თამთა ჩაჩანიძე 09.04.2020

პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები კოვიდ-19 ინფექციაზე სწრაფ ე.წ. აგრესიულ ტესტირებას გაივლიან.
|
ელზა პაპოშვილი 09.04.2020

მოხდება თუ არა 21 აპრილის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება?-ჯანდაცვის ექსპერტები და ინფექციონისტები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუკი ვირუსის დადასტურებული შემთხვევები ასე ნელა გაიზარდა, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 2 კვირაზე მეტი აღარ უნდა დაგვჭირდეს.
|
თამარ შუკვანი 09.04.2020

ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის გამოცხადებული ერთვიანი საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება თუ 21 აპრილს დასრულდება, თუმცა, ამის ფონზე ხელისუფლება არსებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს, რაშიც მოიაზრება მარნეულისა და ბოლნისის მსგავსად კარანტინის რეჟიმის გამოცხადება სხვა რეგიონებში, ან კომენდანტის საათის გახანგრძლივება. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული წესების გამკაცრება. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.
|
ია აბულაშვილი 09.04.2020

იერუსალიმის აღდგომის ტაძარი, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, გოლგოთას მთაზე იმ მღვიმის თავზეა აგებული, სადაც დასვენებულ იყო ქრისტეს სხეული.
|
თამარ შუკვანი 09.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არა მხოლოდ ოჯახების დაყოფის საშიშროების წინაშე დგას მსოფლიო, არამედ სოციალური კატასტროფისაც. ამის შესახებ „რეზონანსთან" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი საუბრობს. ამასთან, კრიზისის ახალი ეტაპი კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ დაიწყება, რაც სწორედ წარმართული პროცესის შედეგია, რადგან „ დღეს მსოფლიო ისტერიკაშია."
|
თამთა ჩაჩანიძე 09.04.2020

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19 ინფექციის ოფიციალურად დადასტურებული 1.5 მილიონამდე შემთხვევაა, თუმცა, გერმანელი მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მსოფლიო მასშტაბით ინფექციის მხოლოდ 6%-ია აღმოჩენილი და რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა ათობით მილიონი ადამიანი იყოს.
|
ელზა პაპოშვილი 08.04.2020

შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში პოლიციას უფლება მიეცეს, თუკი სახლში წვეულება იმართება, პირდაპირ შევიდეს და იქ შეკრებილი ადამიანები საგანგებო სიტუაციის ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დააჯარიმოს ან კიდევ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს?
|
თამარ მუკბანიანი 08.04.2020
ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია და წესები უფრო და უფრო მეტად მკაცრდება. პირდაპირპროპორციულად მძიმდება მოსახლეობის ეკონომიკური ფონიც. რა სექტორებში შეიძლება მოიხსნას შეზღუდვები და სად არის ლოგიკას მოკლებული აკრძალვები, ,,რეზონანსთან“ სპეციალისტები საუბრობენ, რომელთა აზრითაც, თუ ეს ვითარება მალე არ დასრულდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის არჩევანი იქნება მხოლოდ ორი - შიმშილით ან ეპიდემიით სიკვდილი!
|
ელზა პაპოშვილი 08.04.2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე რამდენიმე კლასტერი არსებობს. შიდა გადაცემა დაწყებულია და ყველაზე საინტერესო ის კლასტერებია, სადაც ფულიდან და ლიფტიდან ადამიანების დაინფიცირება მოხდა. ამიტომაც ყველაზე საშიში და რისკის შემცველი ეს კლასტერებია, რადგანაც, ასეთ შემთხვევებში, ინფექციონისტებს მისი პირველწყაროს დადგენა უჭირთ.
|
თამარ მუკბანიანი 08.04.2020
მთავრობის მიერ სუბსიდირებულ 9 პროდუქტზე ფასი მაინც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 10 მლნ ლარი პირველადი დანიშნულების პროდუქტების დაზღვევაში დახარჯა, მომხმარებელს დახლებზე უფრო მაღალი ფასი ხვდება. მაღაზიები აშკარად თავნებობენ და ამის მიზეზი სუსტი მონიტორინგია. სწორედ ეს იწვევს სხვაობას იმ განცხადებებსა და რეალობას შორის, რომლებიც ხელისფულების მხრიდან კეთდება და რომელსაც მოსახლეობა ხედავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.04.2020

ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი თანდათან ნელდება, ახალი ინფიცირებულების რაოდენობა, წინა დღეების რაოდენობასთან შედარებით, ნაკლებია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალური დირექტორის მოადგილე ბრიუს ეილვარდი აცხადებს.
|
გვანცა წულაია 08.04.2020
კორონავირუსისგან გამოწვეულმა ვითარებამ ენერგეტიკას აშკარად არგო - საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს, კარანტინის გამო, სახლში ყოფნა უწევს და დენს ორმაგად მოიხმარს, დაიკეტა ელექტროენერგიის მსხვილი მოხმარების ობიექტები, რის ხარჯზეც ენერგოსისტემაზე დატვირთვამ იკლო. ენერგეტიკოსები ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად შემცირებულია, რომ შესაძლოა, შიდა რესურსიც საკმარისი იყოს და იმპორტირებული დენი აღარც დაგვჭირდეს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|