გვანცა წულაია
13.05.2020

 ექსპორტსა და იმპორტს სულ უფრო მეტი პრობლემები ექმნება. ამას ადასტურებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, იანვარ-აპრილში ექსპორტი – 11.9%-ით, ხოლო იპორტი 11.8%-ით შემცირდა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ორივე მხრივ დრამატული სურათი შექმნა, განსაკუთრებით - ექსპორტის კუთხით. 

ელზა პაპოშვილი
13.05.2020

ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო და ერთობლივი შეთანხმების შედეგად გადაწყვიტა, რომ თუ მმართველი გუნდი პატიმრებს არ გაათვისუფლებს, ისინი  საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ და მთელი პასუხისმგებლობა საარჩევნო სისტემის ვერშეცვლაზე ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. 

ია აბულაშვილი
13.05.2020

„ხელისუფლება მეტ დათმობაზე არ წავა, გამორიცხულია პატიმრების გათავისუფლება, რადგან ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა, მაშინ შენ სახელმწიოფ არ გაქვს და ვერც სხვა ქვეყნა ჩაერევა. ამიტომ სჯობს ოპოზიცია მოემზადოს არჩევნებისთვის. ამ პანდემიის ფონზე ისედაც ბევრ ამომრჩეველს კარგავს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ჩიხში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2020

„ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული ინტერესების ერთ-ერთ მიმართულებას ამერიკული ბიზნესინტერესების დაცვა წარმოდგენს (მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში) და არ გამოვრიცხავ, რომ ჯიმ რიშის განცხადების უკან ამერიკული ბიზნესინტერესებიც იყოს. გერმანელი ევროპარლამენტარის განცხადება კი შესაძლოა, პარტიული სოლიდარობისთვის იყოს გაკეთებული", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების მხრიდან „ქართული ოცნების" მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

თამარ შუკვანი
13.05.2020

ჯანდაცვის სამინისტრო „ბიოზეკის" ტესტების შეძენის პროცესი შეჩერების შესახებ ერთგვარ განმარტებას აკეთებს. უწყებამ ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი ტესტი, რომელიც სინამდვილეში ჩინური წარმოების აღმოჩნდა, აღარ შეიძინა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ხელშეკრულების გაუქმება გამოიწვია იმან, რომ ტესტების მიწოდება გაწერილ ვადაში ვერ მოხდა. მის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი სამინისტროს არ ჰქონია.

ია აბულაშვილი
13.05.2020

„მიტრა, არხიერისა ქუდად წოდებული, რომელიც შემსგავსებული არის ძველისა სჯულისა, სამღვდელოსა კიდარსა, თავსაბურველსა არონისასა, არის ნიშანი დიდებისსაუფლოსა და ხელმწიფესა მის მიერ მიცემული მსახურთა თავისთათვის განსანათლებლად, დიდებისათვის მისისა. ხატებით მოოჭვილი და წყლებით მოვლებულნი, რომელნიც მიეცემათ მღვდელმთავართ, არქიმანდრიტთ და წინამძღუარებათა" - ასე აღწერს იოანე ბატონიშვილი სამღვდელო გვირგვინს მიტრას, რომელსაც ქართულ მართლმადიდებულურ ეკლესიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ელზა პაპოშვილი
13.05.2020

სექსუალური ძალადობა 6 წლის ბავშვზე, რომელშიც ბრალდებული მისივე ნათესავია. უმძიმესი დანაშაული ლაგოდეხში 9 თვის წინ მოხდა. ბავშვი ამტკიცებს, რომ მასზე პაპის ძმამ 58 წლის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. ამის შემსწრე ასევე არის მისი თანატოლი და მეზობელი ბავშვი, რომელიც მსხევრპლის  მონაყოლს ადასტურებს.

თამარ შუკვანი
13.05.2020

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული შეზღუდვები იმაზე ადრე მოიხსნას, ვიდრე მთავრობის გეგმის მიხედვით არის გაწერილი. ამის შესახებ „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. მისივე თქმით, საქართველოში გამოსწორებული ეპიდვითარება ამის რეალური საფუძველს გვაძლევს.

თამთა ჩაჩანიძე
13.05.2020

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პირადი ინსტაგრამ ანგარიში დაბლოკილია, აღსანიშნავია, რომ ეს სოციალური პლატფორმა ფეისბუქის საკუთრებაა,ფეისბუქმა კი ბოლო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა, კადიროვის პირადი ანგარიშიც ამ წმენდაში მოჰყვა და სანქციების გამო დაუბლოკეს.

თამარ შუკვანი
13.05.2020

„შეთანხმების მეორე ნაწილი პრობლემური გახდა, რადგან მხარეები სხვადასხვანაირად აღიქვამენ და ითხოვენ იმ შეთანხმების შინაარსს და პათოსს, რომელიც 8 მარტს დაიდო. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საარჩევნო სისტემა და მის დაახლოება პროპორციულთან. მთავარი თემის მიბმა ამ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან, ხელოვნური და შეუსაბამოა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ გაუგებრობას 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

გვანცა წულაია
12.05.2020

 საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია და ჯერჯეობით უცნობია, როდის მოხდება მისი აღდგენა. ქალაქები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. სფეროს სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ რეგიონებში მოძრავი ტრანსპორტი უნდა აღდგეს, თუმცა - რეკომენდაციების სრული დაცვით.

თამარ მუკბანიანი
12.05.2020

 ბანკების მიერ დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება, თუმცა ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა მხოლოდ ახლა დაიწყო და ხალხს შემოსავალი ჯერ არ მიუღია, ამიტომ მათი გადახდისუნარიანობა ისევ ეჭვქვეშ დგას. საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებაზე რომ საუბარი მიმდინარეობს, ეს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა უცნობია, რა ფორმით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×