ელზა პაპოშვილი
05.04.2020

საქართველოში არსებული მძიმე ფემიციდის ფონი, უფლებადამცველების თქმით, საგანგებო მდგომარეობის  და კომენდატის საათის გამოცახდების შემდეგ კიდევ უფრო საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, იმის გამო, რომ პოტენციურად მოძალადე  მამაკაცები მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებიან, ფიზიკურმა, სქსუალურმა და ფსიქოლოგიურმა  ძალადობის  სტატისტიკამ  ბოლო სამი კვირის განმავლობაში მოიმატა.

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2020

თურქეთის მთავრობამ ანკარაში იმ სამედიცინო აღჭურვილობის რეკვიზირება მოახდინა, რომელიც ესპანეთისთვის იყო განკუთვნილი. საუბარია ხელოვნური სუნთქვის 162 აპარატზე, რომელიც ესპანეთის პროვინციების ნავარასა და კასტილია ლა მანჩას მთავრობების დამზადდა.

ტატა შოშიაშვილი
05.04.2020

ჩეჩნეთში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო ნიღაბი არ უკეთიათ, პოლიცია პირდაპი ქუჩაში სცემს. პირველი ცნობები ამის შესახებ რუსულ მედიაში 29 მარტს გაჩნდა, თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ ყველაფერი უარყო. 4 აპრილს კი სოციალურ ქსელებში კონკრეტული ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები პირდაპი ქუჩაში მამაკაცს, რომელსაც სამედიცინო ნიღაბი არ უკეთია.

თამთა ჩაჩანიძე
05.04.2020

„კორონავირუსისგან გამოწვეული დილემა თუ იმდენად რთული აღმოჩნდა,რომ სწავლების მაგივრად გაცილებით უფრო მძიმე საკითხები გვექნება გადასაწყვეტი, შესაძლოა მაშინ გამოცხადდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესხებ, რომ მთვრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, „თუმცა, ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას".

ტატა შოშიაშვილი
05.04.2020

კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ასაკოვან მოქალაქეებს შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დამატებითი პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ ცნობილმა ებრაელმა ექიმმა, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტმა, ლეონიდ ეიდელმანმა განაცხადა.

თამარ შუკვანი
05.04.2020

ახალი კორონავირუსი ეპიდემიის გამო, საფრანგეთში 6 ათასზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, „კოვიდ-19" საფრანგეთში 48 პატიმარს დაუდასტურდა. გაერო სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს გაათავისუფლონ რისკის ჯგუფში შემავალი პატიმრები. საუბარია 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პატიმრებზე. აპირებს თუ არა საქართველო ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას?

რეზონანსი
05.04.2020

მსოფლიოში არსებული  ახალი კორონავირუსული ინფექცია Covid-19 საკმაოდ ფართოდ ვრცელდება. მის წინააღმდეგ ბრძოლაში მრავალი ადამიანია ჩართული. მოსახლეობა ასრულებს მთავარ რეკომენდაციას და რჩება სახლში. იდეალური გამოსავალი, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, დაავადების შემცირებას და მეორე მხრივ, მის გავრცელებას, სოციალური იზოლაციაა. 

ასეთი უჩვეულო რეჟიმი მოსახლეობისათვის, ბუნებრივია, არ არის იოლი, რადგანაც ჩაკეტილი სივრცე ქმნის იმ უამრავ პრობლემას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება.

შესაბამისად, ენდოკრინოლოგების მისამართით საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი კითხვა, რომელთაგანაც უმთავრესია ის, თუ როგორ მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპები დღევანდელ რეალობაში.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

თამარ შუკვანი
04.04.2020

ერევანში რუსეთის საელჩოსთან რუსეთის მოქალაქეებმა შაბათს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები გაჭირვებაში მიატოვა. მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ, თუმცა, მოსკოვი მათ მიღებაზე უარს აცხადებს.

თამარ შუკვანი
04.04.2020

ახალი კორონავირუსი საშიში გახდა მოსახლეობის ყველა სეგმენტისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. მათ შორის ვირუსი საშიშია სპორტსმენებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვისაც. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
04.04.2020

კორონავირუსით გარდაცვლილ ასაკოვან ქალბატონს სავარაუდოდ ორშაბათს დაკრძალავენ. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში (კაპანახჩში) ცხოვრობდა. სოფლის რწმუნებული უმბათ ტუკანოვი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოფელში არავითარი პანიკა არ არის, მოსახლეობას კარგად ესმის შექმნილი ვითარების მთელი სერიოზულობა და გარდაცლილის ოჯახიცა და სოფელიც მთავრობისა და სპეციალისტების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

ტატა შოშიაშვილი
04.04.2020

ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელმაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მოიცვა, შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს და მისი ბოლომდე დაძლევა შეუძლებელი გახდეს. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ვირუსოლოგმა ვიტალი ზვერევმა განაცხადა.

ტატა შოშიაშვილი
04.04.2020

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არსებობამ აზრი დაკარგა, რადგან მის ფარგლებში უკვე ვეღარ ხერხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები კი ნაციონალურ ეგოიზმში ჩაიძირენ - ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ნიშნავს თუ არა ეს დსთ-ს დასასრულის დასაწყისს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×