რეზონანსი
17.03.2020

საფრანგეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ბინის ქირის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გადასახადების დარიცხვა შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა ქვეყნის მოსახლეობისადმი საგანგები ტელემიმართვისას.

თამარ შუკვანი
17.03.2020

სომხეთში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 72-ს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თამარ მუკბანიანი
17.03.2020

 ცვლილება, რომელსაც ბიზნესი და მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს, სებმა უკვე მიიღო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაცია გაამარტივა. მიხედავად იმისა, რომ თუნცაც ერთი თვის წინ, მირებული გადაწყვეტილება ეკონომიკური აქტივობის წახალისებად ჩაითვლებოდა, კორონავირუსის ეფექტის ფონზე, ჩნდება კითხვა, რას შეცვლის რეალურად რეგულაციების შერბილება, რომელიც 15 აპრილიდან ამოქმედდება?

ია აბულაშვილი
17.03.2020

„საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ცვლილების პროექტი არ განიხილება, თუმცა, სავსებით შესაძლებელია ახლავე დაიწყოს საყოველთაო განხილვის პროცესი და ათვლილი იქნას ის ერთვიანი ვადა. თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ ცვლილებები კონსტიტუციაში ვერ შევა და არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით, რაც იქნება შეთანხმების პირობის დარღვევა", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" იმაზე საუბრისას, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი.

ია აბულაშვილი
17.03.2020

საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, რომელიც ეკლესია-მონასტრებითა და სიწმინდეების სიმრავლით არის გამორჩეული, ბევრ ტაძარს ძველად წმინდა ადგილების სახელებით მოიხსენიებდნენ - იერუსალიმი, ბეთლემი, თაბორი, გოლგოთა, გეთსამანია, მტკვარი კი იორდანედ იწოდებოდა. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა გაქრისტიანების ადგილას, წმინდა სტეფანე პირველწოდებულის სახელზე აგებულ ტაძარს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში, ანტიოქია ერქვა.

თამარ მუკბანიანი
17.03.2020

 ქვეყანა, კორონავირუსის გამო, გამოუცხადებელი საგანგებო რეჟიმის პირობებშია. ეკონომიკა უდიდეს ზარალს იღებს და უკონტროლოდ უფასურდება ლარი. 17 მარტს, ლარმა ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნა და 3.16-ის ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი. სულ თავისუფლად შესაძლებელია, მოკლე დროში ეროვნული ვალუტა 3.40-მდე  გაუფასურდეს.

თამარ შუკვანი
17.03.2020

რუსეთის საპატრიარქო მღვდლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ მორწმუნეებს ხელი არ გაუწოდონ საკოცნელად, ღვმთისმსახურების დასრულების შემდეგ კი ჯვარზე არ აკოცნინონ, უბრალოდ თავზე დაადონ ჯვარი. „რეზონანსი" დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს იმის გასაგებად, ხომ არ არის მოსალოდნელი მსგავსი რეკომენდაციის გაცემა, რომ ხელზე მთხვევა და ჯვარზე ამბორი დროებით აიკრძალოს, რაზეც საპატრიარქოს პრეცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაგვიცხადა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2020

„თუ პანიკა გაგრძელდა, შეიძლება საქონლის დეფიციტიც გააჩინოს, ანუ ადამიანებს სახლში თაროზე ჰქონდეთ პროდუქტი დალაგებული და მაღაზიაში აღარ იყოს და ახალი მყიდველისთვის აღარ დარჩეს. მგონია, რომ ამის თავის არიდებას ცდილობს ამჟამად ხელისუფლება ამ მოწოდებით", - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უმრავლესობის დეპუტატის რომან კაკულიას ბიზნესმენებისადმი მიმართვას კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, პროდუქტების რეალიზაციაზე შიდა კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით.

თამარ შუკვანი
17.03.2020

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მოძრაობა იკრძალება. თუმცა, თუკი იქნება ამის საჭიროება და შესაბამისი რეკომენდაცია, თბილისის მერია მგზადაა მეტროც გააჩეროს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე კორტავა
17.03.2020

„საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იქნება ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის ან კარანტინის წესებს", - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ სამშაბათს პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან.

თამთა ჩაჩანიძე
17.03.2020

ჩინეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო შესაძლოა ბავშვები იყვნენ. კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვებს, როგორც წესი, დაავადების მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ, ან შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საერთოდ არანაირი სიმპტომები არ ჰქონდეთ. თუმცა, იმავე პერიოდში ინფექცია უფროსებს გადადონ. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვებში კორონავირუსზე სტანდარტულმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენოს, თუმცა ვირუსი თითქმის ორი კვირის განმავლობაში კვლავ რჩებოდეს მათ ორგანიზმში.

თამარ შუკვანი
17.03.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნაც იზრდება - რომ საჭიროა ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადოს, რაც, ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პოლიტიკური მოთხოვნაა და ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ ვითარებაშიც კი ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ქულები მოიპოვონ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×