რეზონანსი
01.04.2020

 საქართველოს მასშტაბით სავალუტო ჯიხურები სრულად დაიკეტა. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიიღეს, რომელიც მინიმუმ 21 აპრილამდე იმოქმედებს. სპეციალისტა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ თემაზე გარკვეული სახის სპეკულაციები მიმდინარეობს.

თამარ მუკბანიანი
01.04.2020

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერმა ისაუბრა, თუმცა კვლავ არ არის ზუსტად ცნობილი, სოციალური პაკეტების გარდა, რას მოხმარდება საბიუჯეტო სახსრები. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტი, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი მრეწველობა და ის კომპანიები უნდა იყვნენ, რომლებმაც პანდემიის დროს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

ია აბულაშვილი
01.04.2020

„რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ, ასეთი რამე არასად მინახავს, მართლაც რომ გმირობის ტოლფასია. ცოტა სინდისი ხომ უნდა გქონდეს, რომ ამ დროში ასე არ მოიქცე, გული არ ატკინო იმ ხალხს, ვინც 24 საათი თავდაუზოგავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად შენს გადასარჩენად იბრძვის. პირადად მე ჩვენ ექიმებს მუხლებზე დავუდგები და ფეხებს დავუკოცნი" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2020

იმის გამო, რომ შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში კარანტინის მკაცრ ზომებზე უარი თქვა, მეცნიერები ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედის დაინფიცირებას პროგნოზირებენ, რაც 6 მილიონზე მეტია. პროგნოზი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მათემატიკური სტატისტიკის პროფესორმა ტომ ბრიტონმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

ელზა პაპოშვილი
01.04.2020

აფხაზებს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად არც მატერიალური რესურსები აქვთ და არც ადამიანური, რუსეთი კი დახმარების კუთხით დიდად არ აქტიურობს. ბევრი ადამიანი, ძირითადად გალელები, დახმარებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდის. ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზ და ქართველ ექიმებს შორის ერთგვარი არაოფიციალური კომუნიკაცია დამყარდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზი „მესაზღვრეები“ კორნავირუსის სიმოტმების მქონე ადამიანებს აფხაზები ზუგდიდში სამკურნალოდ თავისუფლად უშვებენ. 

თამარ შუკვანი
01.04.2020

ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად, სადაც 23 მარტს კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა, სხვა რეგიონებში იგივე ღონისძიების გატარება ამ დროისთვის არ იგეგმება. ამის შესახებ „რეზონანსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ია აბულაშვილი
01.04.2020

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, ჯრუჭის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მდებარეობს საჩხერეში, ჯრუჭულის ხეობაში, მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარის კედელზე დღესაც შემორჩენილია წმინდა გიორგის ბარელიეფი, რომელზედაც გამოსახულია ორი წმინდა გიორგი, პირით ერთმანრეთისკენ. ერთი ებრძვის გველეშაპს, მეორე ბიზანტიის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ამ უნიკალურ ბარელიეფს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

თამარ შუკვანი
01.04.2020

რა ეპიდემიოლოგიური ვითარებაა აფხაზეთში, არავინ იცის, თავად აფხაზებმაც კი. ოკუპირებულ რესპუბლიკაში მხოლო ერთი კვალიფიცირებული ინფექციონისტია, ამ პროფილის კლინიკაზე კი საუბარი საერთოდ არ არის. თბილისში ფიქრობენ. რომ როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, ჩვენ აფხაზეთის მაცხოვრებლების დახმარება მოგვიწევს.

ია აბულაშვილი
01.04.2020

„ეს იყო მთავრობის მხრიდან მიღებული ოპერატიული და სწორი გადაწყვტილება, რადგან ზოგიერთ მოქალაქეს მდგომარეობის სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს. დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელება, ამიტომ ყველა გონს უნდა მოვეგოთ, თორემ მივიღებთ იტალიას," - ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე მთავრობის გადაწყვტილებას საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
01.04.2020

რუსეთში ლენინგრადის ოლქში ქალაქ ვოლხოვში კორონავირუსის გამო შესვლა შეიზღუდა, სხვა რეგიონის მაცხოვრებლები შეირაღებულ პირებს ხვდებიან, რომლებსაც ქიმიური დამცავი აღჭურვილობა აცვიათ და ზოგი ტყვიამრქვევითაცაა შეიარაღებული.

გვანცა წულაია
31.03.2020

 კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, შემოღებულმა რეგულაციებმა უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. მოქალაქეები სამსახურის გარეშე მინიმუმ 21 აპრილამდე იქნებინ, სანამ ქვეყანაში საგანგებო ვითარება არ დასრულდება. ხალხი ახლა რთულ ვითარებაშია. საგანგებო რეჟიმის შემოღებისას, პრემიერ-მინისტრმაპირობა დადო, რომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მთავრობა დაეხმარება, თუმცა მას შემდეგ სიტყვა არავის დაუძრავს. "რეზონანსის" ცნობით, შეღავათების შესახებ ინფორმაციას მთავრობა 1-2 დღეში წარმოადგენს.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის აზრით, კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების ახალი ტალღა შესაძლოა ქვეყანაში ამ შემოდგომით განმეორდეს. ამასთან, მისივე შეფასებით, ამერიკის ხელისუფლება შემოდგომით ახალ ტალღას უკეთ მომზადებული დახვდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×