ირაკლი ლომიძე 16.12.2019
წლის ბოლოს ბიუჯეტი კვლავ პრობლემების წინაშეა. სასურველი პარამეტრის შესასრულებლად მთავრობას 2 კვირაში 1,2 მლრდ ლარის დახარჯვა მოუწევს. მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს ვერ განკარგავს ისე, რომ შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში გარღვევა არ ჰქონდეს. სპეციალისტების მოსაზრებით, შეუსრულებელი ბიუჯეტი ყველაზე მეტად ინფლაციას ,,დაარტყამს”, თუმცა ამ გავლენას ვერც ლარის კურსი გადაურჩება.
|
თამარ მუკბანიანი 16.12.2019
კატალიზატორი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, უსაფრთხოების სამკუთხედი, - ამ ნივთების შეძენა დასჭირდებათ გამკაცრებული რეგლამენტით ორ კვირაში მძღოლებს. 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის გაოისობითაც ავტომფლობელებს დამატებითი ხარჯის გაწევა აუცილებლად მოუწევთ. სახელმწიფოს ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებისათვის, არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების უდიდესი ნაწილი დახარვეზდება.
|
თამარ მუკბანიანი 12.12.2019
ლარი ელვისებურ გამყარებას განაგრძობს. 13 დეკემბრისათვის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.86-ია, ხოლო რეალური 2,83. სწორედ ვალუტის სიმყარეა იმპორტდამოკიდებულ ქვყანაში ფასების განმსაზღვრელი. მსხვილი იმპორტიორები კი ამ ეტაპზე ფასის კლებას მხოლოდ, პირველადი მოხმარების, სწარაფად გაყიდვად საქონელზე ვარაუდობენ, ხოლო დანარჩენ პროდუქტის გაიაფება რომ დაიწყოს, ლარი 2.70-ზე მაინც უნდა დასტაბილურდეს.
|
რეზონანსი 12.12.2019
ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღეობა ის ფაქტი, რომ უცხოური კაპიტალი უდიდესი წილი მხოლოდ თბილისსა და აჭარაში იდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო იყო 2018 წელი, როდესაც ინვესტიციების თითქმის 90% დედაქალაქში და ბათუმში "დარჩა", ხოლო მთელ დანარჩენ რეგიონებზე მხოლოდ 10% გადანაწილდა.
|
რეზონანსი 12.12.2019
საქართველო უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ზამთრის სპორტისა და სათავგადასავლო დასვენების კუთხით, თუმცა ამით ადგილობრივი მოსახლეობა სულ ეფრო იშვიათად სარგებლობს. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც ხალხს დასასვენებელი ფული არ გააჩნია. სასტუმროს ნომრებიც უკვე უმეტესად დოლარში ქირავდება, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. ეს კი მომხმარებელს ზამთრის კურორტებზე დასვენების საშუალებას არ აძლევს.
|
გვანცა წულაია 11.12.2019
ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდა და უკვე 9%-ს მიაღწია. ეს ზედიზედ მეოთხე ცვლილებაა, ქვეყანაში ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2008 წლის დეკემბერში იყო. სებ-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად გაზრდილ ინფლაციას უკავშირებს და ცდილობს ლარის გამყარებით ფასები შეამციროს, თუმა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუკი ეროვნული ვალუტა დაახლოებით 2,75-მდე გაიუმჯობესებს პოზიციებს.
|
თამარ მუკბანიანი 11.12.2019
საქართველოში, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა არანორმალურად იზრდება, ხოლო ბიუჯეტში შენატანი კი მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში 8%-ით შემცირდა. არადა, სახელმწიფო, უკონტროლოდ მიშვებული ბიზნესის რეგულირებას იმიტომ ერიდება, რომ ბიუჯეტს თანხა არ მოაკლდეს და ვითომ აზარტული თამაშების ბიზნესი ერთ-ერთი მთავარი გადამხდელია.
|
თამარ კანდელაკი 11.12.2019
30 მლნ ქალაქის ბიუჯეტიდან და 300 ახალი მიკროავტობუსი - ასეთია შეთანხმების შედეგი კერძო კომპანიასა და მერიას შორის. მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა ვიცე-მერს არაფერი უთქვამს, დედაქალაქის მცხოვრებთა მიერ გადახდილი გადასახადით, რატომ ხდება კერძო კომპანიისათვის მანქანის შეძენა, რა ფასად მოხდება შემდგომში "თბილისის მიკროავტობუსის” მხრიდან გამოსყიდვა და საერთოდ არის თუ არა მსგავსი ვალდებულება მემორანდუმში. ოპოზიცია, კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს, სპეციალისტებს კი არ ესმის, რატომ შეითავსა მერიამ, გადამყიდველის როლი.
|
გვანცა წულაია 10.12.2019
მედიკამენტების ფასის ზრდის შესაჩერებლად ხელისუფლება ახალი გზების ძებნას იწყებს. შესაძლოა, წამლების ფასი ახალი კანონით დარეგულირდეს. ჯერჯერობით უცნობია რა გზებით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ტოტალურ სიძვირესთან ბრძოლას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ზღვრული ფასის დაწესებით მოხდება.
|
თამარ მუკბანიანი 10.12.2019
საქართველოში უკვე ზედმეტად ბევრი ვიზიტორი შემოდის. ტურისტების მოჭარბების შედეგები უარყოფითად აისახება ავთენტურობაზე, ბუნებაზე და ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზეც. ეს, არა რომელიმე ქართველი კონსერვატორის გამონათქვამია, არამედ გერმანულ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის ძირითადი ხაზია. ანალიტიკოსები და სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე აქცენტი, საქართველოს ტიპის ქვეყნისათვის, არასწორი და საზიანოა.
|
ირაკლი ლომიძე 09.12.2019
პენსიების მოცულობა მთელ რეგიონში მატულობს და ამ მხრივ საქართველო 2020 წელს ნამდვილად ვერ იქნება გამონაკლისი. თუმცა, ის მოცულობა, რითაც მთავრობა პენსიების ზრდას გეგმავს, რეალურ ვითარებას ვერ ცვლის და ჩვენი ქვეყანა პენსიის სიდიდით კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე რჩება. 74-დოლარიანი პენიის მოცულობით იგი სამეზობლოში მხოლოდ სომხეთს უსწრებს. საქართველოსთვის ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ლარის გაუფასურების გამო, საპენსიო თანხის მსყიდველუნარიანობა მუდმივად მცირდება და პერიოდული მატება ხანდაზმულ კატეგორიაზე სასიკეთოდ ვერ აისახება.
|
ირაკლი ლომიძე 09.12.2019
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. საავიაციო ნავთი ერთადერთი კატეგორიაა საწვავის იმპორტში, სადაც წლის განმავლობაში კლება აღნინშნება. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს მიიჩნევენ და დასძენენ, რომ წლის დასაწყისში დაწყებული ტენდენცია რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო შეიცვალა.
|
|