ირაკლი ლომიძე 25.05.2020
შეზღუდვების მოხსნისა და მომსახურების ცალკეული დარგების ამუშავების პარალელურად, საფასო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. მომსახურების სფერო მნიშვნელოვნად ძვირდება. ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სტანდარტის დაკმაყოფილება ობიექტებისთვის დამატებით ხარჯს მოითხოვს, რაც საბოლოოდ ტარიფებში აისახება.
|
თამარ შუკვანი 25.05.2020

აშშ „ღია ცის შეთანხმებას" დატოვების მიზეზად ასახელებს, რომ რუსეთი შეთანხმების შესრულებაზე უარს აცხადებს - შესაბამისად, აშშ-მა ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეილება მიიღო. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, კრემლი შესაძლოა მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში, საიდუმლო ობიექტს მალავდეს. სწორედ ამიტომ არ მისცა საშუალება ამერიკულ თვითმფრინავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაეზვერათ.
|
რეზონანსი 25.05.2020
აპრილში ყველა კატეგორიის საწვავის იმპორტი შემცირდა. მკაცრი კარანტინის პირობებში მოთხოვნის კლება, როგორც ჩანს, იმპორტზეც ნეგატიურად აისახა. ორკვირიანი კარანტინის გამო აბსოლუტურად გაჩერებული იყო საწვავზე მოთხოვნა. შესაბამისად, იმპორტის დინამიკამ გეზი კლებისკენ აიღო.
|
ია აბულაშვილი 25.05.2020

"გახარიამ ისეთ წარმატებას მიაღწია პანდემიასთან ბრძოლაში, რომ ახლა მისი გათავისუფლება წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის". გახარიას თაყვანისმცემლები ზურგს შეაქცევენ და დაკარგავს ამომრჩეველს.
|
ელზა პაპოშვილი 25.05.2020

მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. გორში სუხიშვილების ქუჩაძე 28 წლამდე ქალი, საკუთარმა ქმარმა სახლში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია რეალურად რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.
|
ია აბულაშვილი 25.05.2020

ძველი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, კვიპროსზე ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში არსებობდა რამდენიმე ქართული მონასტერი, რისი დასტურიცაა ძველი ქართული ხელნაწერი, რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტშია დაცული.
|
თამარ შუკვანი 25.05.2020

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ტურიზმის სექტორს ხსნის. ეს იმის ფონზე, როდესაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველოში გარკვეული შეზღუდვები კვლავ რჩება. მართალია ქევეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს, თუმცა, რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ დრომდე მოქმედებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.05.2020

საქართველო კორონავირუსს ნელ-ნელა ამარცხებს - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ოთხით გაიზარდა. ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც მსოფლიო ლიდერი ქვეყნები ვირუსთან გამკლავებას ვერ ახერხებენ,ხოლო სამხრეთ ამერიკის კონტინენტი კი კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა.
|
თამარ შუკვანი 24.05.2020

საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სავარაუდოდ თუ როგორ გადანაწილდება 30 მაჟორიტარული ოლქი, ცნობილია. 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში გადანაწილდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22-ის ნაცვლად მხოლოდ 8 ოლქი იქნება.
|
ია აბულაშვილი 24.05.2020

გორისფერდის ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, წმინდა გიორგის სახელზე აუგიათ. იგი მდებარეობს გურიაში, სოფელ შემოქმედთან ახლოს, მაღალ ბორცვზე, თუმცა დღეს მისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
|
ია აბულაშვილი 24.05.2020

„მაჟორიტარებთან დაკავშირებით საბოლოო მონახაზი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გამოიკვეთება, ჯერ ასეთი მონახაზი არ არის. მთავარია, დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“ - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს.
|
ელზა პაპოშვილი 24.05.2020

ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა განახლებაში 29 წლის ილია ჯიბლაძეს გლოვობენ. მის სასტიკად მკვლელობაში საკუთარი მამა 49 წლის მამუკა ჯიბლაძეა ბრალდებული. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამა შვილს ზურგიდან მიეპარა და დანით ნეკნის და ფილტვის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზევე დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს ცოლი და 4 წლის შვილი დარჩა, რომელიც შშმ-პირია. 29 წლის ჯიბლაძეს ასევე 7 წლის ძმა ჰყავს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|