თამარ მუკბანიანი 14.05.2020
საქართველოში ავიამიმოსვლის აღსადგენად მზადყოფნა უკვე 20-მა ავიაკომპანიამ გამოთქვა. პირველი რეისები ისრაელის მიმართულებით შესრულდება. მედიაში უკვე წერენ, რომ იაფი ფრენა წარსულს ჩაბარდა, ბილეთი ფასს ყველაზე მეტად, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობა გააძვირებს, რის გამოც თვითმფრინავის ბორტზე ყველა ადგილის შევსება ვეღარ მოხდება. განსხვავებულია მოლოდინი საქართველოში, სადაც მიიიჩნევენ, რომ შემცირებული მოთხოვნა კომპანიებს აიძულებს ფასი არ გაზარდონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.05.2020

ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა, მაიმუნების ერთ-ერთ სახეობაზე, კერძოდ მაკაკაზე, წარმატებით გამოსცადეს, რის შემდეგაც მოხალისეებში კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი დაიწყეს.
|
თამარ შუკვანი 14.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, ამის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.05.2020

„ევროპელებისთვის გამაოგნებელია ის, რომ რაზეც შეთანხმდნენ ახლა მასზე უარის თქმა ასე სპეკულატიურად ხდება, ეს არ გვიგულისხმიაო. იქ (შეთანხმებაში) პირდაპირ პრეზიდენტი წერია, ანუ პრეზიდენტი რას აკეთებს, მხოლოდ იწყალებს ხომ?"- ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერების შეწყალება-არშეწყალების გარშემო ატეხილ აურზაურს. მისი თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან გადაგდებების მთელი კასკადია, ამჯერად კი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები „გადააგდეს".
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2020

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცი 13 მაისს უდანაშაულოდ სცნო. განაჩენის გამოხადებას გოგონას ოჯახის პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მათ სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ.
|
თამარ შუკვანი 14.05.2020

ოპოზიციის მოთხოვნა კვლავ უცვლელია, - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აღნიშნავენ, პარლამენტში არ მივლენ და საკონსიტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" მხარდსაჭერის გარეშეც შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
|
ია აბულაშვილი 14.05.2020

ქართველ დედოფალთა გალერეაში, რომელთაც განსაკურთბეული წვლილი მიუძღვით ქართული ეკლესიების აღორძიების საქმეში შინ თუ გარეთ, ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია ბიზანტიის ქართველ დედოფალს, ბაგრატ მეოთხის ქალიშვილს და დავით აღმაშენებლის მამიდას, მარიამს, რომლის შთაგონებითაც დავით აღმაშენებელმა გელათისა და იყალთოს აკადემიები დაარსა, სადაც მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო, ასევე უძველესი ბერძნული თუ სხვა ცვილიზაციას შემორჩენილი ლიტერატურა ითარგმნებოდა ქართულ ენაზე.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.05.2020

ევროკომისიამ ტურიზმის აღდგენის ის პრინციპები შეიმუშავა, რითაც პანდემიის შემდეგ ზაფხულში ევროპამ უნდა იხელმძღვანელოს. შესაბამისი დოკუმენტი, კომისიამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
|
თამარ შუკვანი 14.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნა დაჩქარებული წესით გრძელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 მაისს მთავრობის სხდომაზე თქვა, შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება ღია და დახურულ სივრცეში სამზე მეტი ადამიანის შეკრებასაც, თუმცა, ეს არ ვრცელდება ავტომობილით გადაადგილებას.
|
გვანცა წულაია 13.05.2020
საქართველოში აუნაზღაურებელი სტაჟირება იმდენად დიდი პრობლემაა, რომ მისი კანონმდებლობით დარეგულირება მოხდება. „შრომის კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომელიც სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. ცვლილების თანახმად, 6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება იკრძალება.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.05.2020

„ბოლობოლო თუ ასე დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ, მაშინ გაიმარჯვებენ და ჩაიდებენ ისევ სასამართლოს ჯიბეში და ვისაც უნდა, დაიჭერენ, ვისაც უნდა გამოუშვებენ, სულ ექვსი თვეა დარჩენილი, რა ციებ-ცხელება სჭირთ?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია 13 მაისს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვდრას და შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
|
თამარ მუკბანიანი 13.05.2020
ანაკლიის ბედი, მთავრობასა და კონსორციუმს შორის დავის გარდა, ეჭვქვეშ უკვე პანდემიამაც დააყენა. მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია და დიდი კრიზისის მოლოდინია. გაძნელდება, შესაბამისად, ინვესტორის პოვნა, რომელიც სადავო პროექტში ფულს ჩადებს. ხელისუფლება პროექტთან დაკავშირებით დუმს, კონსორციუმში კი ამბობენ, რომ ანაკლია ,,ქართულმა ოცნებამ“ ბევრი წლით დააპაუზა.
|
|