ია აბულაშვილი
03.05.2020

„პარლამენტი, დიდი ხანია, მკვდარია, სად მიმდინარეობდა აქამდე მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - პარლამენტში, პარლამენტის ბუფეტში თუ ეზოში? ერთადერთი ლეგიტიმური ადგილი, სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, იყო საელჩოები. ანუ ორივემ აღიარა, რომ პარლამენტი ლეგიტიმური აღარ არის“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის განცხადებას, რომ წყვეტს ბოიკოტს და ითხოვს საპარლამენტო მუშაობის აღდგენას.

ია აბულაშვილი
03.05.2020

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დათუნას ეკლესია, რომელიც დაღესტანში, შამილის რაიონის სოფელ დათუნასთან მდებარეობს, მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში აუგიათ. ერთი ვერსიით, მისი აგება დავით აღმაშენებლის სახელს  უკავშირდება, ხოლო მეორე ვერსიით - ქართველ მისიონერებს. 

თამარ შუკვანი
03.05.2020

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გადაჭრით უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და განიკურნა, თუმცა მისი ავადმყოფობა საპატრიარქოს მოთხოვნით არ ხმაურდება. ცნობები მამა გიორგის ინფიცირების შესახებ „ფეისბუკში" თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაავრცელა.

თამარ შუკვანი
03.05.2020

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ახალ კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობასაგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ამის ფონზე ვირუსის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.მაგალითად, 2 მაისს, ტესტირება 1300-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, აქედან კოვიდ-19 მხოლოდ 16-ს აღმოაჩნდა. წინა დღეებში კი, როდესაც გაცილებით ნაკლები ტესტირება ტარდებოდა, მატება საშუალოდ 25-27 იყო, რაც, მედიკოსების ნაწილის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი საქართველომუკვე გადაიარა.

ტატა შოშიაშვილი
03.05.2020

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ფონდის მეცნიერებმა მსოფლიოში გავრცელებულ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ერთი ვიტამინის დეფიციტს, ორგანიზმში კორონავირუსის არსებობისას ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.

თამთა ჩაჩანიძე
03.05.2020

დაღესტანში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მედია რეალურ სურათს მალავს. მოსახლეობის დიდ ნაწილს პნევმონია აქვს. საავადმყოფოებში ადგილები არ არის. მინიმალურია ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობაც. მედპერსონალის დიდი ნაწილიც ასევე ინფიცირებულია, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია სიკვდილიანობა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ეს კორონავირუსის ეპიდემიას არ დაუკავშიროს და გარდაცვალების მიზეზად უბრალოდ პნევმონიას ასახელებს.

ტატა შოშიაშვილი
03.05.2020

დასავლეთის სპეცსამსახურები ჩინეთს ახალი კორონავირუსის გავრცელების დამალვაში სდებენ ბრალს. ხუთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გაერთიანდნენ ჩინეთის წინააღმდეგ და 15 გვერდიან დოკუმენტში განმარტეს, რომ ჩინეთმა განგებ ჩააყენა საფრთხეში მთელი მსოფლიო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დეილი ტელეგრაფი" იუწყება.

ელზა პაპოშვილი
03.05.2020

ვინ მოკლა სასტიკად საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანი -ადგილობრივებს და მოკლულთა ნათესავებს ეს კითხვა კვლავ აქვთ. მიუხედავად იმისა, გამოძიებამ მორიგი ეჭვმიტანილი დააკავა, სოფელ ყანადურაში „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა და ამის გამო, შესაძლოა, ნამდვილი მკვლელის კვალს ვერც ვერასდროს მიაგნონ. 

რეზონანსი
03.05.2020

ალბათ არცერთი მინერალი არ სარგებლობს საზოგადოებაში ისეთი პოპულარობით, როგორც კალციუმი. ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც მას გამორჩეული როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ კალციუმის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი თვისებები უამრავ კითხვას ბადებს.

ჩვენი გაზეთის მკითხველთ პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

თამარ შუკვანი
03.05.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. მეტიც - ემზადებიან იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის მეორე ტალღას მსოფლიო საზოგადოება მომზადებული შეხვდეს. გერმანული მედია წერს, რომ ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება. ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე რეალურს უწოდებს ვირუსის ახალ აფეთქებას და „რეზონანსთან"აღნიშნავს, რომ ყველა ვირუსულ ინფექციას განმეორება ახასიათებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების ქცევა ისეთივე თავისუფალია, როგორიც მანამდე იყო.

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2020

„რეკორდული ტესტირების ჩატარება ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, პიკს ჯერ არ გადაუვლია. გადავლაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როცა ყველას გასინჯვა მოხდება და პლუს ახალი შემთხვევები აღარ იქნება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას.

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2020

„ვხედავთ, რომ ავტომობილებზე შეზღუდვები რაც იყო, მოიხსნა. ვფიქრობ რომ შემდეგი ეტაპი უნდა იყოს დიდ ქალაქებთან მიმართებაში შეზღუდვის მოხსნა და თანდათან უნდა მივყვეთ."- ამის შესახებ „რეზონანსთან"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილება, ან მოხსნა მხოლოდ ეპიდ-ვითარებაზეა დამოკიდებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×