რეზონანსი 30.03.2020
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში Covid-19-ის ეპიდემიას ებრძვიან, სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად ძალებს არ იშურებენ. ადამიანები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ, სადაც, ბუნებრივია, რომ მათ წინაშე სამშობლოს მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობები არსებობს. ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფლება იაზრებს ამ ადამიანების შიშს, დაბრუნების და გადარჩენის სურვილს. ნებისმიერი, ალბათ გარდა ერთისა და ეს რუსეთია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობილმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ თემას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგნაირი პოზიციონირება გაუკეთა-დიპლომატმა დაწერა, რომ ახლახან მას „ძალიან მდიდარმა ადამიანებმა“ დაურეკეს და უთხრეს, რომ ვაჟის ჩამოსაყვანად ლონდონიდან კერძო თვთმფრინავის გაშვება სურდათ, რადგან ინგლისში სამედიცინო დაზღვევები გაანულეს და იქ არ არსებობს არანაირი ვალდებულებები. ზახაროვა წერს, რომ მას მერე, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს ხისტად მიუთითეს კარისკენ, ამ ადამიანებს გაახსენდათ, რომ პასპორტით რუსეთის მოქალაქეები არიან. „მაშინ კეთილი ინებეთ და დაიწყეთ საფუძვლებიდან-სამშობლოს და მისი ხალხის მიმართ პატივისცემიდან“-დასძინა ბრძენმა დიპლომატმა. ფაქტიურად, მან ეპიდემიის პიკში მყოფი ქვეყანაც გააკრიტიკა, ის „ახალი რუსებიც“, რომლებიც წლებია, ევროპულ ქვეყნებში ისევ და ისევ კრემლის ხელდასმით მკვიდრდებოდნენ და თან საშოვარზე გაქცეულ უბრალო რუს ემიგრანტებსაც იმედი გადაუწურა.
|
ელზა პაპოშვილი 29.03.2020

კორონავირუსი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს გამოწვევად არის ქცეული, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ეს პრობლემა პოლიტიკური დებატების და ქულების დაწერის კარგ თემად იქცა. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აღნიშნავენ, პოლიტიკური ქულების დასაწერად პოლიტიკოსები ემიგრანტების ჩამოყვანის თემას, სწრაფი ტესტების შემოტანის საკითხს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს იყენებს.
|
ელზა პაპოშვილი 29.03.2020
აპირებს თუ არა ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულისთვის საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 28 მარტს განაცხადა, რომ მომდევნო ერთი თვე კორონავირუსის ეპიდემიის თვალსაზრისით საკმაოდ კრიტიკული იქნება და განსაკუთრებული რისკები აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. მისცეს თუ არა ხელისუფლებას აღდგომისთვის კარანტინის გამოცხადების რეკომენდაცია ექსპერტებმა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდემიის შიდა გავრცელება დაიწყო და რამდენიმე პაციენტთან დაინფიცირების პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.
|
ალექსანდრე კორტავა 29.03.2020

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად, ტრადიციული საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მიმართა დამოუწოდა, ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
|
ია აბულაშვილი 29.03.2020

„ზემოთ თეძმის მდინარესა ზედა, არს რკონს მონასტერი გამბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილსა. აქა არს ლითონი მრავალი, იტყვიან ვეცხლისაცა, ზის წინამძღვარი“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი რკონის სამონასტრო კომპლექს, რომელიც მე-7 საუკუნეშია აგებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 29.03.2020

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 700 ათასს უახლოვდება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობან 31 ათასს გადააჭარბა. ამის ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება სიმულაციური სცენარები და მუშავდება სხვადასხვა პროგნოზები, თუ რა ვითარება იქნება პანდემიის გავრცელების კუთხით 2020 წლის ბოლომდე.
|
ტატა შოშიაშვილი 29.03.2020

„არც ერთი დაავადების შემთხვევის გამხელა არ უნდა იყოს საჯარო... არსებობს სპეციალური ეპიდემიოლოგიური სამსახურები, რომელიც გამოკითხავს დაინფიცირებულ ადამიანს და კრებს ღრმა ანამნეზს, რის შემდეგაც იმ ადამიანს, ვინც საფრთხის ქვეშაა, თავად ურეკავენ და აგებინებენ ამ ინფორმაციას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საზოგადოების ნაწილის მოთხოვნას, რომ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა კონკრეტული პირადი ინფორმაცია ოფიციალურად გასაჯაროვდეს.
|
ია აბულაშვილი 29.03.2020

„რა თქმა უნდა ვემხრობი ლოზუნგს, რომ ყველა უნდა დაბრუნდეს საქართველოში, მაგრამ ამ ტიპის საჯარო განცხადებების არ მჯერა. თანაც ამ მძიმე ვითარებაში პოლიტიკური პოპულიზმის დრო არ არის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას მთავრობისადმი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე და ხელისუფლების უარს.
|
ტატა შოშიაშვილი 29.03.2020

ჩინელმა მეცნიერებმა კოვიდ-19-ის კვლევისას ვირუსის ახალი თვისებები აღმოაჩინეს. დადგინდა, რამდენი ხნის განმავლობაში ძლებს ვირუსი „უვნებლად" და რა ტემპერატურის შემთხვევაში ქრება უკვალოდ და იღუპება. კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.
|
რეზონანსი 29.03.2020

სამიოდე თვის წინ ერთმა ჩინელმა ღამურაჭამიამ ორიოდ წუთში მთელი სამყარო თავდაყირა დააყენა. დედამიწას მოედო მანამდე უცნობი ვირუსი, რომელმაც წალეკა ყველა და ყველაფერი. მსოფლიო ომის მასშტაბებსაც კი სცილდება ის მსხვერპლი, ყოველდღიურად რომ ითვლიდა ჩინეთი... ახლა მის გზას ოკეანისგაღმა ამერიკა, იტალია, ესპანეთი ადგას.
საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა ვირუსი ხანდაზმულთათვის. ეს თემა საინტერესოა არა მარტო ეპიდემიოლოგიის, არამედ ენდოკრინოლოგიის კუთხით, რამდენადაც ამ ტრაგიკული მოვლენების ფონზე შეიძლება ბევრი რამ გადავაფასოთ, პირველ რიგში საკუთარი დამოკიდებულებები ჯანმრთელობისადმი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.
|
თამარ შუკვანი 29.03.2020

აშშ-ში ნავთობის ფასი და მასზე მოთხოვნა იმ დონემდე დაეცა, რომ ზოგიერთი კომპანია მზად არის მყიდველს ფული იქით გადაუხადოს, ოღონდ ეს ნავთობი მათი საცავიდან გაიტანონ. ამის შესახებ „ბლუმბერგი" წერს.
|
თამარ შუკვანი 28.03.2020

აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, კორონავირუსუს საფრთხის გამო, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე გადმოვიდა. ხუთშაბათს კორონავირუსის ნიშნებით ერთი ოჯახის ორი წევრი გადმოიყვანეს ზუგდიდში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე საგანგაშო ვითარება გალის რაიონშია, რადგანაც სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალის საავადმყოფოს უცხოური ორგანიზაციების ნაჩუქარი კორონავირუსისგან თავდაცვის საშუაებები წაართვა და სოხუმში გადაიტანა - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|