ელზა პაპოშვილი
31.03.2020

კორონავირუსის მსოფლიოში მასობრივი გავრცელების პარალელურად, სულ უფრო მეტი მოსაზრება ჩნდება იმაზე, თუ რა შეიძლება ადამიანში ამ ვირუსის შემაფერხებელი და მაპროვოცირებელი იყოს. სპეციალისტთა ნაწილის აზრით, შესაძლოა წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი ჰქონდეს. იგივე განცხადება კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ე.წ. „ბცჟ“ აცრებზეც. შესაბამისად, გამოითქმის მოსაზრება, რომ საქართველოში ვირუსით დაინფიცირებულთა ნაკლები რიცხვი ამის გამოა, რადგანაც მოსახლეობის დიდი  ნაწლი, სწორედ ამ ვაქცინებით არიან აცრილი. 

რეზონანსი
31.03.2020

ეპიდემიის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ახალ კორონავირუსამდე იყო. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ვირუსმა არა მხოლოდ დღევანდელი დღე შეცვალა, არამედ მომავალიც განსაზღვრა. მისივე თქმით, მოსალოდნელია ისეთი დიდი, საერთაშორისო გაერთიანების შესუსტება ან საერთოდ გაქრობა, როგორიც არის ევროკავშირი, რადგან ყველა ქვეყანა თავისი ძალისხმევით ცდილობს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს კორონავირუსს, რაც სერიოზული გარდატეხის მოლოდნის ქმნის.

თამარ მუკბანიანი
31.03.2020

 ეროვნული ბანკი სავალუტო ვაჭრობებში აუქციონის გვერდის ავლით, პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს. ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეს პირდაპირ დაადასტურა, თუმცა კონკრეტულ მექანიზმზე და გზებზე პაატა ლეჟავას არ უსაუბრია, მაგრამ მიანიშნა, რომ ეს ლარის გამყარებაში მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასება მოჰყვა ფინანსისტებში.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

კორონავირუსის გადაცემისაგან თავის დასაცავად დადგენილი სოციალური დისტანცია - 2 მეტრი, უნდა გადაიხედოს, რადგანაც რეალურად არანაირ ეფექტს არ იძლევა. ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებმაც ზუსტად გაოთვალეს, თუ რა რადიუსში შეიძლება დააავადოს კორონავირუსით ინფიცირებულმა გარშემო მყოფები დაცემინების ან დახველებისას.

თამარ შუკვანი
31.03.2020

ბელარუსის პრეზიდეტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განხილვის თემა „რუსული ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასი" იყო. ორივე ქვეყანა ამ მხრივ მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული და დივერსიფიკაციის საშუალება ფიზიკურად არ აქვს. იმ ფონზე კი, როდესაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპაში გაზზე მოთხოვნილებაც და ფასიც დაეცა და ახლა 1000 კუბური მეტრი 100 დოლარზე ნაკლები ღირს, რუსული გაზის 1000 კუბური მეტრი სომხეთს 165 დოლარი უჯდება, ბელორუსს კი - 127 დოლარი.

ტატა შოშიაშვილი
31.03.2020

მოსკოვთან მდებარე კომუნარკის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ის საავადმყოფოა, სადაც ძირითადა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ და რომელსაც 24 მარტს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტუმრობდა. პროცენკოს, სავარაუდოდ, ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ მას ვირუსი კოვიდ-19 სხვა გამავრცელებლისგან გადაედო - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან, ან მისი პრესს-სპიკერის, დმიტრი პესკოვისგან.

თამარ მუკბანიანი
31.03.2020

 ძალიან მალე 2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში ნავთობის ფასი შესაძლოა, 10 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს ვარაუდი  უცხოურ ანალიტიკოსებს ეკუთვნით, რასაც ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო მოთხოვნის შემცირება და "ოპეკი პლუსის" შეთანხმების შეწყვეტაა.

ელზა პაპოშვილი
31.03.2020

როგორ შეძლებს საქართველოს მთავრობა საყოველთაო კარანტინისა და კომენდატის საათის გამოცხადების პირობებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი ემიგრანტების გამოყვანას, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ხელისუფლებამ ევროპის ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც ორი კვირის განმავლობაში ქართველებს გამოიყვანენ, თუმცა, როგორც „რეზონანსთან“ ემიგრანტები ამბობენ, საელჩოებს საკუთარი სიები აქვთ და თვითფრინავზე მხოლოდ სიაში მყოფი ადამიანები ხვდებიან. ხოლო ბილეთების გაყიდვა იმდენად სწრაფად ხდება, რომ მისი შეძენას ფიზუკურად ვერ ასწრებენ. თუმცა, უმრავლესობას აღარც ამის სახსრები აქვს.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

„გარკვეული პანიკა რუსულ მხარესაც აქვს იმიტომ, რომ ქალბატონი ადლერის აეროპორტში ჩამოფრინდა, სადაც ამოწმებენ და შეშფოთებულები არიან, ეს შემთხვევა როგორ გამოეპარათ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი, შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გალში შექმნილ სიტუაციას, სადაც 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი ამჟამად ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს.

თამარ შუკვანი
31.03.2020

რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურის მატება ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ტემპს შეაჩერებს, ამ დროისთვის უცნობია. ჰონკონგში ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ კოვიდ-19-ის ვირუსისათვის კრიტიკული ტემპერატურა +56 გრადუსია. აქედან გამომდინარე, როგორც ქართველი ინფექციონისტები აცხადებენ, იმის მოლოდინი, რომ ამ კუთხით ზაფხული ვითარებას უკეთეობისკენ წარმართავს, ნაკლებად არსებობს.

თამთა ჩაჩანიძე
31.03.2020

გარდაცლილი ქალბატონი 86 წლის იყო. იგი კორონავირუსით 9 მარტს გარდაიცვალა და 13 მარტს დაკრძალეს ისე, რომ არანაირი დამცავი საშუალებები არ გამოუყენებიათ. 16 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა მის 65 წლის ძმისშვილ ქალბატონს, რომელიც 65 წლის იყო და ისიც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ პირველი ქალბატონის დაკრძალვაზე მყოფი ნათესავების ტესტირება ჩაატარეს და კორონავირუსი კიდევ 16-ს დაუდგინდა.

თამარ შუკვანი
31.03.2020

ქვეყანაში საყოველთაო კარანტისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „რეზონანსს" უთხრა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საპატრიარქო თავის პოზიციას გააჟღერებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×