თამარ შუკვანი 28.04.2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულები, თავშესაფრები და პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 28.04.2020

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, დღეიდან, 28 აპრილიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:
|
თამთა ჩაჩანიძე 28.04.2020

„რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს პანდემია მოუღებს ბოლოს თუ შიმშილი, ამან შეიძლება სერიოზული მღელვარება და იმ დადებითი შედეგების იგნორირება გამოიწვიოს, რაც პანდემიასთან ბრძოლაში გვქონდა აქამდე," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტს.
|
თამარ შუკვანი 28.04.2020

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და სულ ჯამში, 511 კოვიდინფიცირებულია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბფირინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის.
|
ნინა გარდაფხაძე 27.04.2020
კორონავირუსის გამო გაჩერებულმა ეკონომიკამ და გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ, სხვა პრობლემებთან ერთად, ინფლაციის მატება გამოიწვია. წესით და რიგით, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირების ფონზე ეს არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ყველა ხედავს, ფასები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე ნახტომისებურად გაიზარდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკის დამსახურებაცაა.
|
ირაკლი ლომიძე 27.04.2020
უმუშევრად დარჩენილ ათასობით თვითდასაქმებულს კომპენსაციის მიღება გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, ისინი საერთოდ დარჩნენ სოციალური შეღავათის მიღმა, რადგან არსად არიან აღრიცხული და შემოსავლების დადასტურების შესაძლებლობაც არ აქვთ. ვინ და როგორ მიიღებს 300-ლარიან დახმარებას ჯერრ ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, შეუძლებელი იქნება კორუფციის რისკის აცილება, რაზეც ეკონომისტები ღიად საუბრობენ. როგორც ხშირად ხდება, ამ შემთხვევაშიც გაჩნდებიან ადამიანთა მცირე ჯგუფები, რომლებიც დოკუმენტაციის გაყალბებას მოახერხებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.04.2020

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში გატარებულმა შეზღუდვებმა, მათ შორის ტრნსპორტის მხრივ გამკაცრებულმა ზომებმა, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას შეუწყო ხელი, რაც ეკოლოგების თვალსაზრისით დროებითი მოვლენაა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც პრობლემა პრობლემად დარჩება, თუ ამ მხრივ ზომები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არ გატარდა.
|
ნინა გარდაფხაძე 27.04.2020
კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისა და ეკონომიკის სტიმულირებისათვის საქართველო 1.4 მლრდ აშშ დოლარს ისესხებს და ამით ვალის მოცულობას გაზრდის. შიგა რესურსი რომ საკმარისი არ იქნებოდა ამას ყველა ხედავდა, ამგრამ რა ეფექტი ექნება ვალს ეკონომიკაზე და კონკრეტულად ეროვნულ ვალუტაზე და საით მიმართავს ხელისუფლება? სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რაში დახარჯავს მთავრობა მიღებულ ფულს და სწორედ ამის მიხედვით შეიძლება საუბარი გავლენაზეც.
|
ელზა პაპოშვილი 27.04.2020
არ არის გამორიცხული, რომ თუ კი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, არსებული შეზღუდვები არა თუ მოიხსნას, არამედ პირიქით, უკან დაბრუნება და გამკაცრება მოგვიწიოს. ზუსტად ამ საფრთხეებზე საუბრობენ „რეზონანსთან“ სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ, რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი არ გვაქვს და არ ვიცით სტატისტიკა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით დავდებული რამდენი ადამიანი გვყავს.
|
თამარ შუკვანი 27.04.2020

„საქართველოში ქალაქების ჩაკეტვით მოხდა ურბანისტული კლასტერების ლოკალიზება. ამ გადანაწილებამ მოახდინა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. ზოგიერთ ქვეყანას მართვის სადავეები გაექცა.
|
ირაკლი ლომიძე 27.04.2020

ეპიდემიის გამო განადგურებულ ბიზნესს გონზე მოსასვლელად და ეპიდემიამდელ პოზიციებთან დასაბრუნებლად დაახლოებით 2 წელიწადი დასჭირდება. ისიც იმ დარგებს, სადაც კრიზისისს გავლენა არ არის ისეთივე მომაკვდინებელი, როგორშიც მაგალითად, ტურიზმი აღმოჩნდა. შიდა ტურიზმის გარდა, დარგი სიცოცხლის ნიშანწყალს წლობით ვერ დაიბრუნებს. დანაკარგის სიდიდიდან გამომდინარე, მდგომარეობის გამოსასწორებლად ზოგიერთ შემთხვევაში 2-წლიანი პერიოდი წარმოუდგენლად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ კრიზისის დასაძლევად გაცილებით მეტი დროა საჭირო, სავარაუდოდ, 4-5 წელი.
|
ელზა პაპოშვილი 27.04.2020

მიუხედავად პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებისა, რომ 27 აპრილიდან ყველა აგრარული ბაზარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით უნდა გახსნილიყო, ნაწილი მათგანი მაინც ვერ გაიხსნა. ზოგი გაიხსნა, თუმცა, ისევ დაიხურა, რადგანაც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ბაზრის შემოწმების შემდეგ ნორმების დარღვევები გამოვლინდა და მისი ისევ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
|
|