მარი მგალობლიშვილი 30.05.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნეველმა ჟურნალისტობას მიჰყო ხელი. სეზონის დასრულების შემდეგ მისი სტუმარი უეინ რუნი იყო, რომელმაც განვლილი სეზონი შეაფასა.
|
მარი მგალობლიშვილი 29.05.2015
სუპერთასის ფინალში სათამაშოდ 11 აგვისტოს თბილისში "სევილია" ჩამოვა. ესპანურმა კლუბმა უკრაინული "დნიპრო" მინიმალური ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
|
მარი მგალობლიშვილი 28.05.2015
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი თბილისის "დინამომ" ზედიზედ მესამედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა ახალმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ "დინამოსთან" ერთად თერთმეტი წლის წინ მოიგო საქართველოს თასი. ფინალი გამორჩეული იყო იმითაც, რომ გულშემატკივარმა ხუთი გოლი იხილა "სამტრედიის" კარში.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.05.2015
დღეს ვარშავაში, სპორტულ არენა "ნაროდოვიზე" შედგება ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური შეხვედრა - უკრაინული "დნიპრო" ესპანეთის "სევილიას" დაუპირისპირდება. ესპანელები ამ პაექრობაში უდავო ფავორიტები არიან, რასაც ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ მათ 2006, 2007 წლებში უეფას თასი მოიგეს, ხოლო 2014 წელს ევროპის ლიგა.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.05.2015
20-წლამდელმა "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავი საჩუქარი უძღვნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - მსოფლიო ალაფის ფინალში დამაჯერებლად დაამარცხეს კანადელი თანატოლები და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მსოფლიო რაგბის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 12-გუნდა ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვეს.
|
მარი მგალობლიშვილი 25.05.2015
სამი ხედირა "მარკას" საშუალებით "რეალის" გულშემატკივარს ემშვიდობება. გერმანელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბში" ხუთი სეზონი გაატარა, თუმცა სეზონის ბოლოს ხედირამ მადრიდელებთან ხელშეკრულება აღარ გააგრძელა და კლუბი დატოვა.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.05.2015
ხვალ ლისაბონში, ჟამორის სარაგბო არენაზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებს.
|
მარი მგალობლიშვილი 22.05.2015
"ბაიერნის" გულშემატკივართათვის კარგად ცნობილმა თავდამსხმელმა მარიო გომესმა, რომელიც ამჟამად "ფიორენტინას" შემადგენლობაში ირჯება, მის მიერ "ბაიერნის" შემადგენლობაში გატანილ გოლებზე ისაუბრა, რომელიც 113-ს უტოლდება.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.05.2015
ლუის ნაზარიო დე ლიმა, იგივე რონალდო, ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი, ერთ-ერთი იმათგანია, ვისი თამაშიც ფეხბურთს თხუთმეტიოდე წლის წინ განსაკუთრებულ პეწსა და ლაზათს მატებდა. ბრაზილიური სტილი კარგად წარმოჩინდა მის დრიბლინგებსა და ინდივიდუალიზმში, რაც შესანიშნავად ერწყმოდა გუნდური ინტერესებით აზროვნებას.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.05.2015
დუბლინში გამართულ მსოფლიო რაგბის საბჭოს სხდომაზე მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ 20-წლამდელთა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. საგულისხმოა, რომ დღემდე ეს პატივი მხოლოდ ელიტურ სარაგბო ქვეყნებს ჰქონდათ მინიჭებული.
|
მარი მგალობლიშვილი 19.05.2015
მანჩესტერ იუნაიტედის" წამყვანმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ჟურნალისტებთან ინგლისში გადაბარგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.05.2015
ლისაბონში "მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ალაფის 2015 წლის გათამაშების მეორე მატჩში უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის მთავარი ფავორიტი ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს 30:13 და ჯგუფში პირველობა დაისაკუთრეს.
|