თამარ შუკვანი 23.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიო სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფაზაში შედის, - მიიჩნევენ ექსპერტები. კოვიდ-19-ის შემდეგ კი, ისედაც შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი, კარდინალურად შეიცვლება, რაც განპირობებული იქნება რამდენიმე ფაქტორით - მათ შორის იმიგრაციის შეჩერებითა და ნავთობზე ფასის დაცემით. თუმცა, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანამ ეს სათავისოდაც გამოიყენოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.04.2020

„საქართველოში აშკარად სხვანაირად მიდის ინფექცია, ეს ფაქტია და ამას ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ გავექცევით - არ ვიცი ეს რას დავაბრალო, ექიმების თავგანწირვას, ჩვენს ორგანიზმს, იმუნიტეტს, ჰავას, თუ რას, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მხრივ საქართველო ნაკლები ტოქსიკურობით და ტრაგიკული შემთხვევების ნაკლებობით გამოირჩევა" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
|
გვანცა წულაია 22.04.2020
მთავრობა მოქალაქეების დასახმარებლად ახალ გზებს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვინც, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემოღებული რეგულაციების გამო, სამსახური დაკარგა, ასევე, საბანკო სფეროში შემოღებული შეღავათები გაგრძელდეს. ამასთან დაკავშირებით, ზუსტი პასუხი საზოგადოებას ხვალ იქნება.
|
ნინა გარდაფხაძე 22.04.2020
ერთი თვით გახანგრძლივებულ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს მოსახლეობისა და ბიზნესის ნაწილი პროტესტით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვირის ბოლოდან ეკონომიკური გეგმის წარდგენას აპირებს, რის მიხედვითაც, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, ეკონომიკა რეალურად მაინც ვერ ამუშავდება. მოსალოდნელია ვარდნა, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვერ დავაღწევთ.
|
გვანცა წულაია 22.04.2020
მთავრობის მიერ ჩამოწერილი კომუნალური გადასახადები მოქალაქეებს არ განულებიათ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კბ/მ-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, მათ გადასადახი არ ჩამოეწერათ.
|
თამარ შუკვანი 22.04.2020

მარნეულში 22 აპრილს რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა და ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. ამასთან, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც - აქციაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდა, რასაც „ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამკულიევსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
|
ელზა პაპოშვილი 22.04.2020

მოხდა თუ არა რეალურად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და რატომ უარყოფენ ყინწვისის მონასტრის ბერები აღნიშნულ ფაქტს, მალავს თუ არა ეკლესია ორ სასულიერო პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას? ფაქტი ერთია, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.04.2020

გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი, ბონის საერთაშორისო კვლევითი უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ვირუსოლოგიისა და შიდსის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირების გზები გამოიკვლიეს და ყველაზე მაღალი რისკის მქონე სიტუაციას მიაგნეს. ამის შესახებ ამავე ინსტიტუტის დირექტორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჰენდრიკ სტრიკმა ერთ-ერთ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 22.04.2020

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას შესაძლოა, ქვეყანაში მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო ტალღა მოჰყვეს. თუკი აქამდე ხელისუფლების ყველა შეზღუდვას საზოგადოება გაგებით ეკიდებოდა, ახლა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდეს, მოსახლეობა განმარტებებს ითხოვს. სოციალურ ქსელებში უკვე იქმნება საპროტესტო პეტიციები, სადაც მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილების გაპროტესტებას იწყებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.04.2020

„ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა საჭირო, რადგან შეიძლება, რომ მოვსინჯოთ და მერე შევიტანოთ შესწორებები, ქვეყანას ამის რესურსი არ აღმოაჩნდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას.
|
თამარ შუკვანი 22.04.2020

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.04.2020

არაბთა გაერთიანებული საამიროების მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის შესახებ თუ ჭარბწონიან ადამიანებში კორონავირუსული ინფექცია მძიმე ფორმით რატომ ვითარდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|