თამთა ჩაჩანიძე
07.04.2020

კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე, სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობების, დამცავი საშუალებებისა და მედიკამენტების მიღების მცდელობები პრაქტიკულად უკვე დაემსგავსა „მეკობრეობას", რომელიც ზოგჯერ უკვე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც კი ხორციელდება. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს ერთმანეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომი აქვთ გაჩაღებული დამცავი პირბადეებისა თუ ხელოვნური სუნთქვის აპარატებისათვის.

თამარ შუკვანი
07.04.2020

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების და მითუმეტეს ექიმების დაყოფა, მისთვის მიუღებელია. ასე გამოეხმაურა იგი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის პოზიციას, რომლისთვისაც მიუღებელია აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი ექიმისაგან სამედიცინო დახმარების მიღება.

ია აბულაშვილი
07.04.2020

„საყოველთაო კარანტინის მოხსნისა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებას ხელოვნურად ვერავინ მიიღებს, ეს გადაწყვტილება რეალობიდან გამომდინარე იქნება მიღებული. ჯერ მივიდეთ 21 აპრილამდე", - აცხადებს საპრალმენტო უმრალესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადებზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
07.04.2020

სამშაბათს ცნობილი გახდა, თუ როგორ ჩატარდება წელს იერუსალიმის აღდგომის ტაძრში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორისა და მსოფლიო რელიგიების განყოფილების ხელმძღვანელის, აკივა ტორის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებამ ღონისძიების ჩატარების ახალი რეგლამენტი და დეტალური გეგმა შეიმუშავა.

თამარ შუკვანი
07.04.2020

აფხაზეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის მსგავსი ნიშნებით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს, რომ მათ კოვიდ-19 ვირუსი ჰქონდათ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ოკუპირებილ რეგიონში შესაბამისი ტესტირების ჩატარება ვერ ხერხდება. ამის შესახებ რეზონანსთან საუბარში კონფლიქტოლოგმა და პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის" წევრმა გიორგი კანაშვილმა განაცხადა.

ია აბულაშვილი
07.04.2020

ხარება, ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია და ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ სამყაროს ეუწყა მაცხოვრის შობით კაცობრიობის გადარჩენის შესახებ. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში წერია, რომ ეს არის დღე დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნეთაგან დამალული საიდუმლოებისა“.

ელზა პაპოშვილი
07.04.2020

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კომენდატის საათია გამოცახდებული და გარეთ გამოსვლა საქართველოს მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ეკრძალებათ. ქვეყანაში ძარცვისა და ქურდობის რამდენიმე ფაქტი მაინც დაფიქსირდა. ზოგადად, კრიმინალის სტატისტიკა კარანტინის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა საინტერესოა, ასეთ პირობებში როგორ ახერხებენ დამნაშავეები ქურდობას. 

თამარ შუკვანი
07.04.2020

სახელმწიფო 60 წელს ზემოთ მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას გეგმავს, რაც ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, ხელს შეუწყობს იმუნიტეტის გამომუშავებას და ორგანიზმი ვირუსულ ინფექციას მომზადებული დახვდება. მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში პაციენტს „გადარჩენის მეტ შანსი" ეძლევა.

ია აბულაშვილი
07.04.2020

„არ ვიცი, მოიხსნება თუ არა საყოველთაო კარანტინი 21 აპრილს, რადგან ექიმები, რომელებიც ჩართული არიან კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, ამბობენ, რომ ჯერ პიკი არ დამდგარა. მათი ვარაუდით ეს სიტუაცია დაახლოებით 15 მაისამდე მაინც გასტანს. თუ გაგრძელდა, ჩათვალეთ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი აღარ იქნება. ეს ხალხი ამ პერსპექტივას ხედავს და არსებობისთვის ბრძოლას თუ დაიწყებენ, მათი მოთოკვა ძნელი იქნება", - ასე ეხმაურება „ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ საკარანტინო ვადის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის შეიძლება ბზარი გაჩნდეს.

თამთა ჩაჩანიძე
07.04.2020

პირდაპირი კავშირი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციის (ე.წ. „ბცჟ" აცრები) პროგრამასა და კონკრეტულ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს შორის ოფიციალურად დადასტურდა. აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ კორონვირუსული ინფექცია საშუალოდ ათჯერ უფრო ნაკლებადაა გავრცელებული იმ ქვეყნებში, სადაც ტუბერკულიოზის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრმა მოქმედებს.

ირაკლი ლომიძე
06.04.2020

 მთავრობა საგაზაფხულო სამუშაოებისთის მოსახლეობაში ვაუჩერების დარიგების საკითხს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის ვაუჩერი დაურიგდება გლეხებს სოფლებში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს საგაზაფხულო სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ადასტურებს, რომ  მთავრობა საგაზაფხულო სამუშაოების დასუბსიდირების თემას განიხილავს.

ელზა პაპოშვილი
06.04.2020

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას კვლავ ელიან. განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაში პოლონეთში მყოფი ქართველები არიან. მათი უმეტესობა ქუჩაში ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები და ამბობენ, რომ რეისზე, რომელიც  3 აპრილს განხორციელდა, ბილეთების  ყიდვა ვერ შეძლეს. მათი თქმით, ონლაინყიდვა შეუძლებელია, უმეტესობას კი ბილეთის ფულიც აღარ აქვთ.   საკვების და თავშესაფრის გარეშე დარჩენილებს ყველანაირი დანაზოგი გაუთავდათ. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×