ია აბულაშვილი 08.04.2020

"საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ბრძოლა არსებობისთვის. ასე ხდება, ადამიანები ვიცვლით პროფესიას, როცა ცხოვრებას ასე სჭირდება. ალბათ მცირე და საშუალო ბიზნესსაც მოუწევს ანალოგიური რამის გაკეთება და ახალი მიმართულებების მოძიება, თუნდაც ადგილობრივი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე, ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.04.2020

ჩინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი, 11-მილიონიანი ქალაქი უხანი, სადაც კოვიდ-19 ინფექცია პირველად დაფიქსირდა, სიცოცხლეს უბრუნდება, ქალაქზე, რომელიც 76 დღე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო, 8 აპრილის ღამეს შეზღუდვები მოიხსნა. ხელისუფლებამ უხანიდან გასასვლელი გზები გახსნა,მოქალაქეებს კი ავტომობილებით ქალაქის დატოვების ნება დართო.
|
ია აბულაშვილი 08.04.2020

„საკარანტინო შეზღუდვები, რომელიც 21 აპრილამდეა გამოცხადებული, ჩემი აზრით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო უნდა გამკაცრდეს, რათა პანდემიის პიკი ჩაცხრეს. შემდეგ შეიძლება ნელ-ნელა ამოუშავდეს საწარმოები, რათა ეკონომიკა არ დაზარალდეს. იმედია, მთავრობა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლას თავი კარგად გაართვა, ასევე იზრუნებს, რომ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე არ აღმოვჩნდეთ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით შექმნილ ვითარებას.
|
თამარ შუკვანი 08.04.2020

ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საქართველოში 3 500 საწოლია მობილიზებული, რაც ყველაზე ცუდი სცენარისთვის არის გათვალისწინებული და „გეგმა ცე"-ს წარმოადგენს. მედიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, თუმცა პიკი, რომელსაც დაახლოებით აპრილის ბოლოს და მაისის თვის პირველ კვირაში ელოდებიან, სპეციალისტების უმრავლესობის პროგნოზით, 1 000-დან 1 500-მდე იქნება.
|
თამარ შუკვანი 08.04.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის.
|
ია აბულაშვილი 08.04.2020

„არ არიან ბორცვნი და მაღალი გორანი, რომელ ზედა არ იყოს შენნი ეკლესიანი წმინდის გიორგისანი" - ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი ქართველთა მფარველს წმინდა გიორგის.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.04.2020

საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ" დასავლეთის ქვეყნების მისამართით მუქარის შემცველი პლაკატები გამოსცა, რაზედაც კორონავირუსი „ალაჰის ჯარისკაცადაა" მოხსენებული. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი „სანი" იტყობინება.
|
ელზა პაპოშვილი 07.04.2020

რა სცენარისთვის არის მზად საქართველო და როგორი პროგნოზები აქვთ კარგ და ცუდი სცენარების შემთხვევაში? როგორც „რეზონანსთან“ ინფექციონისტები ამბობენ, კარგ ვარიანტში პიკური პერიოდის დროს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, უარეს შემთხვევაში კი 5000-ზე მეტი იქნება. მათი თქმით, ხელისუფლებას რაც შეუძლია აკეთებს და ახლა ამ 2-3 კვირაში ყველაფერი მაინც საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული. ინფექციონისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კარგი სცენარით ვითარდება, თუმცა დაავადების ბუნება იმდენად ამოუცნობია, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
|
თამარ მუკბანიანი 07.04.2020
თბილისში აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. რა ვადით შეუჩერდათ მოვაჭრეებს ერთადერთი შემოსავალი და როდემდე დარჩა მომხმარებელი მაღაზიების ძვირი პროდუქციის ანაბარა, ჯერ უცნობია. ოფიციალური უწყებები ვერ განმარტავენ, რატომ არის ღია სივრცეში ვაჭრობა უფრო მეტად საფრთხის შემცველი, ვიდრე - დახურულ მაღაზიებში. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დაჩქარებული წესით შეიმუშავეს სტანდარტები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც აგრობაზრობები მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა სანამ ეს მოხდება, დედაქალაქში 20 ათასი მოვაჭრე, ყოველდღიური შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.04.2020

ირლანდიელი ექიმების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსისგან თავის დასაცავად, მოწყვლად ჯგუფებისთვის და სავადმყოფოების პერსონალისთვის რეკომენდებულია „დე" ვიტამინის მიღება დღეში 20-დან 50 მიკოგრამამდე დოზით. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში „დე" ვიტამინის ნაკლებობა ზოგადად მწვავე რესპირატორული დაავადებების და მათ შორის კორონავირუსის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
|
გვანცა წულაია 07.04.2020
პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გაჩერებული ბიზნესი შემოსავლების გარეშე დარჩა, იქ დასაქმებული ადამიანები კი დროებით უმუშევრები არიან. ცუდი ისაა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ეს დროებითობა როდემდე გასტანს. საგანგებო მდგომარებით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფთიაქებისა და სურსათით მოვაჭრე ობიექტების გარდა, ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის - გამოცემები და წიგნის მაღაზიები.
|
ია აბულაშვილი 07.04.2020

„ისედაც რას ვაწარომებდით და ახლა თუ ყველაფერი გავაჩერეთ და ეკონომიკა ნულამდე ჩამოვიდა, მაშინ სად ვრჩებით? ამიტომ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა გავხსნათ სასუნთქი გზები. 1% მაინც თუ არის საშუალება, რომ რაღაც გაიხსნას და ამოუშავდეს, ეს უნდა გაკეთდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანრგ ძაბირაძე საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით.
|
|