მარი მგალობლიშვილი 27.06.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ჯერ კიდევ ტურნირის მიმდინარეობისას გამოცემა "ინსაიდ იუნაითედმა" მოახერხა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.
|
მარი მგალობლიშვილი 26.06.2015
მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ვარსკვლავი ტოვებს, ამჟამად გუნდიდან სერხიო რამოსი მიდის. მადრიდელების ვიცე-კაპიტანს შესაძლოა კაპიტანიც, იკერ კასილასიც გაჰყვეს. თუმცა დღეისთვის უცხოური პრესა რამოსის ტრანსფერით უფრო არის დაინტერესებული.
|
მარი მგალობლიშვილი 25.06.2015
აზერბაიჯანული "ინტერის" ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა "აზერტსპორტს" თავისი პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
|
მამუკა ნაცვალაძე 24.06.2015
ტურინის "იუვენტუსმა" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას საკმაოდ მნიშვნელოვანი გარიგება გაჩარხა. პრიმერადივიზიონის ბოლო წლების ერთ-ერთი საინტერესო თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ახლა უკვე "ბებერი ქალბატონის" ტყვეობაშია.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.06.2015
დასრულდა "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასი 2015-ის გათამაშება. ტურნირი, რომელშიც ოთხი გუნდი - საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ასევე მზარდი იტალია და ირლანდია მონაწილეობდა, ირლანდიელი ახალგაზრდების ტრიუმფით დასრულდა. კელტებმა სამივე შეხვედრა ბონუს ქულით მოიგეს და ღირსეულად მოირგეს თბილისის თასის ტრიუმფატორის მანტია.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.06.2015
მადრიდის "რეალს" ახალ საფეხბურთო სეზონში ესპანელი რაფაელ ბენიტესი გაწვრთნის, რომელმაც "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი კარლო ანჩელოტი შეცვალა. "ლივერპულის", "ჩელსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ესპანელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ჯამაგირი 4 მილიონი ევრო იქნება.
|
მარი მგალობლიშვილი 20.06.2015
მადრიდის "რეალის" ლეგენდარული კაპიტანი და თავდამსხმელი რაულ გონსალესი ახლა ნიუ-იორკის "კოსმოში" თამაშოს. ესპანელმა ფეხბურთელმა "მარკას" ინტერვიუ მისცა, სადაც ის ამერიკულ კარიერაზე და სხვა ბევრ საინტერესო თემებზე საუბრობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.06.2015
"მსოფლიო რაგბის" თბილისის თასი 2015-ის მეორე ტურის შემდეგ, ერთი ტურით ადრე, გაირკვა წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული - "მზარდმა ირლანდიამ" კვლავ ბონუს ქულით მოიგო, ამჯერად ურუგვაისთან 33:7 და სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით ინტრიგა გამოაცალა ოთხთა დაპირისპირებას.
|
მარი მგალობლიშვილი 18.06.2015
ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და ვერცხლის მედალოსანია, ამჟამად თავის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. მან იტალიურ "დე ლო სპორტს" ინტერვიუ მისცა.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.06.2015
დღეს ავჭალის სარაგბო არენაზე გაიმართება "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის 2015 წლის მეორე ტურის მატჩები. საქართველოს ეროვნული ნაკრები 19:00 საათზე "მზარდ იტალიას" დაუპირისპირდება, ურუგვაის ეროვნული ნაკრები კი 17:00 საათზე "მზარდ ირლანდიას" შეერკინება.
|
მარი მგალობლიშვილი 16.06.2015
საქართველოს ნაკრების ნახევამცველმა ვაკო ყაზაიშვილმა "ჯვაროსნებში" ადგილი დაიმკვიდრა. ქართველი სპორტსმენი ჰოლანდიური "ვიტესის" შეუცვლელ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა, მას გოლები ისეთი გუნდებისთვის აქვს გატანილი, როგორიცაა "აიაქსი", "ალკმაარი" და "ფეიენოორდი". გთავაზობთ ყაზაიშვილთან ინტერვიუს, რომელიც უეფას ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.06.2015
თბილისში, ავჭალის სარაგბო არენაზე სტარტი აიღო მსოფლიო რაგბის თბილისის თასის მესამე გათამაშებამ, სადაც "ბორჯღალოსანთა" გარდა მონაწილეობენ ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი იტალია და ირლანდია.
|