თამთა ჩაჩანიძე 17.04.2020

გერმანია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას უკვე აკონტროლებს, ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ 12 აპრილიდან მოყოლებული ახალი კორონვირუსის დადასტურებული შემთხვევა გამოჯანმრთელებულ რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.
|
ელზა პაპოშვილი 17.04.2020

კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებული არ არის საპატრიაქროს და ეკლესიას გადაწყვეტილებები უთანხმოს. მისი თქმით, ეს ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. წითელ ხაზებს არც ეკლესიამ და არც სახელმწიფომ არ უნდა გადააბიჯოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე საპატრიარქოს არ უნდა შეატოვონ და ეს პრობლემა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ. ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ეკლესიას საარჩევნოდ სჭირდება და მასთან ღია კონფლიქტი არ სურს.
|
თამარ შუკვანი 17.04.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების უფრო მეტად გამკაცრება ანალიტიკოს გია ხუხაშვილისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა მიაჩნია, რომ საზოგადოების გაფრთხილება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად მთავრობას მოსახლეობისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი არ უნდა მიეცა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში მაღაზიებთან დიდი რიგი შეიქმნა, რამაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.
|
თამთა ჩაჩანიძე 17.04.2020

საფრანგეთში პროვანსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რეალურად რამდენ გრადუს ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი, კვლევის შედეგები კი ბრიტანულ პორტალზე bioRxiv გამოქვეყნდა.
|
თამარ შუკვანი 17.04.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოლნისში კოვიდ-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავს, ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ტაძრის სასულიერო პირია. მისივე თქმით, ამ პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს.
|
თამარ მუკბანიანი 16.04.2020
ნავთობის მოპოვების შემცირების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი მოფლიო ბაზარზე კვლავ ეცემა და ისევ დგას დღის წესრიგში წარმოების შემცირება, რათა ბაზარი არ ჩამოიშალოს. პარალელურად მცირდება ფასი საქართველოს ავტოგასამართი სადგურების ქსელში, თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის მსოფლიო ბაზრის საფასო პოლიტიკის პროპორციული.
|
თამთა ჩაჩანიძე 16.04.2020

ევროკავშირმა კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების მოხსნისთვის სამი კრიტერიუმი ოფიციალურად განსაზღვრა - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ამ კრიტერიუმების მიხედვით იხელმძღვანელონ.
|
თამარ შუკვანი 16.04.2020

ახალი კორნავირუსის გავრცელების კუთხით, მედიკოსთა ნაწილის თქმით, საქართველო უკვე პიკურ ფაზაში შედის და რაც მეტი ინფიცირებული ემატება, მით უფრო აქტუალური ხდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ხელისუფლების მხრიდან ზომების შესაძლო გამკაცრება, რაც საყოველთაო კარანტინის ამოქმედებას გულისხმობს. ექიმები და ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და მოერიდონ გარეთ გასვლას.
|
ელზა პაპოშვილი 16.04.2020

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიკეტება და ლიტურგია მცირე ცვლილებებით მაინც ჩატარდება, სასულიერო პირებს შორის მიღებულ გადაწყვეტილებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ბათუმის და ფოთის მიტროპოლიტებმა მეუფე დიმიტრმა და მეუფე გრიგოლმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლოცავა მრევლთან ერთად დილის 7 საათზე აღევლინოს. ღამის ლიტურგიას კი მხოლოდ სასულიერო პირები ჩაატარებენ.
|
ელზა პაპოშვილი 16.04.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული - ნათქვამია საქმიანობის 2019 წლის ანგარიში, რომელიც სუს-მა პარლამენტს წარუდგინა. დოკუმენტში განხილულია საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული საპასუხო ზომები.
|
ია აბულაშვილი 16.04.2020

ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს, პასკით და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხით ულოცავენ. წითელი კვერცხი, რომელიც ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდული კაცობრიობის სიცოცხლის არსებობას ნიშნავს, გახდა სიმბოლო, იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.
|
თამარ შუკვანი 16.04.2020
კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ არსებული ზომები კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა. დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქი, რამდენიმე რეგიონი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. საქართველო კოვიდ-19-ით დაინფიცირების პიკის ფაზაში შედის, რაც მედიკოსთა ნაწილის თქმით, დაახლოებით 2-3 კვირა გასტანს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|