თამთა ჩაჩანიძე 01.05.2020

„მთავრობა აშკარად დაბნეულია, ექიმების პროფესიონალიზმმა კი უშველა მაგრამ მათი პროფესიონალიზმი სადაა, დაანებონ იმ მითითებებს თითქოს ხალხს ოპოზიცია მართავს ხალხს მართავს გაჭირვება, შიმშილი, ცარიელი მაცივრები და უმუშევრობა და თუ მერე ოპოზიცია ამაზე ლაპარაკობს, ეს სხვა საკითხია," - აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
|
თამარ შუკვანი 01.05.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 27 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა - 6. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორი გამოჯანმრთელდა, რომელთაგანაც ერთი მოზარდია. ამასთან, 27 ახალი შემთხვევიდან 13 პაციენტი ბოლნისის ე.წ. კლასტერიდანაა.
|
ნინა გარდაფხაძე 30.04.2020
კორონავირუსმა უძრავი ქონებს ბაზარზე სერიოზული პრობლემები შეუქმნა იმ ადამიანებს, ვინც ბინების გაქირავებით არიან დაკავებულები. ის კატეგორია, ვინც დედაქალაქში ბინას ქირაობდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოსავლის გარეშე დარჩა და იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ რაიონებში ან გამქირავებელთან მოლაპარაკების ხარჯზე ბინის ღირებულების ნახევარი გადაეხადათ.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2020

თემქაზე, 143-ე საჯარო სკოლასთან კომპანია „ჩემო კარგოს“ კურიერი, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა, წუხელ გარდაიცვალა. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია მძღოლი, რომელმაც 33 წლის დიტო ხიჯაკაძე თავადპირველად შემთხვევის ადგილზე მიატოვა. თუმცა, პოლიციას მოგვიანებით თავადვე დაუკავშირდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.04.2020

„ისეთი დიდი ქვეყნები, რომლებსაც უზარმაზარი რესურსები გააჩნიათ, მათ წინასწარ უნდა ჰქონოდათ გარკვეულწილად თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციებში პანდემიის სცენარის მსგავსი გეგმა".
|
თამარ მუკბანიანი 30.04.2020
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ტურიზმი მთლიანდ გაჩერებულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ საქართველოში დგას. სფეროს წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია რამე კონკრეტული თარიღი, როდიდან შეძლებენ სტუმრების მიღებას.
|
ია აბულაშვილი 30.04.2020

"როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ჩემს კოლეგებთან ერთად მინდა დიდი მარათონი გავმართო იმ ბავშევების დასახმარებლად, რომელებსაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არის ჩემი სურვილი.
|
ელზა პაპოშვილი 30.04.2020

ალგორითმი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსზე ტესტირებები ჩატარდება, ფართოვდება. ქვეყნის გახსნასთან ერთად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიზნობრივი ჯგუფები გაზარდოს და ტესტირება უფრო მეტ ადამიანს ჩაუტაროს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებს სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც ემატებიან. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასევე იგეგმება პაციენტების ტესტირება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით.
|
თამარ შუკვანი 30.04.2020

კორონავირუსმა არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგი შეცვალა, მომავალიც განსაზღვრა, - ვირუსმა, პრაქტიკულად, საკუთარი „ადგილი" დაიკავა ადამიანების გვერდით. იმისათვის, რომ ტურისტული სფერო აღდგეს, რომელსაც კოვიდ-19-ის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა, ევროკავშირი დღეს უკვე ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობს, სადაც ასევე კორონავირუსი ფიგურირებს, - სახელწოდებით კოვიდ-პასპორტი, რომელსაც უსაფრთხოების სერთიფიკატის მნიშვნელობა მიენიჭება.
|
ია აბულაშვილი 30.04.2020

საეკლესიო მედიცინა, რომელიც ქართული საერო მედიცინის განუყოფელ ნაწილად ითვლება, სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს და როგორც მემატიანენი წერენ, "სენთა კურნება" ეკლესიის მსახურთა მოვალეობაში შედიოდა. "კარაბადინებიც" უმეტესად სასულიერო პირების ღვაწლის შედეგად შეიქმნა. გელათისა და იყალთოს აკადემიებში, შვიდ დისციპლინასთან ერთად მედიცინა ისწავლებოდა.
|
თამარ შუკვანი 30.04.2020

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბევრის სამედიცინო კვლევა ტარდება, - ცდიან ამა თუ იმ პრეპარატს, იყენებენ სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტებს. კვლევა ექსპერიმენტულ პრეპარატ „რემდესივირზე" ჩატარდა, რომელიც კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებში ეფექტური აღმოჩნდა, რაზეც უკვე აშშ-ს ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი საუბრობს. თუმცა, ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება გამოითქვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.04.2020

ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების გათვლით საქართველოში ახლა ეპიდემიის პიკური პერიოდია, რომელიც ერთიდან სამ კვირამდე გასტანს. სპეციალისტები ამ დროის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობის დრამატულად ზრდას არ პროგნოზირებენ და იმედოვნებენ, რომ ეპიდემიის გავრცელების სტატისტიკის მონაცემებზე ე.წ. პლატო შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ კი ინფექციის გავრცელების დონე ნელ-ნელა დაბლა დაიწევს.
|
|