სანდრო მდივანი 06.04.2020
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში უკვე 15 000 ადამინი დარჩა სამსახურის გარეშე. ეს მონაცემები დღითი დღე იზრდება და სულ მალე გაორმაგდება. საბოლოოდ რამდენ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს ამ ეტაპზე დაზუსტებით თქმა არ შეიძლება, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრი იქნება, რადგან უამრავი კომპანია ვეღარ მოახერხებს პოსტკრიზისულ პერიოდში ძველებური სახით მუშაობის გაგრძელებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.04.2020

კორონავირუსის წინაშე მსოფლიო ლიდერი ქვეყნებიც უძლურები აღმოჩნდნენ, ვირუსი ელვისებურად ვრცლდება, რასთან ბრძოლაშიც ხელისუფლებები ყველანაირ რესურსს ხარჯავენ და ბუნებრივია, გაუთვალისწინებელი ზარალი შემდგომში თითოეულ მათგანს გარკვეულ დაღს დაასვამს.
|
ნინა გარდაფხაძე 06.04.2020
კორონავირუსის გამო გაჩერებული მსოფლიო, ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. კიდევ უფრო რთულადაა ვითარება საქართველოში, სადაც უკვე უამრავმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ან ხელფასი მკვეთრად შეუმცირდა. დაკლებულია ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო ბიზნესის არაერთი მიმართულება სრულადაა გაჩერებული. ასეთი მდგომარეობა ბუნებრივად სირარიბის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, ქვეყანაში სადაც უკიდურეს სიღარიბეში ისედაც მოსახელობის 20% ცხოვრობს.
|
ირაკლი ლომიძე 06.04.2020
კორონავირუსმა უძრავი ქონებისა და ავტომობილების ბიზნესს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ორივე სეგმენტში რეალიზაცია განულებულია. როგორც მშენებლები, ასევე ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ ეპიდემიამ მათი საქმიანობა ,,ჩაძირა“ და მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა არც კი ჩანს. არ არის გამორიცხული, რეალზიაციის ჩავარდნამ ფასების მკვეთრი კლება გამოიწვიოს, რაც უფრო უძრავი ქონების მიმართულებით იკვეთება.
|
ელზა პაპოშვილი 06.04.2020
მოხდება თუ არა მარნეული-ბოლნისის მსგავსად სამეგრელოს და იმერეთის წითელ ზონად გამოცხადება. საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ამ დღეების განმავლობაში ამ ორ რეგიონში ახალი კლასტერები გაჩნდა, რომლის შედეგადაც არ არის გამორიცხული, რომ რეგიონებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს. არსებობს თუ არა ამ რეგიონებში ეპიდაფეთქების საფრთხე.
|
თამარ შუკვანი 06.04.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპეციალისტები მრევლს მოუწოდებენ, ეკლესიაში მისვლისაგან თავი შეიკავონ. ეს მოწოდება საეკლესიო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდა, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ხალხის შეკრების შედეგად, შესაძლოა კოვიდ-19-ის აფეთქება მივიღოთ. რამდენად მოსალოდნელია, ხარების დღესასწაული ეკლესიებში მრევლის გარეშე აღინიშნოს, ამ დროისთვის უცნობია.
|
ია აბულაშვილი 06.04.2020

ჩვენს წინაპრებს კლდეში ტაძრების კვეთის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდათ, ამის დასტურია ვარძია, გარეჯი, უფლისციხე და სხვა. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია სარკინეთის შიო მღვიმის ეკლესიას, რომელშიც შესვლა 5-მეტრიანი კლედში ნაკვეთი დერეფნით არის შესაძლებელი. მე-14 საუკუნის შემდეგ საქართველოში კედელში ეკლესია აღარ აშენებულა.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.04.2020

თითოეულ ჩვენთაგანს გაცნობიერებული აქვს გლობლური საფრთხე და იზოლაციის გამო პროტესტს თითქმის არავინ არ გამოსთქვამს, მაგრამ, მუდმივად სახლში ყოფნა მაინც რთულია. ფსიქოლოგების რჩევით, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გადავიტანოთ იმაზე, თუ რისი საშუალება მოგვეცა ოჯახში ყოფნით.
|
თამარ შუკვანი 06.04.2020

კოვიდ-19 პრაქტიკულად ახალ სახეს იძენს - გაჩნდა ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების ახალი წყარო შესაძლოა ცხოველები გახდნენ. მსოფლიოში ცხოველის დაინფიცირების პირველი გახმაურებული და დადასტურებული შემთხვევა გახდა ცნობილი, როდესაც ვირუსი ადამიანისგან ცხოველს გადაედო. თუმცა, ჯერჯერობით კვლავ არ დასტურდება ცხოველისგან ადამიანისთვის გადაცემის ფაქტები.
|
ია აბულაშვილი 05.04.2020

2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის"“ დროს მოკულული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევები დაადგინა. გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2020 წლის 2 აპრილს საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების - ზურაბ კუხალაშვილისა და არსენ ბუხრაშვილის გარდაცვალებას.
|
ელზა პაპოშვილი 05.04.2020

როგორ ემზადება და გაუძლებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემოტევის პიკურ სტადიას, რომელსაც აპრილის შუა რიცხვებიდან ელოდებიან? სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუკი ქვეყანაში დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 100-დან 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ამაზე მეტი კი უკვე კრიზისს შექმნის და იტალიის მაგალითს მივიღებთ.
|
ია აბულაშვილი 05.04.2020

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული, მათ შორის ერთ-ერთი უძველესია შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, რომელიც ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს, რომელმაც 1795 წელს მთლიანად გაანადგურა თბილისი, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, იმ მთის ძირში დაბანაკებულა, სადაც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, სპარსელთა მოთარეშე ლაშქარი კი დაბანაკებული იყო მტკვრის მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღალ მთაზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|