თამარ შუკვანი
22.04.2020

„როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, კარგი იქნება გავაანალიზოთ, რა შედეგები მოიტანა ამ შეზღუდვებმა. ყველა ვთანხმდებით, შედეგი გვაქვს ის, რომ პანდემია საქართველოში გაცილებით ნელა გავრცელდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოხდა. ჩვენმა მედიკოსებმა უფრო კარგად მიხედეს თითოეულ ადამიანს. შესაბამისად, გვაქვს გაცილებით ნაკლები ფატალური შემთხვევა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში," - ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
21.04.2020

22 მაისამდე ისევ სახლში ვრჩებით-შეცვლის თუ არა საგანგებო მდგომარეობის დაგეგმილზე მეტად გახანგრძლივება ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის ლოიალურ დამოკიდებულებას უარყოფითად? რატომ იცვლება პერიოდულად ოფიციალურ განცხადებებში ეპიდემიის სავარაუდო პიკის ვადები და ხანგრძლივობა? - ანალიტიკოსები და ჯანდაცვის ექსპერტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ საქართველო სხვა ქვეყნების გამოცდილებას აღარ უნდა დაეყრდნოს და კონკრეტული ციფრები და სტატისტიკა უნდა დადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში ჩაკეტილები კიდევ დიდხანს ვიქნებით. 

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2020

აფხაზეთის დემოგრაფიისა და რეპატრიაციის ე.წ. სამინისტრო აფხაზურ ოჯახებს მესამე და მომდევნო შვილის შეძენისათვის 100 ათას რუბლს (დაახლოებით 4 000 ლარი) გადაუხდის - ამის შესხებ ე.წ. მინისტრმა ბესლან დბარმა განაცხდა. ეს გადაწყვეტილება არ ეხება აფხაზეთში მცხოვრებ სხვა ეთნიკური წარმომავლობის ოჯახებს და ასეთმა მიდგომამ აფხაზეთის სომხურ დიასპორაში სერიოზული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია.

ნინა გარდაფხაძე
21.04.2020

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 22 მაისამდე გახანგრძლივდა მაშინ, როცა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შეზღუდვები მსუბუქდება და ხალხი ნორმალური ცხოვრების რიტმს თანდათან უბრუნდება. საქართველო, რატომღაც, კვლავ ეპიდემიური პიკის მოლოდინშია, რომელიც თებერვლის შემდეგ ანონსდება, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ დამდგარა და არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა. ამასობაში, ეკონომიკას აუნაზღაურებელი ზარალი ადგება. თუ შეზღუდვების მოხსნა არ დაიწყო, მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

გვანცა წულაია
21.04.2020

 ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, ყველა სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია. უკვე საბანკო სფეროც შეფერხებით მუშაობს, რის გამოც შეიძლება, საკმაოდ მძიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. სპეციალისტთა ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ კომერციულ ბანკებში გარკვეული სახის პრობლემები დაიწყება.

თამარ მუკბანიანი
21.04.2020

 ისტორიაში პირველად, ნავთობის ფასი მსოფლიოს თითქმის ყველა ბირჟაზე უარყოფით ნიშნულზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ "ოპეკი პლუსმა" მოპოვების შემცირებაზე გადაწყვეტილება სულ რაღაც 10 დღის წინ მიიღო, ამან ფასების ჩამოშლა ვერ შეაჩერა. რამ გამოიწვია ამ მასშტაბის გაუფასურება მსოფლიო ბაზარზე და როგორ აისახება ეს საქართველოზე, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ. მოლოდინი დიდი არ არის, რადგან ბოლო ორ თვეში, 70%-იანი ფასთა კლების მიუხედავად, საწვავის ფასი საქართველოში მხოლოდ 10%-ით შემცირდა. 

თამარ შუკვანი
21.04.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი კვირის წინ თქვა, რომ მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა, ხელისუფლება კომპენსაციის სახით, 150 ლარზე მეტს დაურიგებს, თუმცა, ეს დაპირება ამ დროისთვის არ შესრულება.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2020

„რა უნდა ქნას ხალხმა სოფლებში და მუნიციპალიტეტებში, წარმოდგენა არ მაქვს, როდესაც აკრძალულია ტრანსპორტით გადაადგილება და ადამიანს თუ რაიმე სჭირდება -ან აფთიაქში ან საკვებ პროდუქტებზე წასვლა - მას საშუალოდ 7-8 კილომეტრის გავლა მაინც მოუწევს. გადაწყვეტილება, რომელიც ამას არ იაზრებს მგონია, რომ კატასტროფული შეცდომაა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის 27 აპრილამდე გახანგრძლივებას გულისხმობს.

თამარ შუკვანი
21.04.2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოემხაურა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება ქართულ მხარეს ექნება. აბაშიძის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა მის კოლეგა რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრის დროს.

ელზა პაპოშვილი
21.04.2020

მკვლელობა, დაჭრა, სროლა, ძარცვა და ქურდობა - რამდენიმე საგანგაშო კრიმინალური ფაქტები, რომელიც ქვეყანაში კომენდატის საათის და კარანტინის დროს მოხდა. ბოლო დღეებში კრიმინალური შემთხვევის 9-მდე ფაქტი დაფიქსირდა, სადაც გამოიკვეათა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა, სროლა, დაჭრა, ძარცვა და მკვლელობები.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2020

 

„თუკი ამ აქციაში ისეთი რაციონალური მარცვალი იქნება, რომელსაც რაც გვაქვს იმ გამოწვევებზე დადებითი შედეგის მოცემა შეუძლია, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება", - ასეთია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გენადი მარგველაშვილის შეფასება საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით დაგეგმილ ვირტუალურ აქციასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
21.04.2020

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა, რომელსაც ვადა დღეს, 21 აპრილს ეწურება, სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება. „რეზონანსის" ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვა 28 აპრილამდე გაგრძელდეს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×