ია აბულაშვილი 14.04.2020

„ყველაზე უმტკივნეული გამოსავალი იქნება შეწყალება, რომელიც უნდა განახორციელოს პრეზიდენტმა და ეს შეიძლება მოხდეს 26 მაისისთვის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შეფასებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილისათვის პატიმრობის მისჯით ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა იყოს დაცული.
|
ია აბულაშვილი 14.04.2020

ბრწყინვალე შვიდეულის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღვსილი და ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს. ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტეს მიერ მოწაფეების ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ ქრისტეს გაცემას ვიხსენებთ. ამ დღეს მართლამდიდბელი ეკლესიის მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ, როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს. საეკლესიო სწავლებით, ქრსტემ ამ ქმედებით კაცობრიობისადმი უდიდეს სიყვარულში უდიდესი სიმდაბლე გამოაჩინა.
|
ელზა პაპოშვილი 14.04.2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში 65 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, საკუთარმა ძმისშვილმა მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან’ ყვებიან, ბიძა-ძმისშვილს მკვლელობამდე სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდათ, რის შემდეგაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა ნაჯახით ჭრილობები კისრის და შემდეგ ყელის არეში მიაყენა.
|
თამარ შუკვანი 14.04.2020

საქართველოში მასშტაბით კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა დედაქალაქზე მოდის. თბილისის შემდეგ, რთული სიტუაციაა ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. საქართველოს სამ რეგიონში კი დღეის მდგომარეობით კოვიდ-19 ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არაა გამოვლენილი - გურიაში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.04.2020

იტალიური გაზეთი „ლა რეპუბლიკა" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ იტალიაში მცხოვრები რუსები თავის იტალიელ ნაცნობებს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის, რუსეთისთვის მადლობის საჯაროდ გადახდის სანაცვლოდ 200 ევროს სთავაზობენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 13.04.2020

კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილი ადამიანების აზრის გამოხატვის და ურთიერთობების ერთადერთი საშუალება სოციალური ქსელია, სადაც ხშირად საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც წერენ, თუ რა უარყოფითად იმოქმედა მათზე იზოლაციამ, რაც ფსიქოლოგების თქმით, მიუღებელია, რადგან „ვიღაცა მათზე უფრო მოწყვლადი და ტრამვირებულია" და შესაძლოა ემოცია მათაც „გადასდონ".
|
სანდრო მდივანი 13.04.2020
ბანკების 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომელითაც საზოგადოება ამ მძიმე ვითარების დროს სარგებლობს, ივნისში იწურება. გადახდის დრო თანდათან ახლოვდება. ხალხის ერთი ნაწილი ფიქრობსს, რომ საგანგებო ვითარება შესაძლოა, იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე წინასწარ იყო განსაზღვრული, შესაბამისად, ისინი სესხს ვერ გადაიხდიან. ამიტომ მოსახლეობა ბანკებისგან ახალ შემხვედრ ნაბიჯს ელის. ეკონომისტები კი ფიქრობენ, რომ საშეღავათო პერიოდი ისედაც მძიმედ დააწვება ეკონომიკურად განადგურებულ მოსახლეობას და საჭიროა ბანკებმა ნამდვილად შეაჩერონ კრედიტის მომსახურება და რეალური დახმარება გაუწიონ თავიანთ კლიენტებს.
|
ირაკლი ლომიძე 13.04.2020
მართალია, დიდი ქალაქების სუპერმარკეტებში დეფიციტი არ არის და სურსათის საკმარისი მარაგია, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა ფერმერებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. რეგიონებში პროდუქტის რეალიზაციის პრობლემაა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი შრომით მოწეული მოსავლის მიწოდების შესაძლებლობა ხალხს ადგილობრივ ბაზარზეც არ აქვს, ხოლო მსხვილი ფერმერები, რომლებსაც ექსპორტზე გაჰქონდათ საქონელი, გაჩერებულები არიან.
|
ნინა გარდაფხაძე 13.04.2020
საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. რა იქნება მისი გაუზმების შემდეგ და როგორი იქნება პროდუქციაზე ფასი, მოსახლეობას ახლე ყველაზე მეტად სწორედ ეს აღელვებს. ბიზნეს სექტორის ნაწილი, ლარის გაუფასურებისა და შეჩერებული საქმიანობის გამო, გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდა.
|
ელზა პაპოშვილი 13.04.2020

გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. როგორც ჩანს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ კი ვირუსიის გავრცელების ამ ტემპს შევინარჩუნებთ და სწრაფი დინამიკა არ გვექნება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო მხოლოდ ორი კვირით გახდება. ამასთანავე, კონკრეტული გეგმის გარეშე მისი გაგრძელება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს.
|
ირაკლი ლომიძე 13.04.2020
კორონავირუსის გამო ქვეყანა მილიარდობით ლარს კარგავს. მართალია, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ფინანსურ დანაკარგთან დაკავშირებით პროგნოზი არ კეთდება, სამაგიეროდ, სპეციალისტები ზარალს ითვლიან და აცხადებენ, რომ ეპიდემია ქვეყნის ეკონომიკას, მეორე კვარტალში დაახლოებით 3-დან 5 მილიარდ ლარამდე დააზარალებს. ცხადია, დიდია დანაკარგი, რომელსაც კრიზისულ პერიოდში მოსახლეობა განიცდის. თითო ოჯახმა, საშუალოდ თვეში, შეიძლება 600-700 ლარით იზარალოს, რაც სამომავლოდ სერიოზრლ პრობლემას შექმნის.
|
თამარ შუკვანი 13.04.2020

ახალი კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, გაქრობას ჯერჯერობით არ აპირებს. სპეციალისტების შეფასებით კი, ცხოვრება ჩვეულ რიტმს კიდევ დიდი ხანი ვერ დაუბრუნდება, რადგან ამ ეტაპისთვის მსოფლიო უძლურია პანდემიის წინაშე - თანამედროვე მედიცინა პრაქტიკულად ვერ უმკლავდება კოვიდ-19-ს. მის წინააღმდეგ არ არსებობს ეფექტური იარაღი და მთელი სტრატეგია აგებულია იმაზე, რომ ვაქცინის გამოგონებამდე, რასაც დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება, ეს პერიოდი როგორმე გადავაგოროთ.
|
|