ია აბულაშვილი 19.05.2020

„გრიგოლ ვაშაძეც რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ისიც კი შეატყობინებდა მთავრობას, არამც თუ სალომე ზურაბიშვილი. გამორიცხულია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილება არ შეეტყობინებინა თავისი გუნდისთვის; მაგრამ ახლა უნდათ სიტუაციიდან გამოძრომა და შექმნან შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრალია", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სალომე ზურაბიშივლის განცხადებას უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
|
თამარ შუკვანი 19.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. მედიკოსთა ნაწილის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, რომელსაც 22 მაისს ეწურება ვადა, სხვა კონკრეტული აკრძალვებიც უნდა მოიხსნას, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათი, ავტომანქანაში 3 კაცზე მეტის ჩასხდომის აკრძალვა და ა.შ. თანაც, დღეს არსებული ეპიდვითარება დადებითად ფასდება და ამ შეზღუდვების მოხსნით, ახალი, მორიგი აფეთქება მოსალოდნელი არ არის.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.05.2020

„შეიძლება ზოგიერთმა ვიღაც დაასახელა, მაგრამ მაგაზე საუბარი არ ყოფილა", -ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრობის შესაძლო ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად „ახალი საქართველოს" თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს ასახელებს.
|
ია აბულაშვილი 19.05.2020

ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საქმესთან დაკავშრებით, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ადვოკატის განმარეტბით, პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
|
ელზა პაპოშვილი 19.05.2020

ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. სორდიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული და ის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ოჯახში ძალადობის მუხლით სცნო.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.05.2020

ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქების კერა ამჯერად პროვინცია ძილინია. დაახლოებით 108 მილიონი ადამიანი თვითიზოლაციას დაუბრუნდა. რეგიონში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრასპორტის მუშაობა და დახურულია სკოლები - ამის შესახებ „ბლუმბერგი" იტყობინება.
|
თამარ შუკვანი 19.05.2020

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ჩასმას სთავაზობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა, როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, მსგავსი გადაწყვეტილება მისთვის მისასალმებელია.
|
ია აბულაშვილი 19.05.2020

„კარუგდებელის“ სახელით ცნობილი ეკლესია, რომელიც იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნაში მდებარებს, მე-7 საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში სოფელი გოგნა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან მოიხსენიება. გადმოცემის თანახმად, ამ სოფელში 2 ათასი მებრძოლი ბერი ცხოვრობდა და 4 სამლოცველო ჰქონია. „კარუგდებელი“ მოხსენიებულია 1188 წლით დათარიღებულ თამარ მეფის სიგელში და ეს ეკლესია ერთ დროს გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა.
|
თამარ შუკვანი 19.05.2020

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში" ჯერჯერობით არ მიუღიათ ინსტრუქცია მგზავრების გადაყვანის ახალ წესთან დაკავშირებით. შესაბამის მითითებებს ისინი თბილისის მერიისგან ელოდებიან. როგორც კომპანიაში „რეზონანსს" უთხრეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში სავარაუდოდ 1-ლი ივნისიდან ამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პირველ ეტაპზე მხოლოდ მეტროსა და საქალაქო ავტობუსების მოძრაობა აღდგება, თუ მიკროავტობუსებისაც,
|
ია აბულაშვილი 19.05.2020

„შეზღუდვები თუ დარჩება და ჩაეტევიან ამ ჩარჩოებში, ბუნებრივია, ხელის შეშლა არ იქნება; იგივე სცენარს თუ გაიმეორებენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის მიერ 20 ივნისის თბილისში აქციის დაანონსებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 19.05.2020

„ოპოზიციასთან კონსულტაციების და განხილვების გარეშე ამ კანონპროექტის მიღება არ იქნება სწორი და გამართლებული" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და პარლამენტის თანხმობის გარეშეც შეეძლება.
|
ელზა პაპოშვილი 18.05.2020

შესაძლოა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებად “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ვიხილოთ. ამის შესახებ ისინი მედიასთან საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ კი ასეთი შემოთავაზება გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იქნება, ამისთვის მზად არიან. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლა ბრძოლის წინა ხაზი მაჟორიტარებზე გადის და ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აუცილებლად ჩაერთვებიან.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|