ელზა პაპოშვილი 24.04.2020

როგორ მიმდინარეობს Covid-19-ის პანდემია საქართველოში და რატომ არ მართლდება ის პროგნოზი, რომლის შედეგადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა გაზდილიყო? ვართ თუ არა ჯერ კიდევ შორს პიკური პერიოდიდან და შეიძლება თუ არა ქვეყანაში იყოს დიდი რაოდენობით შემთხვევები, რომლებიც არ გამოვლენილა? როგორ იმუშავა მთავრობის მიღებულმა ზომებმა ეპიდემიის პრევენციისთვის და ზოსტად ამის გამო ხომ არ არის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდა? ზრდის თუ არა ეკლესიებში სააღდგომოდ ჩატარებული წირვა ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს და ამის შედეგს როდისთვის მოვიმკით?
|
თამთა ჩაჩანიძე 24.04.2020

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანც პირველად კორონავირუსის აფეთქება მოხდა, კოვიდ-19-ით მძიმედ დაინფიცირებული ყველა პაციენტი განიკურნა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა" ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
|
თამარ შუკვანი 24.04.2020

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ სამსახური დაკარგა და შემოსავალი აღარ აქვს, სახელმწიფოს მხრიდან 1 200 ლარის ოდენობით მიიღებს დახმარებას 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
|
თამარ შუკვანი 24.04.2020

„უკვე მესამე თვეა ჩვენი ქვეყანა უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას. ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, რომელმაც ასე მოულოდნელად, ერთ დღეში შეცვლავა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის გლობაური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობა ვეყრდნობით პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების გეგმა უნდა წარადგინონ.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.04.2020

„პოროშენკომ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება პიარის გამო მიიღო და დღესაც მგონია, რომ ესაც პიარია ზელენსკის მხრიდან,"-ამის შესახებ „რეზონანსთან" ნალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.
|
თამარ შუკვანი 24.04.2020

„ამ ეტაპზე, ჩვენთან 42 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია. ინფექციურ საავადმყოფოში სულ 5 კრიტიკული პაციენტი გვყავდა, ისინი სტაბილურად არიან. მძიმე პნევმონია ჰქონდა 17 პაციენტს. ჩვენთან მოხდა პირველად არაინვაზიური ვენტილაცია, სიპაპრეჟიმის გამოყენება პირველად და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ბოლოს გვყავდა 2 კრიტიკული პაციენტი და მათი მდგომარეობაც უკვე სტაბილურია," - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამბრიფინგზე განაცხადა.
|
თამარ მუკბანიანი 23.04.2020
კომპანიები, რომელთა დიდი ნაწილი დროებით დაიხურა ან შემოსავალი შეუმცირდა, პანდემიის გადავლის შემდეგ გაკოტრდება და ამ პროცედურების დაწყება მოუწევს. ასეთია სამართლის სფეროს სპეციალისტებისა და ფინანსისტების ერთი ნაწილის მოსაზრება. მათი აზრით, ეს გარკვეულწილად, ბიზნესის გადარჩენის გზაც კი შეიძლება იყოს.
|
თამარ შუკვანი 23.04.2020

იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიის თვალსაზრისით, გაცილებით რთული ვითარებაა, საგანგებო მდგომარეობა უფრო მცირე ვადით გაგრძელდა, ვიდრე საქართველოში, - ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა, რასაც მედიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ ქვეყანა ისევ პიკურ ფაზაშია. თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური კუთხით, დროს წელავს, რადგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია შესატანი, რაც ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ ჯდება.
|
ნინა გარდაფხაძე 23.04.2020
კორონავირუსის და კარანტინის პარალელურად, ხალხის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას საოცრად გაძვირებული აგროპროდუქტი, კიდევ მეტად ამძიმებს. ბაზრების დახურვის, რეგიონების ჩაკეტვისა და მანქანებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, სუპერმარკეტებში და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში, ფასებმა მკვეთრად იმატა.
|
ელზა პაპოშვილი 23.04.2020

მას შემდეგ რაც მარნეულის 5 სოფლის მცხოვრებლები 22 აპრილს ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ხელისუფლებამ კონკრეტულ სადისტრიბუციო კომპანიას უფლება მისცა, რომ რაიონში შესულიყო და ადგილობრივებისგან ბოსტნეული ჩაებარებინა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.04.2020

კოვიდ-19 პანდემია შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების ოცეულშიც არ შევიდეს, ეს მოსაზრება გერმანული "დოიჩე ბანკის" სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს - მათ დღევანდელი პანდემია ჩვენი ეპოქის 23 სხვა ეპიდემიას შეადარეს და შედეგად მსოფლიო გარდაცვლილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი გამოითვალეს.
|
ელზა პაპოშვილი 23.04.2020

საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებამ და ჯერჯერობით არ მოხსნილმა შეზღუდვებმა, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში პროტესტი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მარნეულის ხუთი სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვა, თუ როგორ უნდა მოახერხონ მოყვანილი ბოსტნეულის რეალიზაცია, როდესაც დახურულია ბაზრები და ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|