ელზა პაპოშვილი 27.03.2020

საქართველო დაავადების გავრცელების კრიტიკულ ფაზაში შედის - სპეციალისტები ელიან, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდა დაიწყება. ამიტომაც ხელისუფლებას გარკვეული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2020

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დროს, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა, განაცხადა, რომ კოვიდ-19 ინფექციით ევროპის ქვეყნებში გამოწვეულმა პრობლემების გაჩენამ შესაძლოა შენგენის ზონის დაშლა გამოიწვიოს - ამის შესახებ „როიტერსი" დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. "ევროპული პროექტი საფრთხეშია, რისკი, რომელიც ჩვენს წინაშეა - ეს შენგენის ზონის დასასრულია"-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
|
თამთა ჩაჩანიძე 27.03.2020

„15 აპრილის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, ინფიცირებულ პაციენტების რაოდენობას გაცილებით გადააჭარბებს, ბევრმა შესაძლებელია ეს ვირუსი ძალიან ადვილადაც გადაიტანოს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი, საქართველოში კოვიდ-19 ინფექციის მოსალოდნელ პიკს და გარდატეხის პერიოდს.
|
რეზონანსი 27.03.2020
30 იანვარს, საფრანგეთის ჩრდილოეთში-ქალაქ ლილში, 44 წლის მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმეს. როგორც ევროპული მედია წერს, მას გულმკერდის არეში 135-ჯერ დაარტყეს დანა... მსხვერპლი, 8 შვილის მამა, დევნილობაში მყოფი ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი იყო.
|
სანდრო მდივანი 26.03.2020
ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია სამჯერ განახორციელა და საერთო ჯამში სავალუტო აუქციონზე საკუთარი რეზერვებიდან 100 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა უშედეგოდ. რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რას აკეთებს არასწორად სებ-ი? საკითხს ფინანსისტები და ეკონომისტები აფასებენ.
|
თამარ მუკბანიანი 26.03.2020
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების თაობაზე მთავრობასთან ერთად იმსჯელებს. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული და კონკრეტულად ვის შეეხება შეღავათი ან რა ტიპის იქნება ის, ჯერჯერობით არც მთავრობა და არც ენერგეტიკის მარეგულირებელი ზუსტად არ ამბობს. იქამდე კი, მხოლოდ ზუგდიდში ბოლო ერთ თვეში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს.
|
სანდრო მდივანი 26.03.2020
მშენებლობები ქვეყნაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების მიუხედავად არც ერთი დღით არ შეჩერებულა, თუმცა, ფაქტობრივად, სრულად არის გაჩერებული უძრავი ქონების ბაზარზე ყიდვა-გაყიდვა. ასეთი სიტუაცია არავინ იცის რამდენხანს გაგრძელდება. საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე დიდი დროა, ამას ემატება ეკონომიკაში დაწყებული კრიზისში. ხალხი უძრავ ქონებაში ფულს საერთოდ აღარ ხარჯავს და ამიტომ ფასების ვარდნაც მოსალოდნელია.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2020

"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ფონდისა და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების და ხელთათმანების დარიგებას, რასაც ათეულობით ადამიანი მიაწყდა და ეპიდემიის გავრცელების რეალური საფრთხე შეიქმნა. "რეზონანსის" მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამ ინიციატივას პარტიულ აქციად და მეტიჩრობად აფასებენ. ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია კი უპასუხისმგებლო ქმედებად ახასიათებს და ყველას მოქმედი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
|
თამარ შუკვანი 26.03.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოში შესაძლოა პატიმრების მასობრივი გათავისუფლება დაიწყოს. ამ საკითხის ირგვლივ ანალიტიკოსთა წრეებში აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პატიმრების მასობრივი გათავისუფლება მსოფლიოში კრიმინალის ზრდას გამოიწვევს.
|
ია აბულაშვილი 26.03.2020

წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. უფალმა ზეცაში აჩვენა გზები, თუ სად უნდა დაევანებინათ ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე თხოთის მთაზე, მესამე კი უჯარმაში. ასე გადმოგვცემს წმინდა ნინოს მემატიანე წმინდა ნინოს ჯვრების ამბავს.
|
თამთა ჩაჩანიძე 26.03.2020

კორონავირუსმა მსოფლიო ქვეყნები ახალი რეალობის წინაშე დააყენა, მათ საერთო სენთან ბრძოლა სხვადასხვა ხერხებით გადაწყვიტეს -სახელმწიფოთა ნაწილი საგანგებო მდგომარეობისგან თავის დაღწევას დროზე ადრე გეგმავს, რათა მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისი და დაპაუზებული ქვეყნა ადამიანებს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის,ხოლო ქვეყნების ნაწილმა კი ინფექციასთან ბრძოლაში სამხედროებიც ჩართო.
|
ელზა პაპოშვილი 26.03.2020

საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. საზღვარგარეთიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე უკვე ბრუნდება. ვენიდან რეისს კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებს. ეკიპაჟის წევრები სპეციალურად არიან დატრენინგებული და საგანგებოდ ეკიპირებული.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|