თამარ შუკვანი 05.05.2020

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია,თუ რა შეთავაზება მიიღო უკრაინის პრეზიდენტისგან.
|
რეზონანსი 04.05.2020
საქართველოს ჰესებში ჭარბი გამომუშავებაა, რის გამო შესაძლოა, წყლის დაღვრა გახდეს საჭირო. ენერგეტიკული სექტორი ადრეც იყო, როცა წყალსიუხვის გამო მოთხოვნა-მიწოდების მხრივ პრობლემა შეიქმნა და ჰესებს სხვა გამოსავალი არ დარჩათ. დღეს ქვეყანას ელექტროენერგიის გაყიდვის შანსიც არ აქვს, რადგან ეპიდემიამ მეზობელ ქვეყნებსაც პრობლემა შეუქმნა, ყველგან შემცირდა მოხმარება და ელექტროენერგიის ექსპორტი, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა.
|
ნინა გარდაფხაძე 04.05.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი გადაიდება. რეგიონების გარდა, რომ სამუშაოები შეფერხდება დედაქალაქშიც, თბილისის მერმა ეს უკვე განაცხადა, როგორც წესი, საარჩევნო წელს, ყოველთვის ბევრი პროექტი ხორციელდება, მაგრამ ეს ტრადიცია წელს პირველად დაირღვევა და ამას ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სპეციალისტებიც ადასტურებენ.
|
ია აბულაშვილი 04.05.2020

მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, სუსანა და სხვები-მენელსაცხებელ დედათა ხსენების დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის მეორე კვირას აღნიშნავს და უფლისადმი გამორჩეული ერთგულებისა და საიყვარულისთვის პატივს მიაგებს.
|
ირაკლი ლომიძე 04.05.2020
დიდი ქალაქების ჩაკეტვამ საქართველოში ეკონომიკური კრიზისი უკიდურესად გააღრმავა. არავინ დავობს იმაზე, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვეტილება მთავრობას უნდა მიეღო თუ არა, თუმცა შეზღუდვის გახანგრძლივებამ მთელ ქვეყანას უკვე ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა. ამ ეტაპზე აგრარული პროდუქტის სეზონი დაიწყო, მაგრამ ხალხი ამ პროდუქტს რეალურად ვერ ყიდულობს უპრეცენდენტოდ მაღალი ფასის გამო. ეს ხდება იმიტომ, რომ გლეხები ვერ ასაღებენ მოსავალს, თვითონაც ზარალობენ და ქალაქებიც კრიზისშია, რადგან ფასები გაზრდილია. მოსახლეობს კი ადგილობრივი სურსათის ყიდვა უფრო და უფრო უჭირს.
|
ელზა პაპოშვილი 04.05.2020

საქართველო ქვეყნის გახსნის მეორე ეტაპზე გადავიდა და პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებებზე მოიხსნება. მისი თქმით, შეზღუდვები ძალაში რჩება თბილისსა და რუსთავში, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები რუსთავსა და თბილისშიც მოიხსნება.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.05.2020

მსოფლიოს რიგი სახელმწიფოების მთავრობები მიუხედავად ეპიდემიოლოგების პოზიციისა, კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ნელ-ნელა ხსნიან, ზოგიერთი სახელმწიფო კი კონკეტული ნორმის მოხსნით, გარკვეულ რისკზეც წავიდა.
|
რეზონანსი 04.05.2020
კორონავირუსის გამო საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დროებით დაიკარგა. პოსტეპიდემიურ პერიოდში, ცხადია სამსახურს ბევრი ადამიანი დაუბრუნდება, მაგრამ გაცილებით მეტი იქნება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც წლების განმავლობაში სამსახურის შოვნა გაუჭირდებათ. ასეთი, სპეციალისტების გათვლით, დაახლოებით 400-450 ათასი ადამიანი იქნება. ეს მაშინ, როცა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ოფიციალურად 1,7 მილიონს არ აჭარბებს. გამოდის, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი სამუშაოს გარეშე რჩება.
|
თამარ შუკვანი 04.05.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალის ფონზე, შესაძლოა მასობრივი შიმშილი დაიწყოს. თუკი საკვები პროდუქტების მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი თუ სხვ. ექსპორტზე შეზღუდვებს არ მოხსნიან.
|
ელზა პაპოშვილი 04.05.2020

საქართველომ კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო და პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, 5 მაისიდან ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება, რამდენიმე დღეში კი თბილისი და რუსთავი. მიუხედავად შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნისა ქვეყანაში ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება ვირუსის გავრცელებსი პიკური ეტაპი, კვლავ უცნობია, ასევე ვერ ხდება ზუსტი პროგნოზირება, როდის შიძლება ვირუსისი ახალი ტალღა დაიწყოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.05.2020

სხვადასხვა ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი ნელ-ნელა მატულობს, ქართველი სპეციალისტების გათვლებით, ეს ინფექციის პიკური პერიოდია, რომელიც მაქსიმუმ სამ კვირას გასტანს, იმის გამო, რომ კოვიდ-19 ინფექციასთან დაკავშირებით მდგომარეობას სპეციალისტები ახლა სწავლობენ, ისინი დასკვნებს სხვა ქვეყნების უკვე გადავლილი პიკის მიხედვით აკეთებენ.
|
თამარ შუკვანი 04.05.2020

ახალი კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება და პრაქტიკულად საქართველო კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით, ახალ ეტაპზე გადადის; 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება და შესაძლოა, კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც გადაწყდეს. ამის შესახებ 4 მაისს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა.
|
|