თამთა ჩაჩანიძე
22.05.2020

„ვთვლი, რომ ხელისუფლებამ ვირუსს დღემდე წარმატებით ებრძოლა და საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების წარმატებული ქმედებით სრულდება, ოღონდ ამ წარმატებას არჩევნებისთვის რამდენად გამოიყენებენ, ეს აღარ მესმის იმიტომ, რომ სხვა ფლანგზე ძალიან რთულად აქვთ საქმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, კორონავირუსის პრევენციის გამო, შემოღებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებას.

ია აბულაშვილი
22.05.2020

„ნუ მოაწერენ ხელს, საკონსტიტუო ცვლილებები მაინც გავა. თავადაც ხვდებიან, რომ კატასტროფის პირას არიან, რამის თავი რომ ჰქონდეთ, აქამდე გააკეთებდნენ. მაგათი საქმე დამთავრებულია, ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ" - ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეუზური საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პერიპეტიებს.

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2020

შვედეთში უკვე ბევრი აღიარებს, რომ მათი მიდგომა კოვიდ-19თან ბრძოლაში და შეზღუდვებზე უარის თქმა შეცდომა იყო, ანუ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის შეძენაზე მუშაობამ არ გაამართლა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიც ამბობს, რომ კოლექტიური იმუნიტეტის შეძენის ტემპი ბევრად ჩამორჩება დაგეგმილს მაშინ, როცა სიკვდილიანობა საგანგაშო მასშტაბებს იძენს, თუმც მაინც იმ აზრზეა, რომ მისი მიდგომა საბოლოო ჯამში მაინც წარმატებული აღმოჩნდება.

თამარ მუკბანიანი
22.05.2020

 ხუდონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლისათვის, სახელმიფომ იურიდიული კომპანია უკვე დაიქირავა. ჯერჯერობით ყველა დეტალი უნცობია, მათ შორის ისიც, რატომ აუქმებს ხელშეკრულებას საქართველო "ტრანს ელექტრიკასთან" და ნიშნავს თუ არა ეს ხუდონჰესზე უარის საბოლოოდ თქმას.

ელზა პაპოშვილი
22.05.2020

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და ასევე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია  დამაკმაყოფილებელია, კვლავ უცნობია როდის მოხდება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა. რიგი ორგანიზაციების და დაწესებულების გახსნის შემდეგ, თანამშრომლების უმეტესობას ქალაქში გადაადგილება უჭირთ.  მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი სოციალური პირობებიდან გამომდინარე არა აქვს ტაქსის ფული და არ ჰყავთ ტრანსპორტი, ამიტომაც მათთვის  გადაადგილება კვლავ პრობლემად რჩება. ხელისუფლება კი ჯერჯერობით კვლავ ვერ ჩამოყალიბდა, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ტრანსპორტის აღდგენა. 

ია აბულაშვილი
22.05.2020

ყველაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც გურჯაანის მახლობლად ტყეშია აგებული, ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც მე-8 მე-9 საუკუნებით თარიღდება და დღეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ეს ტაძარი თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში იყო.

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2020

„პანდემიის დასაწყისში, საზოგადოებამ არაფრით არ მოიშალა მრავალრიცხოვანი რიტუალური ღონისძიებები, ქორწილი, ქელეხი თუ სხვა. გარდა ამისა, ჰიგიენური ნორმების დაცვას ძალიან ზერელედ უყურებდნენ, ამას დაერთო ისიც, რომ სამედიცინო სტრუქტურები ჩანასახურ მდგომარეობაშია, ძალიან მძიმე ვითარებაა, გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მარტო სამედიცინო პერსონალია ას კაცამდე დაღუპული," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში შექმნილ ეპიდ-ვითარებას.

ელზა პაპოშვილი
22.05.2020

უმძიმესი დანაშაული გურიაში-ჩოხატაურის რაიონის  სოფელ შუა განახლებაში 49 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, 29 წლის შვილი დანით მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მკვლელობის თვითმხილველები ახალგაზრდა ბიჭის დედა და ბებია არიან. მეზობლებმა ამ საზარელი დანაშაულის შესახებ მათი ყვირილის შედეგად გაიგეს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ეზოში შესულებს კი საზარელი სურათი დახვდათ, ახალგაზრდა მამაკაცი სახლის წინ სისხლში იწვა და უგონო მდგომარეობაში იყო. მას მუცლის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

თამარ შუკვანი
22.05.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლასთან ერთად, 23 მაისიდან უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი და ავტომანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, იმის გამო, რომ ეპიდემიებს აქვთ ტალღისებური მიმდინარეობა, დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და რიგ შემთხვევებში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება.

ელზა პაპოშვილი
21.05.2020

განუსაზღვრელი  ძალაუფლება მთავრობას - პარლამენტმა საკუთარი უფლებები შეიზღუდა  და ხელისუფლებას მისცა საშუალება, რომ როცა დასჭირდება, ქვეყანაში პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე ნებისმიერი შეზღუდვა  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გაერშე დააწესოს.  

თამარ მუკბანიანი
21.05.2020

 როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - დედაქალაქის მერიასა და მთავრობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. იქამდე კი, სანამ საკოორდინაციო საბჭოს წევრთა განცხადებები თანხვედრაში მოვა და ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს, მოქალაქეები, რომელთა სამსახურიც აღდგა, ხელფასის უდიდეს ნაწილს ტაქსით გადაადგილებაში ხარჯავენ. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ იხსნება ეკონომიკა გადაადგილების გარეშე.

თამთა ჩაჩანიძე
21.05.2020

„სვეტი" და „გოიმი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება - ასე აფასებენ მმართველ გუნდში კობახიძე-ბოკერიას რეპლიკებით დაპირისპირებას, რომელსაც ოპოზიციისა და ანალიტიკოსთა ნაწილის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×