მარი მგალობლიშვილი 13.06.2015
დიეგო ფორლანმა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი 11 მარტს გამართა და სანაკრებო კარიერაც დაასრულა. უკვე სამი თვეა, რაც ურუგვაელი ფეხბურთელი ისვენებს. გამოცდილი თავდამსხმელი ბურთს ახლა იაპონიაში აგორებს და თავის გამოცდილებას იაპონელ ფეხბურთელებს უზიარებს. ფიფას ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ფორლანი განვლილ კარიერაზე საუბრობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 11.06.2015
შაბათს სტარტს აიღებს "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის გათამაშება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ასევე მზარდი ირლანდია და იტალია.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.06.2015
11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში ევროპის სუპერთასია დაგეგმილი, რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური გუნდი - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, კატალონიური "ბარსელონა" და უეფას თასის მფლობელი ანდალუზიური "სევილია" - დაუპირისპირდება. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა.
|
მამუკა ნაცვალაძე 10.06.2015
ამ შაბათს ავჭალის სარაგბო სტადიონზე "მსოფლიო რაგბის" თბილისის თასის წლევანდელ გათამაშება დაიწყება. საქართველოს დედაქალაქს ესტუმრებიან ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის ნაკრებები, რომლებიც "ბორჯღალოსნებთან" ერთად სამი დღის განმავლობაში - 13, 17 და 21 ივნისს გაითამაშებენ საპატიო თასს.
|
მარი მგალობლიშვილი 09.06.2015
უელსის ნაკრების ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა "რეალის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის განვლილ სეზონს აფასებს. ბეილმა ისაუბრა იმაზეც, რომ შესაძლოა მან მომავალ სეზონში არა ნახევარმცველად, არამედ თავდამსხმელად ითამაშოს.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.06.2015
მიმდინარე საფეხბურთო სეზონს შესანიშნავი სანახაობით დაესვა წერტილი - ბერლინის "ოლიმპშტადიონზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიურმა "ბარსელონამ" უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა ტურინის "იუვენტუსი" - 3:1 და პირველი ევროპული კლუბი გახდა, რომელმაც ორჯერ მოახერხა "ტრიპლეტის" შესრულება - ერთ სეზონში მოიგო ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა. პირველად ეს "ბარსელონამ" პეპე გვარდიოლას ხელმძღვანელობით 2009 წელს მოახერხა.
|
მარი მგალობლიშვილი 06.06.2015
"რეალის" კაპიტანი სეზონის დასრულების შემდეგ ცარიელ "სანტიაგო ბერნაბეუს" ესტუმრა და კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. კასილასმა გაიხსენა ის მომენტი, როდესაც პირველად დადგა ფეხი "ბერნაბეუზე", ისაუბრა მის განვლილ კარიერაზე, კარლო ანჩელოტის წასვლაზე.
|
მარი მგალობლიშვილი 05.06.2015
რაფა ბენიტესმა მადრიდის "რეალის" მთვარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. ცნობილი სპორტული გამომცემლობა "აზ"-ის ინფორმაციით, ბენიტესმა ისაუბრა მის ემოციებზე, "რეალზე", გუნდის გაძლიერებაზე, ასევე მაურინიოსა და ანჩელოტის კვალზე. "ნაპოლის" ყოფილმა თავკაცმა, ფიფას პრეზიდენტის, ბლატერის გადადგომის თაობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "დღეს ჩემი პრეზენტაციის დღეა და გთხოვთ, ასეთი კითხვები სხვას დაუსვათ ან სხვა დროს დასვით."
|
მამუკა ნაცვალაძე 04.06.2015
ამ შაბათს ბერლინში "ოლიმპშტადიონზე" საფეხბურთო გურმანთ დიდი მატჩი ელის - ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. ისტორიას ბევრი შთამბეჭდავი ფინალი ახსოვს, მათ შორის ბოლო წლების გადამწყვეტი შეხვედრებიდან სტამბულის ფინალია გამორჩეული - 2005 წელს "მილანი" ინგლისურ "ლივერპულს" "ათათურქზე" დაუპირისპირდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 03.06.2015
დღეს, 19:00 საათზე, რუსთავის სარაგბო არენაზე მზარდი საქართველო უელსურ წვეულ (ინვიტატიონალ) გუნდს "ქროშეიზს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრით გაიხსნება საზაფხულო სარაგბო სეზონი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა თბილისის თასია.
|
მარი მგალობლიშვილი 02.06.2015
მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი უკვე შვებულებაშია, თუმცა, ბავარიელთა კიპერი დასასვენებლად წასვლამდე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს გაესაუბრა.
|
მამუკა ნაცვალაძე 01.06.2015
ამ კვირის მთავარი სპორტული მოვლენა ბერლინში "ოლიმპშტადიონზე" ჩემპიონთა ლიგის შაბათს დანიშნული ფინალური შეხვედრაა, სადაც კატალონიური "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" შეერკინება. თუკი "ბარსელონას" გასვლა ფინალში არ იწვევდა ეჭვს მისი დამაჯერებელი თამაშის გამო, იტალიელთა გამოჩენა ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
|