თამარ შუკვანი
08.05.2020

საქართველოში ახალი კორონავირურისით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. გარდაცვლილი 45 წლის ქალი იყო და მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.

თამთა ჩაჩანიძე
08.05.2020

„უკრაინას ფაქტიურად ოლიგარქიულ კლანური სისტემა მართავს,რომელმაც ზელენსკი რეალურად ხელისუფლებაში მოიყვანა კიდეც. ამ სისტემასთან ბრძოლაში სააკაშვილი ერთხელ უკვე დამარცხდა და დიდი ალბათობით მეორეჯერაც დამარცხდება,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ზელენსკის მიერ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.

თამარ შუკვანი
08.05.2020

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშანა, რის გამოც უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ. საქართველო უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს არ განიხილავს, თუმცა როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნა ამ თანამდებობაზე კითხვებს აჩენს.

თამარ მუკბანიანი
07.05.2020

 საქართველო ეკონომკური შეზღუდვების მოხსნის მოლოდინშია. გაჩერებული ეკონომიკით მიღებულ ზარალის გარდა, ბიზნესი გაუფასურებული ლარის შედეგებსაც ითვლის. ქვეყანაში ყველაზე დიდი ბიზესის მფლობელები და ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობენ, რომ დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესს კლავს. ისინი ითხოვენ მთავრობამ დროულად გამოასწოროს სავალუტო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია.

თამარ მუკბანიანი
07.05.2020

 11 მაისიდან, საქართველოს დაპაუზებული ეკონომიკა ამოქმედებას დაიწყებს. შეზღუდვები, ფაქტობრივად, ყველა სექტორში მოიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. 6-პუნქტიანი შემსუბუქების გეგმა, როგორც ჩანს, ქვეყანამ დაჩქარებული ტემპით გაიარა. ახლა დღის წესრიგში ბიზნესის მდგომარეობა დგას, რომელიც იმდენად განადგურებულია, რომ ყველა სექტორი, ხელისუფლებისაგან შეღავათებს ითხოვს.

ელზა პაპოშვილი
07.05.2020

დაახლოებით 2 თვის წინ გუდაურში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე, რომელიც მკვლელობით დასრულდა, გამოძიებამ 6 პირს ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა. 

ასევე ბრალი დაუმძიმდა ყოფილ სამხედროს მერაბ კობიაშვილს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ყოფილ სამხედროს გუდაურში 7 ადამიანი თავს დაესხა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. კობიაშვილმა თავის დაღწევის შემდეგ კი  ავტომობილიდან კუთხვნილი ირაღი ამოიღო დაა 28 წლის ბარმენი მოკლა, ხოლო მის მეგობარი ფეხში დაჭრა.  

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2020

კორონავიუსმა ეკონომიკის თვალსაზრისით საფრთხის წინაშე ყველზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები დააყენა, რომლებსაც ანალიტიკოსების აზრით, ალტერნატიული სფეროების შექმნა მოუწევთ, რადგან ქვეყნის არსებობა ეკონომიკის მხოლოდ ერთ სექტორზე ჩამოკიდება არ შეიძლება.

თამარ შუკვანი
07.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება. ქვეყანა ახალ, მისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და პრაქტიკულად ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. თუმცა, არსებობს გარკვეული რისკებიც, რაც ტურიზმის გახსნის შესაძლებლობით აიხსენა. სპეციალისტების ნაწილის თქმით, დიდი რისკის მქონე სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსულ მგზავრთა კონტროლი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.

ელზა პაპოშვილი
07.05.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რიგირ შეზღუდვები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე მოიხსნება - ამის შესახებ საქართველოს პრეემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე  განაცხადა. მან ასევე წარმოადგინა კონკრეტული ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც ის ბიზნესს დაეხმარება. 

ია აბულაშვილი
07.05.2020

"გარდამოხსნას" (ბერძნულად ეპიტაფიოს") განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკლესიის წმინდა ტრაპეზის სიმბოლიკაში, რომელსაც მართლმადილებელ ეკლესიაში წითელ პარასკევს და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაბრძანებენ და ამაღლებამდე დევს საკურთხევლის ტრაპეზზე.

თამთა ჩაჩანიძე
07.05.2020

მსოფლიო ქვეყნები და მათ შორის საქართველოც კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს არბილებს, თუმცაღა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(ჯანმო) ქვეყნებს პოსტპანდემიურ პერიოდში გარდამავალი ეტაპების ფრთხილდ დაგეგმვისკენ მოუწოდებენ, რადგან ვირუსის ახალი აფეთქებების და კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×