ია აბულაშვილი 13.04.2020

"ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, თუ სწორია, არ ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, რადგან ეპიდემია არ არის იმ მასშტაბის. უმჯობესია, გაკეთდეს მოსახლეობის ინტენსიური შემოწმება, თუ ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს"- აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით.
|
ელზა პაპოშვილი 13.04.2020

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები დღითიდღე მკაცრდება და უკვე რამდენიმე ე.წ. წითელი ზონა გაჩნდა. დღეის მონაცემებით რამდენიმე რეგიონი გვაქვს, სადაც მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები ხორციელდება. მარნეულის და ბოლნისიის შემდეგ, გაიზარდა რეგიონების რაოდენობა, სადაც კორონავიურისთი დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და ეპიდაფეთქების კერები გაჩნდა.
|
ია აბულაშვილი 13.04.2020

ჩრდილოეთ იტალიაში, ერთ-ერთ ეკლესიაზე დღესაც შემორჩენილია რელიეფი, რომელიც მე-9 საუკუნით თარიღდება და მასზე გამოსახულია წმინდა ვიქტორი და წმინდა კორონა. წმინდა კორონა მეორე საუკუნის ერთ-ერთი წინდანია; იგი მარკუს ავრელიუსიის მმართველობის დროს, 170 წელს, რომაელებმა ქრისტიანობისთვის სირიაში აწამეს.
|
თამარ შუკვანი 13.04.2020

გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა თუკი ორი კვირით გახანგრძლივდა, ეს საზოგადოებაში უკმაყოფილებას და გარკვეული პროტესტის საფუძველს შექმნის, რამაც შეიძლება, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ აფეთქებამდე მიგვიყვანოს.
|
რეზონანსი 13.04.2020
2020 წლის 1-ელ კვარტალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 12.2 ათასი ტონა, რაც 6.0 ათასი ტონით, ანუ 96.8 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, იმპორტის 94.3% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
|
ელზა პაპოშვილი 12.04.2020

აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლესებში და რა გეგმა ქსვ განათლების სმინისტრის მიმდინარე სასწავლო წელთად დაკავშირებით? სპეციალისტები აცხადებენ, რომ ონლაინ-რეჟიმში სწავლების მეთოდმა საქართველოში არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა, რომელთა გამოყენებაც მომავალში ეფექტურად იქნება შესაძლებელი. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისიწნებით, ისინი წლევანდელი სასწავლო წლის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავენ.
|
ელზა პაპოშვილი 12.04.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 21 აპრილს იწურება და უკვე გავრცელდა ცნობები, რომ უკვე მომავალ კვირას მთავრობა ამ მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს განიხილავს. სპეციალისტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საგანგებო მდგომარეობის 2 კვირაზე მეტი ხმით გაგრძელება არ იქნება საჭირო და აცხადებენ, რომ ეს ორ მთავარ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - როგორი იქნება ცორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვირის ბოლოს და როგორ ჩაივლის აღდგომის დღესასწაული.
|
თამარ შუკვანი 12.04.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი მესამე დღეა ჩაკეტილია. ლენტეხის რაიონში მოქმედებენ იმ პროტოკოლით, რაც ბოლინსსა და მერნეულშია შემოღებული, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში იკრძალება შესვლა-გამოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 53 წლის მამაკაცს კოვიდ-19 დაუდასტურა. დაინიფიცრებულს რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროისთვის ყველა კონტაქტი გამოვლენილია.
|
თამარ შუკვანი 12.04.2020

სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი გააცნეს, საიდანაც ჩანს, რომ ზოგიერთი სადღესასწაულო რიტუალი კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, შაბათს 22:00 საათზე წაკითხული იქნება შუაღამის ჟამი, პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე მიბრძანდება. ამას გარდა, ცნობილია, რომ აღდგომის წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტშიღამის 11 საათის შემდეგ ჩამოიტანენ.
| |
რეზონანსი 12.04.2020

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათი უნდა გაუქმდეს. უმრავლესობის წევრის რევაზ არველაძის თქმით, ეს მოწოდება ხელისუფლების მიმართ ნეტაგიური განწყობის ჩამოყალიბებას ემსახურება, რადგან ოპოზიციონერი ლიდერები თვლიან, რომ ქვეყანაში რაც უფრო ცუდად იქნება საქმე კოვიდ-19-ის გავრცელების მიმართულებით, მათთვის უკეთესია.
|
ტატა შოშიაშვილი 12.04.2020

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებ განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება, საკუთარ ასაკოვან დედას თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევა არ აპატია. მან თავად დაურეკა პოლიციას, როდესაც გაიგო, რომ დედამისი, მისი მკაცრი გაფრთხილებისა და თხოვნის მიუხედავად, სახლიდან განსაკუთრებული საჭიროების გარეშე მაინც გავიდა. შედეგად, დედა დააკავეს, დააჯარიმეს და სახლში თვითიზოლაციაში დააბრუნეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|