ელზა პაპოშვილი 21.03.2020

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ისმის იმაზე საუბარი, რომ კერძო კლინიკებს და ლაბორატორიებს უნდა მიეცეთ უფლება, რათა კორონავირუსის ინფექციაზე სწრაფი ტესტების შემოტანა შეძლონ და მოსახლეობის დიაგნოსტიკა ამ ფორმითაც მოხდეს. თუმცა ისმის კითხვა - რამდენად ხარისხიანი და ეფექტური იქნება ეს ტესტები და ის ხომ არ გახდება კერძო პირებისთვის დამატებით ფულის შოვნის საშუალება?
|
თამარ შუკვანი 21.03.2020

იმ შემთხვევაში, თუკი სასწავლო პროცესი 26 აპრილამდე არ აღდგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად სასწავლო წელი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს სატელევიზიო ინტერვიუსას განაცხადა. როგორც განათლების სამინისტროში „რეზონანსს" უთხრეს, ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს ალტერნატიულ გზებზე, როგორიც არის ონლაინ რეჟიმში სწავლება და სატელევიზიო გაკვეთილები
|
თამარ შუკვანი 21.03.2020

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება, რაც ექიმი-ინფექციონისტის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ნიშნავს იმას, რომ თუკი დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება, ქვეყანა ამას გარკვეულწილად მომზადებული შეხვდება, რადგან მთელი სიმძიმე სამედიცინო მუშაკებზე გადადის.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.03.2020

„არაა გამორიცხული, რომ ქვეყნა საგანგებო სიტუაციებისთვის ემზადებოდეს,"-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლას.
|
ტატა შოშიაშვილი 21.03.2020

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, რუსეთში შექმნილი კარტასტროფული მდგომარეობის შესახებ ინტერნეტით ყალბი ცნობები ვრცელდება და ამის უკან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დგანან. ამის შესახებ რუსი სამხედრო ექსპერტი ალქსეი ლეონკოვი აცხადებს და კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს, თუ როგორ თესავენ პანიკას ქართველები რუს ინტერნეტ მომხმარებლებს შორის.
|
თამარ მუკბანიანი 20.03.2020
ტურიზმის, მისი ქვესექტორებისa და ავტოიმპორტიორების შემდეგ, ახლა უკვე ბიზნესის დანარჩენი ნაწილი და ინდმეწარმეები ითხოვენ საშეღავათო პერიოდს. 1-ელ აპრილს დეკლარაციების შევსების ბოლი ვადასთან ერთად, მათთვის თანხის გადახდის დროც დგება. კორონავირუსის გამო შექმნილმა ფორსმაჟორმა და გაჩერებულმა მსოფლიომ ადგილობრივ ბიზნესზე იმდენად ნეგატიურად იმოქმედა, რომ თუ გადავადება არ მოხდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდებიან.
|
ელზა პაპოშვილი 20.03.2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. როგორც საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, შეჩერების ფაზიდან ქვეყანაში ვირუსისი გავცელების ფაზაზე გადავდივართ. თუმცა ამის აღსაკვეთად ხელისუფლება სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს და მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
|
ელზა პაპოშვილი 20.03.2020

საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივ დაბრუნებას ელიან. ამიტომაც მთავრობა ამისთვის საპასუხო ნაბიჯებს დგამს და განსაკუთრებულად სამ სახმელეთო საზღვარზე ზომებს ამკაცრებს. გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით ძალების მობილიზება მოახდინა და ასევე, საკარანტინო ზონების მოწყობა მოხდება. ამის პარალელურად უწყებაში ითვალისწინებენ იმ რისკებს, რომ შესაძლაო ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლის მცდელობები გაიზარდოს, ამიტომაც ამ სამ სასაზღვრო ზონაში ზომები ყვლე მხრივ მკაცრდება.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.03.2020

კორონავირუსის პანდემიის გამო, შეერთებულმა შტატებმა მთელს მსოფლიოში საყოველთაო სავიზო მომსახურების მიწოდება შეწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში.
|
ია აბულაშვილი 20.03.2020

"შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი უკვე შეთანხმებულია და საჭიროების შემთხვევაში კანონი ამოქმედდება" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილი დემეტრაშვილი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანაგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 20.03.2020

„ამ წუთში ხელისუფლება გამოწვევებს ფანტასტიკურად უმკლავდება, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ძველი, გამოცდილი, მრავალმთავრობა გამოვლილი მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგია," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
|
თამარ შუკვანი 20.03.2020

კორონავირუსზე განისაზღვრება და დადგინდება ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა კერძო ლაბორატორიებმაც ჩაატარონ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|