თამარ შუკვანი 21.04.2020

ეკლესიებში აღდგომის წირვის ჩატარება როგორ აისახება ეპიდემიურ სტუაციაზე, ამას აღდგომიდან დაახლოებით 10 დღეში - 27-28 აპრილს ვნახავთ, მიიჩნევს ეპიდემიოლოგების ერთი ნაწილი. თუმცა, არანაკლები ხალხმრავლობა და დარღვევები იყო ბზობის დღესასწაულზეც. დღეს ზუსტად მე-10 დღეა ბზობიდან. ინფექციონისტთა შეფასებით, ნეგატიური პროგნოზი, რომ ბზობაზე დაფიქსირებული დარღვევბის გამო 7-10 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებრი ზრდა გვექნებოდა, არ გამართლდა და სტატისტიკა იმაზე დაბალია, ვიდრე ელოდნენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.04.2020

კოვიდ-19 ინფექცია შესაძლოა სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს, რაც კორონავირუსის კონკრეტულ შტამზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ინფექციას იწვევს - შესაბამისი დასკვნა ჩინელმა მეცნიერებმა დადეს. მათი თქმით, არსებობს კორონავირუსის არგესიული და ნაკლებად აგრესიული შტამები და მათ შორის განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
|
თამარ მუკბანიანი 20.04.2020
მდგმურები და შენობაში უკანონოდ მყოფები - ასეთია, დღეს, მსოფლიო პანდემიის წინა ხაზზე, გმირულად მებრძოლი ინფექციური საავადმყოფოს ექიმების სამართლებრივი სტატუსი. საავადმყოფოს შენობა, "ავერსმა" ხელში 2009 წელს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩაიგდო. მაშინ პირობა იყო, რომ სულ მალე ინფექციურს ახალი შენობა ექნებოდა, რომელიც რასაკვირველია, დღემდე არ შესრულდა. არსებობს თუ არა7 სამართლებრივი გზა, რომ 11 წლის წინანდელი აუქციონი ბათილად იქნას ცნობილი და "ავერსს" ინფექციური საავადმყოფოს ტერიოტორია ჩამოერთვას?
|
ირაკლი ლომიძე 20.04.2020
კორონავირუსის გამო ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა და მალე ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწევს. იმის გამო, რომ მათი უმეტესობა არალეგალია, უკან დაბრუნების შესაძლებლობა თითქმის აღარ აქვთ. ასეც რომ არ იყოს, ახალი სამუშაო ადგილების პოვნა ემიგრაციაში უკვე სერიოზულად გაჭირდება. ახლა გადამწყვეტი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რა გზას აირჩევს ამ ადამიანების დასახმარებლად და რას შესთავაზებენ წლების წინ გაჭირვების გამო გადახვეწილ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოში ფიზიკური გადარჩენისთვის დაბრუნდნენ.
|
ირაკლი ლომიძე 20.04.2020
სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების აკრძალვამ მომსახურების ყველა სფეროში პრობლემა შექმნა. აფთიაქებისა და სასურსათო ობიექტების გარდა, ყველაფერი დაიკეტა. მუშაობას აჩერებენ ისინიც, რომლებსაც აკრძალვა არ შეეხოთ, მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ დროებით დაიხურონ, რადგან მომხმარებლებს ტრანსპორტით მოძრაობის უფლება არ აქვთ. დანიშნულების ადგილამდე, ზოგ შემთხვევაში, ვერც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ფერმერები აღწევენ და თავიანთ საქმიანობას აჩერებენ.
|
ელზა პაპოშვილი 20.04.2020

საზარელი მკვლელობა ვაჟაზე - აღდგომის ღამეს მოქეიფე პოლიციელის ნასროლ ტყვიას 50 წლის თამარ ანთელავა შეეწირა. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პოლიციელმა სოსო გაბრიაძემ, ქეიფის დროს, აივნიდან უმისამართოდ გაისროლა, რასაც 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
ელზა პაპოშვილი 20.04.2020

საქართველოში მიცვალებულთა ხსენების დღეს, ფაქტობრივად არცერთ რეგიონში სასაფლაოებზე მოსახლეობის გასვლის ფაქტი და დაწესებული აკრძალვის დარღვევა არ მომხდარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 აპრილისთვის ყველა რეგიონის და ქალაქის სასაფლაოებზე პოლიციის და სახმედროების გამკაცრებული კონროლი ხორციელდებოდა.
|
ირაკლი ლომიძე 20.04.2020
კორონავირუსის გამო ადგილობრივ წარმოებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ეკონომიკური უსაფრთხოება დიდ განსაცდელში აღმოჩნდა. მთავრობის მოჩვენებითი სიმშვიდე, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, ბიზნესს შეღავათს ვერანაირად მისცემს, რადგან რეალური ნაბიჯი წარმოების გადასარჩენად არ გადადგმულა. მუდმივად ვისმენთ განცხადებებს, მაგრამ სიტუაცია მეწარმეებისთვის არათუ არ გაუმჯობესებულა, კატასტროფულად გაუარესდა, რასაც შეიძლება ადგილობრივი საწარმოების დახურვა მოჰყვეს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
|
თამარ შუკვანი 20.04.2020

მაისიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებული აკრძალვების თანდათან მოხსნა იგეგმება. პირველ რიგში, მსუბუქი ავტომანქანებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის გაუქმებაა მოსალოდნელი. შემდეგ კი, სხვადასხვა შეზღუდვები თანმიმდევრულად მოიხსნება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.04.2020

მსოფლიო ქვეყნების ხელისუფლებები უკვე მსჯელობენ იმაზე თუ როგორ შეამსუბუქონ კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ერთის მხრივ ადამიანებისთვის ვირუსისგან თავდაცვის საშუალებაა, თუმცა მეორეს მხრივ გლობალურ ეკონომიკას ძლიერ აზიანებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.04.2020

„ეს პოლიტიკური მართვის იარაღია, ჩვენ რეალურად კორონავირუსის ტალღა დეკემბერში გადავლახეთ, ქართველებს იმუნიტეტიც გვაქვს" - ასე აფსებს „რეზონანსთან" უფოლოგი ერეკლე შონია კორონავირუსის პანდემიასთნ დაკავშირებულ მოვლენებს. მისივე თქმით, კორონავირუსთნ დაკავშირებული სიტუაცია, ხალხს ეკონომიკის ნგრევამდე და შიმშილამდე მიიყვანს.
|
თამარ შუკვანი 20.04.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სპეციალისტები ოთხკვირიან მძიმე ციკლზე საუბრობენ. მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ აპრილის ბოლო ორი კვირა და მაისის პირველი ორი კვირა უფრო საყურადღებო და რთული იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|