ელზა პაპოშვილი
02.05.2020

რა ხდება „ტვ პირველში“ და აპირებს თუ არა არხის დამფუძნებელი წინასაარჩევნოდ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას - ეს კითხვა მედია ექსპერტებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. მან ამის შესახებ მედიასთან 1 მაისს ისაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტელეკოპმანიის მენეჯმენტსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობაა და გარკვეულ საკითხებზე მათი მოსაზრება არ დაემთხვა. 

თამთა ჩაჩანიძე
02.05.2020

„მგონია, რომ ხელისუფლებამ არათუ ოქროს შუალედი მოძებნა, ამისგან ჯერ ძალიან შორსაა და უფრო ღრმა ანალიზია საჭირო იმ პროცესებისა, რაც საზოგადოებაში მიდის და არა მთავრობაში ან ოპოზიციაში და ა.შ." -ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტნგ ძაბირაძემ ისაუბრა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად უნდა დაიწყოს არსებული შეზღუდვების გაუქმება, თორემ ერთ თვეში ყველა იმ პოლიტიკურ დივიდენტს დაკარგავს, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლით მოიპოვა.

ტატა შოშიაშვილი
02.05.2020

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის დედაქალაქში მოსახლეობის 2%-ია დაავადებული ახალი კორონავირუსით, ხოლო ეპიდემიის პიკს ჯერ არ ჩაუვლია.

ტატა შოშიაშვილი
02.05.2020

აშშ-ში ახალი კორონავირუსის მკურნალობას ებოლას საწინააღმდეგო ანტივირუსულლი პრეპარატით იწყებენ. კანადელი მეცნიერების მიერ აპრილში ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგინდა, რომ ებოლას სამკურნალოდ გამოყენებულ პრეპარატ „რემდესივირს" კოვიდ-19-ის გამრავლების ბლოკირების უნარი აქვს.

ელზა პაპოშვილი
01.05.2020

როგორ იმოქმედებს  ხელისუფლების რეიტინგზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია და პანდემიის  წინააღმდეგ საბრძოლველად გადადგმული მკაცრი გადაწყვეტილებები. წინასაარჩევნოდ  კორონავირუსი ხომ არ გახდება პოლიტიკური სურათის რადიკალურად ცვლილების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობა ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას გაგებით მოეკიდა, ერთი თვის შემდეგ, საზოგადოების ნაწილის განწყობა რადიკლაურად იცვლება და პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლას ქვეყანაში არსებული მძიმე სოცილური-ეკონომიკური მდგომარეობა წონის. შიმშილის შიშმა, შესაძლოა კორნავირუსის შიშს სძლიოს, და „ოცნების“ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკირიზისული გეგმა უარყოფითად შემოტრილადეს. 

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2020

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა სიმართლეს შეესაბამება - ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპს" ,2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულმა დისიდენტმა განუცხადა, რომელიც ამჟამად სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობს.

თამარ შუკვანი
01.05.2020

უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვიღაც მფარველობს, სხვა შემთხვევაში ვიცე პრემიერის თანამდებობაზე მისი შესაძლოა დანიშვნა შეუძლებელია იქნებოდა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო განცხადება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, უმაღლეს რადის და უკრაინის მოქალაქეების მისამართითაა გაკეთებული, საქართველოს ხელისუფლების იმიჯის დაზიანების მცდელობაა.

ელზა პაპოშვილი
01.05.2020

როგორ გადაწყდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინაში და შეცვლის თუ არა მისი თანამდებობაზე დანიშვნა საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს. მკაცრი მუქარანარევი შეტყობინებები და განცხადებები ოფიციალური თბილისიდან, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ. თუმცა როგორც გაირკვა სააკაშვილი არა ვიცე -პრემიერად, არამედ შეიძლება სრულიად სხვა თანამდებობაზე მოგვევლინოს. 

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2020

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია შესაძლოა ორ წელს გაგრძელდეს,რადგან ინფექციის კონტროლი ვერ მოხერხდება მანამ, სანამ დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი ინფექციისადმი იმუნური არ გახდება, ანუ ე.წ. იმუნური ფენა არ წამოვა - ინფექციის ხანგრძლივობას აშშ-ის მინესოტას უნივერსიტეტში ინფექციური დაავადებათა შესწავლის ცენტრის ექსპერტები პარასკევს გამოქვეყნებულ მოსხენებაში პროგნოზირებენ.

ია აბულაშვილი
01.05.2020

„საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას სრული დელეგირება იმიტომ მიეცა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ აქვთ ჩარევის გარეშე მართონ პროცესი. როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, შეიძლება შეიქმნას კომისია და დადგინდეს როგორ მუშაობდა ხელისუფლება" - ასე ეხმაურება „ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე ყოფილი თანაგუნდელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გადაჭარბებული და არაპროპორციულია.

ია აბულაშვილი
01.05.2020

ეკლესია-მონასტრებთან სამკურნალო დაწესულებებისა და სამედიცინო განათლების კერების არსებობა, რომელიც მე-5 საუკუნიდან დასტურდება, დიდ როლს ასრულებდა ქართული მედიცინის განვითარებაში. ქართველი მოძღვრები კი „არა მხოლოდ სულის, ხორცის მკურნალადაც გვევლინებოდნენ", მათ შორის გამორჩეულები იყვნენ ასურელი მამები. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი და მისი მოწაფე ლუკიანე, რომლებიც დახელოვნებულნი ყოფილან „სენთა მკურნალობაში".

თამარ შუკვანი
01.05.2020

ახალი კორონავირუსის თვისებებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი შექმნა მხოლოდ ხელოვნურადაა შესაძლებელი, თუმცა, ვირუსმა შესაძლოა ასევე განიცადოს ცვლილებაც. ამის შესახებ „რეზონანსს" ექიმ-ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებისას უთხრა, რომელიც ამტკიცებს, რომ კოვიდ-19 ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×