თამარ მუკბანიანი
02.04.2020

 უკვე ცნობილია, რომ 2020 წლის ბიუჯეტს 3 მლრდ ლარის დააკლდება. საგანგებო მდგომარეობა თუ მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ დანაკარგი ბევრად მეტი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება მთლიანად არ შეცვლის ეკონომიკურ პოლიტიკას, წლევანდელზე გაცილებით ნაკლები იქნება 2021 წლის ბიუჯეტი.

სანდრო მდივანი
02.04.2020

 კორონავირუსისგან გაჩერებული ბიზნეს სამყარო ყოველგვარ რესურსს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დიდ დროს უთმობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად ცდილობს მათი ზარალი იყოს მინიმალური, შექმნილი ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა. ბიზნესმენები კორონავირუსისგან გამოწვეულ ზარალზე ღიად საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ასეთ ვითარებაში 2-3 თვეზე მეტს ვერ გაძლებენ. შემდეგ უკვე დაიწყება გაკოტრება და ლიკვიდაცია.

თამთა ჩაჩანიძე
02.04.2020

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა შესაძლოა მინიმუმ ერთი წელი მაინც არ შემუშავდეს, ვირუსი კი ელვისებურად ვრცელდება და შესაძლოა, ამ ხნის განმავლობაში ინფექციამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ევროპაში და აშშ-ში ვითარება დღითი დღე უკონტროლო ხდება.

თამარ შუკვანი
02.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს კარდინალურად შეცვლილს ვიხილავთ და ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ მოვლენამდე იყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსოფლიო უფრო გლობალური, ხოლო ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება.

ელზა პაპოშვილი
02.04.2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფცირების ახალი წყარო გაჩნდა - ქვეყანაში კორონავირუსის ფულით დაინფიცირების უკვე რამდენიმე შემთხვევა დაიფიქსირდა. კოვიდ 19-ით ეროვნული ბანკის შვიდი თანამშრომელი, კახეთში 34 წლის ტაქსის მძღოლი,  თერჯოლაში ლომბარდის 30 წლის თანამშრომელი და  ხელოსანი, სავარაუდოდ, ფულიდან დაავადნენ. 

ია აბულაშვილი
02.04.2020

"ესე ყოველნი და ამათსა, ფრიად უმნიშვნელოვანესი წიგნი თარგმნა ღმერთშემოსილმა მამამან ჩვენმა და ესრეთ აღაღორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი"- წერს მემატიანე, ათონის მთაზე ქართულ მონასტერში მოღვაწე ექვთიმე მთაწმინდელზე.

თამარ შუკვანი
02.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვა პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა და ამის რეალური მიზეზი გულგრილობაა - მიიჩნევს სპეციალისტთა ნაწილი. მათივე თქმით, ვერ მოხდა სწორი გათვლა, თუ რა სეგმენტეზე გავრცელდებოდა ვირუსი. სწორედ წინდაუხედობამ გამოიწვია ის არსებული ვითარება, რომელშიც საკმაოდ გამოცდილი და განვითარებული სახელმწიფოები დღეს არიან.

თამთა ჩაჩანიძე
02.04.2020

ბელარუსი შვედეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც კოვიდ-19 ინფექციის გამო, მასობრივი იზოლაციის წინააღმდეგია - მსოფლიო პანდემიის ფონზე, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საზოგადოების ოთახებში გამოკეტვას მიუღებლად მიიჩნევს.

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2020

საქართველოში მობილური ტელეფონის იმ აპლიკაცის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან სიახლოვეს შემთხვევაში აფრთხილებს. შედეგად, თუ თქვენდაუნებურად ინფიცირებულ ადამიანთან მოგიხდათ გადაკვეთა, ამის შესახებ ავტომატურად იღებთ გაფრთხილებას და ამასთან ერთად შესაბამის ინსტრუქციებსაც, რა უნდო მოიმოქმედოთ. ამასთან, ეს აპლიკაცია უფასოა და მოქმედებს როგორც ანდროიდის, ასევე იოსის ოპერციულ სისტემებისთვის.

გვანცა წულაია
01.04.2020

 ექსპორტს სულ უფრო მეტი პრობლემები ექმნება. საქართველოში დიდად სახარბიელო ვითარება აქამდეც არ იყო, რადგან ქვეყანა დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, ორივე კუთხიტ დრამატული სურათი შექნმა.

ელზა პაპოშვილი
01.04.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით,  დამტკიცდა  ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

თამარ შუკვანი
01.04.2020

მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ახალი კორონავირუსისა და შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა, და ამის შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება, აცხადებს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, როგორ წარიმართება იდენტიფიცირების პროცესი და რა მექანიზმებით განხორციელდება დახმარება, ჯერ არ არის ცნობილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×