკბანიანი
13.11.2019

 გაზრდილი ტურისტული ნაკადი და შემოსავალი, 3%-ით შემცირებული იმპორტი და 10%-ით გაზრდილი ექსპორტი - ასეთია იანვარ-ოქტომბრის მონაცემები. ის, რასაც ხელისფულება ლარის გაუფასურების მიზეზად ასახელებდა, ყველა პარამეტრი წესრიგიშია. მაშინ, რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა და რა სჭირს ეკონომიკას? ამაზე პასუხი მთავრობაში არ გააჩნიათ და ყველაფერს უარყოფით მოლოდინს აბრალებენ. რეალობა კი სულ სხვაგვარია.

თამარ მუკბანიანი
13.11.2019

 მთავრობა 2020 წელს 1 120 000 000 ლარით მეტის დახარჯვას აპირებს. მომვალი წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულება სოციალური საკითხებია, რომელიც უკვე შეფასდა, როგორც ,,სააარჩევნო პროგრამა”. გაისად ხელისუფლების მთავარი პრობლემა გაზრდილი ბიუჯეტის ზომიერად ათვისება იქნება. წლევანდელმა გაზრდილმა ხარჯმა რა დონემდე მიიყვანა გაცვლითი კურსი ყველასთვის შესამჩნევია, გაისად უფრო დიდი საშიშროებაა მოსალოდნელი.

გვანცა წულაია
12.11.2019

 ერთიანი ტარიფები სამედიცინო მომსახურეობაზე - ამიერიდან სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. სპეციალისტთა აზრით, სერვისების გათანაბრება სწორი ნაბიჯი არ არის, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი კლინიკამ ვერ გაუძლოს და დაიხუროს ანდა ჩამოყალიბდეს სქემა, რომლის მიხედვითაც მედპერსონალის ხელფასს შეუმცირებს, ხოლო მომსახურების ხარისხს დაბლა დასწევს.

ნინა გარდაფხაძე
12.11.2019

 ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან, ყველაზე მეტი ბიზნესკომპანია საქართველოში ირანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. 2015-2018 წლებში, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების 31% ირანის ისლამური ქვეყნის მოქალაქეების მიერაა ჩამოყალიბებული. რატომ აქტიურობენ ასე განსაკუთრებით უცხოელები? არსებობს ეჭვი, რომ ირანელები 100 დორარად კომპანიებს, ინვესტორის სტატუსის მისაღებად აფუძნებდნენ და რეალურად სხვა განზრახვა უდევთ გულში.

ლანა წამალაშვილი
12.11.2019

 საქართველოში ცხოვრება გაძვირდა და ზამთრის წინ გაუსაძლისიც გახდა. ვითარება უკვე იმდენად მძიმეა, რომ მოსახლეობას თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს. ეკონომისტების აზრით, მალე დაბალშემოსავლიან ადამიანებს მთელი შემოსავალი გაძვირებული სურსათის ყიდვისთვის დასჭირდება და სხვა ღირებულს ვეღარაფერს შეიძენს.

ირაკლი ლომიძე
11.11.2019

 სხვადასხვა საქონლის გაძვირებამ კონტრაბანდას გზა გაუხსნა. ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდაზე, თუმცა იმავდროულად დიდი რაოდენობით შემოდის კონტრაბანდული საწვავი, მედიკამენტები, ტკბილეული და სხვა. საფრთხე არის ყველა მხრივ, სადაც ბოლო პერიოდში ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. არაკონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, კონტრაბანდული ნაწარმი აღწევს ლარსის გამშვები პუნქტის საშუალებითაც.

რეზონანსი
11.11.2019

 შარშან ემიგრაციის მაჩვენებლი მკვეთრად გაიზარდა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ეფრო და ეფრო მეტ ადამიანს აიძულებს უცხოეთში გადაიხვეწოს. რაც ყველაზე საგანგაშოა წლების წინ სამშობლოს მოწყვეტილი არც ერთი ადამიანი უკან დაბრუნებას არც კი განიხილავს.

თამარ მუკბანიანი
11.11.2019

 თამბაქოს შემდეგ თუთუნის ჯერ დადგა. ერთ კვირაში მომხარებელს იაფ პროდუქციაზე წვდომა მთლიანად შეეზღუდება, რაც ამ ბიზნესს დახურვამდე მიიყვანს. 1 კოლოფი (20 ღერი) თუთუნით დამზადებული თამბაქოს ფასი 1,50 ლარიდან მინიუმ 3 ლარამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ კონტრაბანდა კიდევ უფრო გაშლის ფრთებს.

რეზონანსი
11.11.2019

 წელს საქართველოში საგზაო ბიტუმის რეკორდულად მაღალი იმპორტი და მოხმარება დაფიქსირდა. ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურობამ ამ ტიპის კატეგორიის საწვავის იმპორტზეც ადეკვატური გავლენა მოახდინა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საგზაო ბიტუმის იმპორტმა ბოლო 15 წლის რეკორდი მოხსნა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 150,3 ათასი ტონა, რაც 73,0 ათასი ტონით ანუ 87,6 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 83,3 ათასი ტონა საგზაო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა.

რეზონანსი
07.11.2019

 12%-ით შემცირებული ბინების რეალიზაცია - ასეთია გაუფასურებული ლარისა და საბანკო რეგულაციების შედეგი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამშენებლო სექტორში უძრავი ქონების გაყოდვის მაჩვენებელი საგანგაშოდ შემცირდა. ლარის დევალვაციასთან ერთად მიზეზად პოლიტიკური არასტაბილურობა სახელდება. ასევე, ბოლო წლებში დაწესებული მკაცრი  რეგულაციები, როგორც არა მხოლოდ სექტორისთვის, არამედ საბანკო სფეროსთვისაც კი საკმაოდ მკაცრი იყო.

თამარ მუკბანიანი
07.11.2019

 მიწის გამარტივებული რეგისტრაცია 2022 წლამდე გადაიდო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არსებული რეფორმის ვადის გადაწევა ხდება და კვლავ უცნობია, ამ დროშიც მოესწრება თუ ვერა ბოლომდე დარეგისტრირება. ასევე ღიად დარჩა საკითხი, ვადის ამოწურვის შემდეგ, დაურეგისტრირებელ მიწებს საკუთარ ბალანსზე გადაიტანს თუ არა სახელმწიფო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×