თამთა ჩაჩანიძე 12.05.2020

ქალაქ სანკტ-პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრი პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, სადაც ყველაზე რთულ პაციენტებს მკურნალობენ. რუსი ექსპერტების პირველადი დასკვნით კი, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ აალდა ერთი ან რამდენიმე ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლებზეც პაციენტები იყვნენ მიერთებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.05.2020

„მგონია, რომ საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საკონსტიტუციო ცვლილებები და პატიმართა საკითხი. ამ ორი საკითხის ერთმანეთზე მიბმა, ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის მომგებიანი არ იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იძულებული გახდა და რაღაც დათმობებზე წავიდა და პატიმართა საკითხი გადაწყვიტა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შესაძლო სამოქმედო გეგმას, რომელიც 8 მარტს მმართველ პარტიასთან გაფორმებულ შეთანხმებასა და ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლების უარს უკავშირდება.
|
ელზა პაპოშვილი 12.05.2020

განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება - 16 თებერვალს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ ახალი ვიდეო მტკიცებულებები საჯაროვდება. ამის შემდეგ კვლავ ისმის კითხვები - არის თუ არა ყოფილი სამხედრო და 2008 წლის ომის მონაწილე მერაბ კობიაშვილი დამნაშავე 28 წლის თამაზ გომართაშვილის განზრახ მკვლელობაში, თუ იგი უბრალოდ თავს იცავდა.
|
ირაკლი ლომიძე 12.05.2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა მზადაა. მთავრობა აგრარული სექტორის მხარდასაჭერად უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარებას იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მიზანი მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებაა. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს. მათ შორის გათვალისწინებულია სპეციალური პროგრამა დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე სუბსიდირება ქიმიკატების შესაძენად, დაფინანსება მცირემიწიანი ფერმერებისთვის მიწების დასამუშავებლად და სხვა მრავალი. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, მათ შორის აგროდაზღვევის, იაფი აგროკრედიტის, “დანერგე მომავალის” და სხვა პროგრამების დაფინანსებების გაფართოებას.
|
თამარ შუკვანი 12.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში გატარებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ შესაძლოა კოვიდ-19-ის მორიგი აფეთქება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება, მედიკოსების ნაწილი საზოგადოებას მოუწოდებს, გაცემული რეკომენდაციები დაიცვან, რომ ვირუსის ახალი შემთხვევები თავიდან იქნას არიდებული.
|
ია აბულაშვილი 12.05.2020

„კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, მე ვიცავ ჩემს პრინციპს. ვისთან უნდა ვიმსჯელო საქართველოს ეროვნულ საკითხებზე - ოკუპანტიის მომხრე, რუსული ვექტორის გაკოტრებულ პარტიებთან? მოპარაკების მაგიდასთან „პუტინკა", ჟირინოვსკი კაბაში რომ ზის?" - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მზაობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაახლოს კონსულტაციები.
|
ელზა პაპოშვილი 12.05.2020

შეძლებს თუ არა მმართველი პარტია ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის პარლამენტში საჭირო ხმების დამოუკიდებლად მობილიზებას? 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში ერთსულოვნება არ არის. ოპოზიცია მათი 3 ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესის მოიკოტირებით იმუქრება.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.05.2020

რუსეთში კორონავირუსი უმაღლესი რანგის კიდევ ერთ მოხელეს დაუდასტურდა - რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. იგი ჰოსპიტალიზირებულია. ზუსტად ცნობილი არ არის როდის ჰქონდა მას ბოლო კონტაქტი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ბოლოს საჯაროდ ისინი ერთად გასულ თვეში გამოჩნდნენ. გამორიცხული არაა თავად პუტინიც ინფიცირებული იყოს, რადგან ეს მის უახლოეს გარემოცვაში კორონავირუსის ოფიციალური დადასტურების უკვე მეოთხე შემთხვევაა.
|
თამარ შუკვანი 12.05.2020

კოვიდ-19-ის პანდემიის კუთხით, კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი სიტუაცია საქართველოშია, რაც, სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ქვეყანაში გატარებული პრევენციული ზომებისა და მედიკოსების რჩევების და რეკომენდაციების დაცვით შედეგად მოხდა. ამასთან, მეტ-ნაკლებად საქართველო პანდემიას მომზადებული დახვდა და შემოღებული აკრძალვები და შეზღუდვები დროული აღმოჩნდა.
|
ია აბულაშვილი 12.05.2020

ქრისტეს თორმეტ მოციქულთა შორის, წმინდა ანდრია მოციქული იყო პირველი, ვინც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა. მისი ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლი ეკლესია წელიწადში სამჯერ აღნიშნავს - 13 დეკემბერს, 12 მაისს და 13 ივლისს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.05.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის აზრით, დღევანდელი მმართველი გუნდის ზგიერთი წევრი თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი კონკრეტული დანაშაულისთვის მომავალში შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პოლიტიკურ პატიმრებად უნდა ჩაითვალონ. ამის შესახებ მან „რეზონანსთან" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების შინაარსზე მიმდინარე დავაზე საუბრისას განაცხადა.
|
ია აბულაშვილი 12.05.2020

„განცხადების წაკითხვისას ერთადერთი შთაბეჭდილება დამრჩა - რომ ცდილობენ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. ამიტომ უპრიანი იქნება ხელისუთლებამ ელჩებთან ღია გახადოს რისკენ მიჰყავს ოპოზიციას პროცესი. ჩემი აზრით, ოპოზიციას პროცესი მიყავს ჩაშლისკენ, რადგან იცის, რომ დამარცხდება და შემდეგ დადგეს არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. არ მგონია უცხოეთის წარმომადგენლებს აწყობდეთ, რომ საქართველოში მსგავსი რამ მოხდეს და ქვეყანაში ქაოსი დაიწყოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლეობისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|