თამარ შუკვანი
10.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველოში კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც, მედიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეპიდემიის პიკის გადავლის მანიშნებელია. თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დამარცხებულად გამოცხადდება. უკვე მე-9 დღეა, ყოველდღიურ სტატისტიკაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობას უსწრებს. კლების ტენდენცია 2 მაისს დაიწყო და მე-9 დღეა გრძელდება.

თამარ შუკვანი
10.05.2020

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილი აქვს საგანგებო კომისიის შექმნა, რომელიც ექიმებთან კონსულტაციით თავად შეისწავლის არის თუ არა მისაღები მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ განაცხადა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ამით ეკლესია ქვეყნის ხელისუფლებას მეტად რთულ მდგომარეობაში აყენებს.

ია აბულაშვილი
10.05.2020

ქართული საეკლესიო სამოსი, რომელიც ოდითგანვე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებას განიცდიდა როგორც ფორმით, ასევე ფერადოვნებით, თუმცა, სიმბოლური თვალსაზრისით, უცვლელი დარჩა.

ელზა პაპოშვილი
10.05.2020

როგორ იმოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე ქვეყანაში არსებული სიტუაცია - ერთის მხრივ წარმატებული ბრძოლა კორონავირუსის ეპიდემიასთან და მეორეს მხრივ, მთავრობის მკაცრი გადაწყვეტილებები, რომელმაც ბევრ ადამიანს სამსახური დააკარგვინა და ბიზნესის ნაწილიც სრიოზული პრობლემეების წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გიორგი გახარიამ წარმოადგინა როგორც სოციალური დახმარების პაკეტი, ასევე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, მაინც ისმის კითხვები - წინასაარჩევნოდ კორონავირუსი ხომ არ გახდება პოლიტიკური სურათის რადიკალური ცვლილების მიზეზი და როგორი იქნება ქართული პოლიტიკური ველი პოსტკორონა პერიოდის შემდეგ. 

ია აბულაშვილი
10.05.2020

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას საქართველოში კორუფცია დაამარცხა, უკრიანაში კი მისი დანიშვნიდან შედეგს რამდენიმე თვეში ელის. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საბჭოს თავის გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს.

თამარ შუკვანი
10.05.2020

საქართველო გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორს გახსნის. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ქვეყანა მიიღებს ტურისტებს უცხოეთიდან, რაც ექიმი-ინფექციონისტრის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებულია, რადგან ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა.

თამთა ჩაჩანიძე
10.05.2020

არც ისე დიდი ხნის წინ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირების მცირე მასშტაბების გამო აკრიტიკებდა და შედარებისათვის უკრაინის მოგალითი მოჰყავდა, რომლის ხელისუფლებამაც, მათი ცნობით, ოპერატიულად შეძლო სწრაფი ტესტების საჭირო რაოდენობის შეძენა და უკრაინაში ტრანსპორტირება. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ მოსახლეობის ტესტირების მასშტაბებით დღეს საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს უკრაინას. ოპოზიციაში კი დღეს აცხადებენ, რომ საქართველო ამ მხრივ არა უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებს უნდა შეედაროს.

ტატა შოშიაშვილი
10.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, თვითიზოლაციის გახანგრძლივების გამო, რუსეთში შესაძლოა უახლოეს მომავალში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს - ასეთ პროგნოზს აკეთებს ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ლევადა ცენტრის" ხელმძღვანელი ლევ გუდკოვი.

რეზონანსი
10.05.2020

მინერალებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადამიანის ჯანმრთელობისას. ამ მინერალებს შორის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა მაგნიუმი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ენერგიის მინერალი. სწორედ მასზეა დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესი.  ამიტომაც ბუნებრივია, მაგნიუმთან მიმართებაში ჩნდება კითხვები.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

ტატა შოშიაშვილი
09.05.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აფხაზეთში კი - ერთბაშად 6. თუმცა, თბილისში აცხადებენ, რომ ვითარების გაუარესება ცხინვალში უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე აფხაზეთში, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
09.05.2020

თამბაქოს მოხმარებასა და კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით საფრანგეთში ჩატარებული კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს იმის მეცნიერულ დადასტურებად, რომ მწეველები კოვიდ-19 ინფექციით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე არამწეველები. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარიან ვან კერკხოვმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
09.05.2020

ახალ საარჩევნო მოდელზე (120/30) გადასვლის ჩავარდნის საფრთხე დღეის მდგომარეობით არ არსებობს, თუმცა ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის ეჭვს, რომ საპარლამეტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შეთანხმება ჩავარდება და მმართველი პარტია ამას კორონავირუსის ეპიდემიას დააბრალებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×