თამარ შუკვანი
07.05.2020

მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, ოკუპირებულ რეგიონის მოსახლეობა სრულმა პანიკამ მოიცვა. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, შესაძლოა სამზე მეტი შემთხვევა იყოს. ამასთან, დიდი ალბათობით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შიდა გადაცემა უკვე დაწყებულია.

გვანცა წულაია
06.05.2020

 უძრავი ქონების ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია. კორონავირუსმა დიდი დარტყმა სამშენებლო სფეროსაც მიაყენა. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმის შემდეგ ბინების გაყიდვებმა 37.6%-ით იკლო. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიები მშენებლობას აგრძელებენ, უძრავი ქონების ბაზარი მაინც კრიზისულ ვითარებაშია, რადგან ყიდვა-გაყიდვაზე მოთხოვნა აღარ არსებობს.

თამარ მუკბანიანი
06.05.2020

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი მთლიანად შეიცვლება და ვალებით გაიბერება. მალე მთავრობა პარლამენტში ცვლილებას წარადგენს და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 16.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც  ამჟამინდელზე 1.8 მილიარდი ლარით მეტია, ხოლო შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვანი კლება იქნება და წელს სახელმწიფო 12.14 მლრდ ლარაზე მეტს ვერ მიიღებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისის დაბალანსება უცხოეთიდან მიღებული ვალით მოხდება, თუმცა როგორ შეძლებს ქვეყანა ამ ვალის გადახდას, ამაზე ფიქრისათვის ჯერ დრო არავის აქვს.

გვანცა წულაია
06.05.2020

 საქართველოში მომსახურების გაძვირება გარდაუვალია. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. როდესაც ყველაფერი გაიხსნება, ფასები აიწევს. სილამაზის სალონებმა და სტომატოლოგიურმა კლინიკებმა თავიანთი მომსახურების გაძვირება უკვე დააანონსეს და, დიდი ალბათობით, მათ სხვებიც მიჰყვებიან.

ელზა პაპოშვილი
06.05.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიას თავისი დამოკიდებულება და ახსნა აქვს. ეს დამოკიდებულება, რომ ხელისუფლებისი და მედიკოსების წარმომადგენლებისგან  განსხვავდება, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ცხადყოფს. 

ელზა პაპოშვილი
06.05.2020

ბრძოლა სოციალურ ქსელსა  და ვირტუალურ სამყაროში  საქართველოში კვლავ გრძელდება. ფეისბუქზე დაწყებული პოლიტიკური კამპანია და დაპირისპირება ქსელის  ადმინისტრაციამ  რამდენიმე  გვერდის და ანგარიშის წაშლით დაასრულა.  თუმცა, ურთიერთბრალდებები გრძელდება და „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთზე ხელის გაშვერით დანაშაულის გადაბრალებას ცდილობენ.  

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2020

„თუ ინდუსტრიულ სამყაროს არსებული ეკონომიკა აღსადგენი და დასაქოქი აქვს, ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა საერთოდ არასოდეს არც გვქონია, ეკონომიკა მხოლოდ აღსადგენი კი არა თავიდან არის ასაშენებელი, ახალი ხედვებით და ახალი პრინციპებით. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომ არათუ გეგმა, არამედ ამის ხედვა ჰქონდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებს, რა დროსაც მისი თქმით, უმუშევრობა კატასტროფულ მასშტაბებს შეიძენს.

თამარ შუკვანი
06.05.2020

დღეს აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი საქართველოში იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე ამ ინფორმაციას ხელისუფლება ოფიციალურად დაადასტურებდა. დეკემბერსა და იანვარში მიმართვიანობა კლინიკებში ფილტვების ანთებით გაზრდილი იყო.

ია აბულაშვილი
06.05.2020

"მე რომ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, ჯერ კომენდანტის საათს გავაუქმებდი 5 წუთში, მერე საგანგებო მდგომარეობას - გაგრძელებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას.

"მე რომ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი, ჯერ კომენდანტის საათს გავაუქმებდი 5 წუთში, მერე საგანგებო მდგომარეობას - გაგრძელებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას.

ია აბულაშვილი
06.05.2020

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს, რომელიც ქართველთა მფარველად ითვლება, ამიტომ მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

თამთა ჩაჩანიძე
06.05.2020

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების აზრით, საქართველო პანდემიურ პიკს თითქმის მიუახლოვდა, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გასტანს - ისინი იმედოვნებენ, რომ ამასობაში ჰაერის ტემპარატურაც მოიმატებს და ვირუსის გავრცელებას ხელს მეტ-ნაკლებად შეუშლის.

თამარ შუკვანი
06.05.2020

სოციალური დისტანციის სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სახის სამუშაო სახლიდან გაუსვლელად ხორციელდება, საოფისე სამუშაო მთლიანად გაქრობის პირასაა, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×