ია აბულაშვილი
20.03.2020

იოანე ღვთისმეტყველი, იოანეს სახარების, იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსის) და სამი ეპისტოლეს ავტორი, ქრისტეს ათორმეტი მოციქულთაგან ერთადერთია რომელმაც ყველაზე მეტხანს იცოცხლა და მოწამებრივი სიკვდილით არ აღესრულა. წმინდანი გარდაიცვალა ახ.წ. 110 წელს და იქვეა დასაფლავებული. ღვთისმშობლის მგავსად ხორციელად ზეცად ამაღლდა, ამიტომ მისი წმინდა ნაწილები ეკლესიას არ შემორჩა.

თამარ შუკვანი
20.03.2020

20 მარტს გაიმართა შეხვედრა ექსპერტებთან და ინფექციონისტებთან, სადაც განხილული იყო თუ რას აკეთებს სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის, შეკავების, ტესტირების და იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ასევე განიხილეს სავარაუდო სცენარები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში არსებული მოვლენები.

თამთა ჩაჩანიძე
20.03.2020

მედ-პერსონალი, რომელსაც შეხება უშუალოდ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან აქვთ, განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, არადა მათი ჯანმრთელობა თითოეული ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე პაციენტებთან ურთიერთობაში შეცდომები დაუშვეს, რის შედეგადაც ბევრი მკურნალი ექიმი დაინფიცირდა და გარდაიცვალა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო გახადა.

თამარ შუკვანი
20.03.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რომელმაც ადამიანებს დღის წესრიგი კარდინალურად შეუცვალა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამაზე საქართველოშიც აქტიურად ალაპარაკდნენ. მართალია გუშინ პრემიერმა თქვა ამის აუცილებლობა არ არისო, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ეს აუცილებელი გახდება. საინტერესოა, რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა.

რეზონანსი
20.03.2020

 რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ვლადიმერ პუტინმა ხელი ზარზეიმით მოაწერა. ამ ცვლილებების ძალაში შესვლა საყოველთაო ხმის მიცემის შემდეგ მოხდება, რაც წესით 22 აპრილს უნდა ჩატარდეს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო ვადების განულებაა, რაც ვლადიმერ პუტინს, რომელიც ქვეყანას 20 წელია მართავს, „Вечный Путин”-ად გადააქცევს. არადა, ის ასეთ პატივს სულაც არ ელოდა! ეს იდეა ყოფილ კოსმონავტ ქალს-ვალენტინა ტერეშკოვას თავში უეცრად მოუვიდა  და დუმის ტრიბუნიდან ის მაშინვე გახმოვანა... ოღონდ მისი გამოსვლის სიტყვები უკვე   წინასწარ იყო დაწერილი ფურცელზე...რა თქმა უნდა, პრეზიდენტი  ასეთი წინადადებამ გააოცა, „სპონტანურად“ და „მოულოდნელად“ დუმაში მივარდა და სპონტანურივე მადლობები იხადა...ოღონდ ფურცელზე წინასწარ ჰქონდა ტექსტი დაწერილი...აწი, მას უფლება აქვს კიდევ ორი ვადით იყოს არჩეული და პრეზიდენტის დამღლელ პოსტზე  2036 წლამდე დარჩეს. ეს უფლება ახლა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

თამთა ჩაჩანიძე
19.03.2020

დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება მაშინ, როცა ამის აუცილებლობა დადგება. მისი თქმით, ამისი აუცილებლობა შესაძლოა ხვალ, ზეგ, ან მომდევნო დღეებში დადგეს.

სანდრო მდივანი
19.03.2020

 მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით ერთი კვირაა, კარანტინია გამოცხადებული. დაიხურა სამსახურები და უწყებები. საქართველოც ამ გზას დაადგა. მოსახლეობის ნაწილი უკვე უსამსახუროდ დარჩა, თუმცა, ევროპისგან განსხვავებით, მათ ფინანსურ დახმარებას არავინ სთავაზობს. ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არ გახმოვანებულა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა ირჩინოს მოსახლეობის იმ ნაწილმა თავი, რომელიც სახელმწიფო უწყებაში არ მუშაობს. ამასობაში კი, პრემიერის გადაწყვეტილებით, დაიხურა ყველაფერი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქებისა, ავტოგასამართი სადგურებისა, საფოსტო და საბანკო ფილიალებისა.

სანდრო მდივანი
19.03.2020

 კორონავირუსის პრევენციის გამო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული აკრძალვები უკვე ძალაშია. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით თითქმის აიკრძალა მგზავრთა გადაადგილება, რასაც მძღოლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ეს იყო ერთადერთი საშუალება რითაც  მძღოლები თავს ირჩენდნენ, ახლა კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მათი დიდი ნაწილი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს, როგორც ეს თბილისის სამარშუტო ტაქსების შემთხვევაში მოხდა.

ია აბულაშვილი
19.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, გარკვეული მიმართულებით საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნაზე შეზღუდვები წესდება.

ელზა პაპოშვილი
19.03.2020

რა ბედი ელით საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე -  74 წლის ქალბატონი კორონა ვირუსით გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ასევე, იტალიაში საქართველოს ხუთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. 4 მათგანის მდგომარეობა დადებითია, ერთის კი საშუალოდ მძიმეა. ისინი ტოსკანას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ნინა გარდაფხაძე
19.03.2020

 ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობას მარაგის გაკეთება არ სჭირდება. ეს არის ის, რასაც მთელი სამთავრობო გუნდი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისნისტრი, იმპორტიორებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ თამამად აცხადებენ.

თამარ მუკბანიანი
19.03.2020

 სასტურმოების, კაფე-ბარების, რესტორნებისა და ყველა ტიპის გასართობი ობიექტის შემდეგ, დღის წესრიგში უკვე ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების დახურვაცაა. თუკი ეს აგრარულ ბაზრებსაც შეეხება, როგორ აისახება ფასებზე კონკურენციის გაქრობა და რა ელით დასაქმებულებს? 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×