თამარ შუკვანი
10.04.2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებშია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
10.04.2020

შესაძლოა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად მისი ზომები და კონტროლის მექნიზმი კიდევ უფრო გამკაცრდეს. რა მიმართულებით მოხდება ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პოლიციას  მეტი მოქმედების საშუალება მიეცემა. არ არის გამორიცხული, რომ თუკი ახლა სტუმრად ერთმანეთთან მისვლას არავინ აკონტროლებს, ზომების კიდევ უფრო გამკაცრების შემთხვევაში, პოლიციამ სტუმრიანობა მკაცრად გააკონტროლოს და დამრღვევები დასაჯოს. 

თამთა ჩაჩანიძე
10.04.2020

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პრაღაში, საბჭოთა წითელი არმიის მეთაურის მარშალ კონევის ძეგლის აღება განიხილა, როგორც რუსეთის სამხედრო დიდებათა სიმბოლოების განადგურება, რომელიც ჩადენილია საჯაროდ - ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვს განთავსებული. სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით 354.1-ე მუხლის მე -3 ნაწილითაა აღძრული.

თამთა ჩაჩანიძე
10.04.2020

რუსეთში კორონავირუსი ელვისებურად ვრცელდება, ბოლო მონაცემებით 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის ინფექცია 57 რეგიონში 1800 მდე ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროის განმავლობაში ინფექციისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ამ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

თამარ შუკვანი
10.04.2020

„მერე შეიძლება ასეთი დემნა გვასალიამ გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცები მოსწონს... ასე რომ, ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოში წარმოებული პირბადეების შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
10.04.2020

„როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაწესდა ვადა. ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მსჯელობა კიდევ უფრო აქტიური იქნება. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ აქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება, მსჯელობაც უფრო აქტიური გახდება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ შუკვანი
10.04.2020

„დღეს მიმდინარეობს მარნეულისა და ბოლნისის მეორეჯერ შემოწმება, რადგან ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პირი იყოს გამოვლენილი," - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
10.04.2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 230-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია - 54 - ამის შესახებ კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

სანდრო მდივანი
09.04.2020

 დედაქალაქის და რეგიონების აგრარული ბაზრები დროებით დაკეტილია. მიზეზი , რასაკვირველია, კორონავირუსია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ბაზრებისთვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებათ. სურსათზე ფასების ზრდა უკვე დაწყებულია და მომავალში გარდაუვალი იქნება.

თამარ მუკბანიანი
09.04.2020

 ნულოვანი ეკონომიკური ზრდა ან რეცესია ასეთია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი, საქართველოსთან მიმართებით. კოვიდ-19-ის გამო, ეკონომიკის დიდი ვარდნა 2021 წელსაც მწვავედ აისახება, ასე აფასებენ შემქნილ ვითარებას სპეციალისტები ქვეყნის შიგნით.

ელზა პაპოშვილი
09.04.2020

საქართველოში ნელ-ნელა იზრდება იმ რეგიონების რიცხვი, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ვითარება მძიმდება. ამჯერად, ეპიდემიოლოგების ყურადღება ვანის და ლეტეხის რაიონებისკენ არის მიმართული. 

სანდრო მდივანი
09.04.2020

 საგანმანათლებლო კუთხით ქვეყანაში რთული ვითარებაა - სასწავლო პროცესი გადადებულია, პედაგოგები და სტუდენტები თუ მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასულნი და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაც აბიტურიენტებისთვის უჩვეულო რეჟიმში მიმდინარეობს. განათლების სფეროს სპეციალისტები მთავრობას და სამინისტროს ახალ-ახალი რეკომენდაციებით მიმართავენ. ექსპრეტთან ნაწილი მიიჩნევს, რომ სწავლა უნდა დაუფინანსდეს ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×