თამთა ჩაჩანიძე 24.03.2020

6500 ახალი ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში - კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს ახალი ანტირეკორდი 24 მარტს ესპანეთში დაფიქსირდა. სპეციალისტთა შეფასებით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრმა იტალიიდან ესპანეთში გადაინაცვლა.
|
ია აბულაშვილი 24.03.2020

„ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელი იქნება პრიორიტეტული ჯგუფი, ვისაც პირველ რიგში ჩაუტარდება კვლევა ამ ტესტებით. ამაზე მიდის მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროში", - ასე ეხმაურება ინფექციური სავადმყოფოს დირექტორი თამაზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ჩინეთიდან საქართველოში, კვირის ბოლომდე სწრაფი ტესტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
|
ნანა გარდაფხაძე 24.03.2020
სანამ ყველგან კორონავირუსი მძვინვარებს, თანდათან ცარიელდება დიდი ქალაქები, სამაგიეროდ, გაივსო საქართველოს რაიონები და სოფლები. ხალხი იქ საფრთხეს ნაკლებად გრძნობს. იმ სოფლებშიც კი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ხალხი ძალიან იშვიათად ჩადიოდა და პრაქტიკულად გაუკაცრიელების პირას იყო, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა. სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ იდგა უზარმაზარი რიგები სუპერმარკეტებში, რადგან ხალხმა პროდუქცია მოიმარაგა და რეგიონებში გაიხიზნა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.03.2020

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად პოლიციის სწრაფ და სწორ მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ გარეშე გატარებული ზომები უშედეგო იქნებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ სოციალურ ქსელებში ბევრი ქართველი მომხმარებელი ქართველ ექიმებსა და პოლიციელებს გმირებად მოიხსენიებს: „დიახ, პოლიციელი გმირია! ახლა მთავარია ხალხისა და საზოგადოების გვერდში დგომა“. ასეთ მოსაზრებას სრულად იზიარებენ ქართველი ანალიტიკოსებიც.
|
ალექსანდრე კორტავა 24.03.2020

„აფხაზეთი და საქართველო, ჟენევის მოლაპარაკებების გარდა, საჭიროებენ ორმხრივი მოლაპარაკების მაგიდას, სადაც ტრანსსასაზღვრო საკითხებზე საუბარს შეძლებენ“ - ეს სიტყვები აფხაზეთის ახალ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2020

კარანტინის მეორე დღე ქვემო ქართლში - მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კონტროლი გრძელდება. პოლიცია და სამხედროები საგუშაგოებზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო-გამშვები საგუშაგოები, მეორეხარისხოვანი გზები კი მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
|
თამარ შუკვანი 24.03.2020

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საქართველოში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პიკს არ ელოდება. როგორც მან „რეზონანსს" უთხრა, იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე პროცესის კონტროლი გაგრძელდება და ხელისუფლება წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს, მსგავს ნიშნულზე საუბარი არ იქნება. თუმცა, თუკი პროცესი უმართავი გახდება, ეპიდემიის პიკი შეიძლება დაახლოებით ათასი პაციენტი იყოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.03.2020

მსოფლიო მოსახლეობის 20%, რაც დაახლოებით 1.7 მილიარდ ადამიანს შეადგენს, დღეის მდგომარეობით კოვიდ-19 ინფექციის შეჩერების მიზნით სოციალური იზოლაციის ზომებს დაექვემდებარა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი" იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
|
ია აბულაშვილი 24.03.2020

„ოპოზიციის ბოლო დღეებში გაკეთებულ ცალკეულ გამონათქვამებსაც არ სჭირდება შეგროვება, ისედაც მიხვდები, რომ პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და გრძელდება ყველა მეთოდებით, მიზნის მისაღწევად" - ასე ეხმაურება ოპოზიციის კრიტიკულ შენიშვნებს, რომელიც კორონოვირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადაგმულ ნაბიჯებს ეხება.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.03.2020

საქართველო-სომხეთის საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის 300-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც რამდენიმე დღეა უშედეგოდ ითხოვენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. მათ გადაწყვეტილი აქვთ ერევანში, საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბონ და საქართველოს კონსულთან შეხვედრა მოითხოვონ. ამის შესახებ რუსული მედია წერს სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე დაყრდნობით.
|
თამარ შუკვანი 24.03.2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დავქმდებარებაში მყოფ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე აღევლინება. ასეთი გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე საბამ (ინწკირველი) მიიღო. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) „რეზონანსთან" საუბრისას არ აკონკრეტებს, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ნაბიჯი სინოდის ბოლო სხდომის გადაწყვეტილებას, თუმცა განაცხადა, რომ „ყველა ღვთის და სინდისის წინაშე აგებს პასუხს".
|
ირაკლი ლომიძე 23.03.2020
ლარის კურსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდებს ამყარებს. მარტო გუშინ, 1 დღეში კურსი 17 პუნქტით გაუფასურდა და ,,ბლუმბერგის“ პლატფორმაზე 3,37-იან ნიშნულს მიაღწია. ამ პროცესის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება და ასე თუ გაგრძელდა, ეკონომიკაში კოლაფსი გარდაუვალია. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, კურსი უმართავი ხდება. ლარს უკვე აღარაფერი შველის.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|