ირაკლი ლომიძე 30.03.2020
კორონავირუსმა მოსახლეობას საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და დაანახა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მან ადამიანთა ცხოვრების წესი შეცვალოს, რამდენადაც ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად იქნა მიჩნეული. მართალია, აცრებით და სხვადასხვა ვიტამინის საშუალებით იმუნიტეტის გაძლიერება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ბუნებასთან სიახლოვეს ალტერნატივა რეალურად არ აქვს.
|
სანდრო მდივანი 30.03.2020
კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უკვე დაეტყო სხვადასხვა სფეროს. ბიზნესსექტორი რთულ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომაპნიები მუშაობას აგრძელებენ და რეალიზაციის ოდენობა სამომავლოდ საგრძნობლად შემცირდება. განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია მშენებარე სასტუმროები და კაფე-ბარები, რომელთა მომავალი მეპატრონეების დიდ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ.
|
თამარ შუკვანი 30.03.2020

სასწავლო პროცესი ამ სემესტრში დიდი ალბათობით აღარ აღდგება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილმა განაცხადა. იგი საზოგადოებრივ არხზე წამოწყებულ პროექტს მიესალმება, რომელიც ტელეგაკვეთილებს მოიცავს, თუმცა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა მოსწავლეთა ნახევარზე მეტს არ აქვს. შესაბამისად, ის არ შეიძლება ეფექტურად ჩაითვალოს.
|
ირაკლი ლომიძე 30.03.2020
საშიში ვირუსის გავრცელების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობამ ეკონომიკას დიდი საფრთხე შეუქმნა. იმდენად რთულია სიტუაცია, რომ საყოველთაო კარანტინიც კი, ალბათ, ნაკლებად დაამძიმებს, კრიზისი ისედაც პიკზეა. ის, რაც ზედაპირზე ჩანს, ყველასათვის აშკარაა, თუმცა როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, გაცილებით ღრმაა პრობლემა და პანდემიის გადავლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას გამოიწვევს. მართალია, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კარანტინი შეიძლება სწორი გამოსავალია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს ეკონომიკა და მოსახლეობა, რომელიც შიმშილობის ზღვარზეა.
|
ელზა პაპოშვილი 30.03.2020

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით „ფაქტობრივად“ კარანტინი და კომენდატის საათი დაწესდა. პრემიერმა გიორგი გახარიამ ამის შეასხებ მოსახლეობას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ამცნო. პრემიერ-მინისტრმა კარანტინის პირობებში სავალდებულო შეზღუდვები განმარტა და მოსახლეობას აუხსნა კარანტინის ამოქმედების შემდეგ რა შეზღუდვები დაწესდა.
|
თამარ მუკბანიანი 30.03.2020
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. საგანგებო მდოგომარეობის დასრულებამდე, ცვლილებები ბუნებრივია, გადავადდა, თუმცა რა იქნება შედეგ და რამდენხანში გაჩნდება ინსპექტირების ვალდებულება, ეკონომიკის სამინისტროში ,,ბიზნეს-რეზონანსს“ არ უპასუხეს.
|
ია აბულაშვილი 30.03.2020

"ვერ ვიტყვი, რომ კარანტინის გამოცხადება დაგვიანებულია, რადგან აქამდე მთავრობისა და ექიმთა იმ ჯგუფის ნაბიჯები, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში არის ჩართული, იყო თანმიმდევრული. ალბათ ახლა აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომ ეს აუცილელად გასატარებული ღონისძიება იყო. იმის შიშით, რომ ეკონომიკა დაზარალდება და ქვეყანაში შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი, თუ პანდემია არ შეჩერდა ყველა დავზარალდებით, მარტო ეკონომიკა კი არა ქვეყანა დაგვემხობა თავზე" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მთავრობის გადაწყვტილებას კარანტინის გამოცხადებაზე.
|
რეზონანსი 30.03.2020
2020 წლის მარტში ნავთობის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა მდგომარეობამ ნავთობპროდუქტების ფასებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. გარდა იმისა, რომ ღირებულება შემცირდა, მოთხოვნაც მკვვეთრად დაკლებულია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მარტის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 26,20 დოლარით/ბარელზე, ანუ 51,2%-ით 51,13 დოლარიდან 24,93 დოლარამდე/ბარელზე.
|
ია აბულაშვილი 30.03.2020

ქართული ხურთომძღვრების უნიკალური ძეგლი, საფარის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება, მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ღრელთან. ერთ დროს ეს ადგილი სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია იყო. მონასტრის თავზე ახლაც შემორჩენილია ციხესიმაგრის ნანგრევები. მონასტერი მთაზეა გაშენებული და სხვადსხვა ეპოქის 9 დიდ და მცირე ეკლესიას მოიცავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 30.03.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საფრთხის გამო, 28 მარტიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბაზრები და კვების ობიექტები, აიკრძალა თავშეყრა, ღონისძიებები, ქორწილები, გალში კი დამატებით კომენდანტის საათიც ამოქმედდა, რომელიც შუაღამიდან დილის ექვს საათამდე გაგრძელდება.
|
თამარ შუკვანი 30.03.2020

ახალი კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების გამო ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში ტესტების შემოტანას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომაც დახმარებას სთავაზობს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპიზიციამ სხვა გასაკრიტიკებელი თემა ვერ მოძებნა და აქცენტს ტესტებზე აკეთებს, რაც მათი ანტიპიარკამპანიის ნაწილია: „ინსტრუქცია აქვთ, მოწოდება, ან ჩვევა, რომ ყველაზე და ყველაფერზე ცუდი თქვან: ივანიშვილზე, რომ ფულს აკეთებს, ექიმებზე, რომ კომპეტენტურები არ არიან და ა.შ."
|
ელზა პაპოშვილი 30.03.2020

30 მარტს მოსკოვში კარანტინი გამოცხადდა. როგორც რუსული მედია წერს, ქვეყანაში სიტუაცია კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით იმაზე სავალალო ვითარებაა, ვიდრე ამაზე კრემლი ღიად საუბრობს.
|
|