თამარ შუკვანი 12.05.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა ეხებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც კონკრეტული გვარების გათავისუფლების შესახებ იყო საუბარი, რასაც უმრავლესობაში არადამაჯერებელს უწოდებენ.
|
რეზონანსი 11.05.2020
11 მაისიდან შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა და სამუშაო ადგილების დიდი ნაწილის ამუშავებამ, უფრო მეტად გააჩინა მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ხელისუფლებას ზუსტი გეგმა აქვს, როდის გაიხსნება საქართველოს ცა და თვითმფრინავებით მგზავრების გადაყვანა როდიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად ცნობილი, როდის ამოქმედდება მეტრო და ავტობუსები. თუმცა, კახა კალაძის მოადგილის კომენტარიდან, ცნობილი გახდა, რომ ეს თემა მერიაში უკვე აქტიურად განიხილება.
|
ირაკლი ლომიძე 11.05.2020
სავალუტო რყევები, რომელიც სავალუტო ბაზრს დიდ პრობლემას უქმნის, უკვე ფინანსური სტაბილურობისთვისაც შეიძლება დიდ დაბრკოლებად გადაიქცეს. ამ პროცესის ინფლაციაზე მავნე გავლენა ისედაც აშკარაა, ფასების ზრდას ვერაფერი აჩერებს. არ არის გამორიცხული, საფრთხე საფინანსო ბაზრებზეც გაჩნდეს, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ სავალუტო ფონდმაც გააკეთა აქცენტი და თავის ანგარიშში მიუთითა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევა, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს.
|
ნინა გარდაფხაძე 11.05.2020
ბოლო 2 წლის განმავლობაში, მცირედით, თუმცა მაინც იკლებდა ქვეყნაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი. ასეთი იყო ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც წელს უარყოფითი კუთხით შეცვლება. ისინი ფიქრობენ, რომ ტურიზმში დასაქმებულთა ნაწილი საშუალოდან ღარიბ ფენაში გადაინაცვლებს და გაღარიბებაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ სეგმენტს არ შეეხება.
|
ირაკლი ლომიძე 11.05.2020
კორონავირუსმა არსებული ეკონომიკური მოდელები მთლიანად გადააწყო. ის, არც აქამდე მსოფლიო ეკონომიკის მამებს პრიორიტეტებად მიაჩნდათ და ამაში ლამის მთელი პლანეტის დარწმუნება შეძლეს, თანდათან მიმზიდველობას კარგავს. გლობალურ ეკონომიკასთან ერთად შეიცვალა სარეიტინგო კომპანიების მიერ შემოთავაზებული რეიტინგები. მათი შეფასებები მიმდინარე პროცესებს ჩამორჩა და ნდონაც დაკარგა. ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მთელი დოვლათი ერთბაშად უფასურდება, ნავთობის ფასი განულებისკენაა, ფასიანი ქაღალდების ღირებულება დღით დღე ეცემა.
|
ელზა პაპოშვილი 11.05.2020

უკვე მეორე დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დიდი ტრაგედია ტრიალებს - სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობა და თვითმკვლელობა სოფელ ნიგვზიანში დღის პირველ ნახევარში მოხდა. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებაინ, მამაკაცი სავარაუდოდ, მეზობლის მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხოლო როდესაც გაიგო, რომ მეზობელი მოკლა, სახლში შებრუნდა და იმავე სანადირო თოფით თავი მოიკლა.
|
ელზა პაპოშვილი 11.05.2020

გახდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი?! - ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება“ დაპირებულ შეთანხმებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. მმართველი გუნდის განცხადებით კი შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.05.2020

„ოკუპირებულ ცხინვალში არსებული შეზღუდვების შერბილება ჯერ არა მგონია რომ განიხილებოდეს, იყო შეზღუდვები და როდესაც ინფექციის არცერთი დაფიქსირებული შემთხვევა არ იყო, მოდუნდნენ და რომ შეარბილეს - ზუსტად ამან გამოიწვია აფეთქება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციას.
|
თამარ შუკვანი 11.05.2020

საქართველოში ცალკეული ტურისტული ადგილები კორონავირუსისგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადდება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ტურისტული სექტორის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, - ქვეყანა პირველი ივლისიდან ტურისტებს მიიღებს უცხოეთიდან, საქართველო ვირუსის გავრცელების კუთხით ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად იქცევა.
|
ია აბულაშვილი 11.05.2020

ჯვრის მონასტერი, რომელიც ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა წმინდა მიწაზე, პირველი ცნობები მონასტრის ტერიტორიის შესყიდვის შესახებ უკავშირდება მეფე მირიანს. შემდეგ, მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს. ჯვრის მონასტრის მშენებლობა კი, რომელიც მე-11 საუკუნიდან იწყება, უკავშირდება ცნობილ ქართველ მოღვაწეს გიორგი პროხორეს, რომელიც ტაძრის მშენებლობას იწყებს ბაგრატ კურაპალატისა და მისი დედის, მარიამის ხელშეწყობით.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.05.2020

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლიეტუვამ ლატვიამ და ესტონეთმა ერთგვარი უსაფრთხო ტურისტული ზონა შექმნეს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთთან ტურისტული მოგზაურობა თავისუფლად შეეძლებათ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მოგზაურებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
|
თამარ შუკვანი 11.05.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ხვალ და როგორ გაგრძელდება ცხოვრება მსოფლიო საზოგადოებისთვის, რაზეც სპეციალისტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩვენ კოვიდ-19-თან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრება. შესაბამისად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველა ობიექტი და თითოეული დაწესებულება ჰიგიენური წესების დაცვით უნდა ამუშავდეს.
|
|