ელზა პაპოშვილი 16.03.2020

გუდაურში გარკვეული პანიკა და გაუგებრობაა, რადგანაც რესტორან "მთვრალი ალუბალის" ხელმძღვანელი მირანდა ესაკია აცხადებს, რომ ჩეხ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში ერთი კვირის განმავლობაში ისვენებდნენ, კორონა ვირუსი დაუდგინდათ. ისინი სამშობლოში დაბრუნების დროს შეამოწმებს და ჩეხეთში სამი მათგანი კარანტინში გადაიყვანეს.
|
თამარ შუკვანი 16.03.2020

ამერიკის შეერთდებულ შტატებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მისი კლინიკური გამოკვლევები კი დღეს (16 მარტს) დაიწყო. სიეტლის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პირველი მონაწილეები ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას მიიღებენ. ინფექციონისტთა ნაწილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი საბოლოო გამოყენება მალე გახდება შესაძლებელი, რადგან ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება.
|
ელზა პაპოშვილი 15.03.2020

გამოცხადდება თუ არა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და რა აკრძალვები შეიძლება დაუწესდეს მოსახლეობას? როგორც ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა, კარანტინი ქვეყანაში იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება და ვირუსი მეოთხე რიგის გადაცემის საშუალებით დაიწყებს გავრცელებას, ეს პროცესი კი საკმაოდ სწრაფი გახდება. დღეისათვის კი უკვე დაფიქსირებულია ე.წ. მესამეული გადაცემა.
|
ტატა შოშიაშვილი 15.03.2020

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საშიში სიტუაციის კონტროლისთვის დაქვემდებარება. ინფექციონისტები, ფაქტობრივად, დასახლდნენ სამსახურებში, რადგანაც დღის რეჟიმი მთლიანად შეეცვალათ და ძილისთვის გამოყოფილი დაახლოებით 3-4 საათის გარდა სამსახურსა და პაციენტებს ყურადღებას არ აკლებენ.
|
რეზონანსი 15.03.2020

წელს აღდგომას იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიუტუალის ჩატარებას შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეექმნას. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. იერუსალიმის საპატრიარქო ცერემონიალის დახურულ სივრცეში, მრევლის გარეშე, მხოლოდ მხოლოდ უმაღლესი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ჩატარებას განიხილავს. რუსული მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, არც იმას გამორიცხავს, რომ წელს რიტუალი საერთოდ არ ჩატარდეს. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჯერჯერობით ისიც უცნობია, გაემგზავრება თუ არა 18 აპრილს ქართული დელეგაცია იერუსალიმში.
|
თამარ შუკვანი 15.03.2020

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები საზოგადოებაში ძალიან დიდ აღფრთოვანებას და პატივისცემას იმსახურებენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამედიცინო პერსონალის მიმართ ხშირად გამოხატავს მადლიერებას იმ გაწეული შრომისათვის, რასაც ვხედავთ - 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი და უძილო ღამეები. ახალმა კორონავირუსმა, რომელმაც მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა, ყველაზე მძიმე ასახვა ექიმებს ცხოვრებასა და სამუშაოზე ჰპოვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 15.03.2020

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ უკვე ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ, ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, ყველა პაციენტისათვის სრულყოფილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე შეუძლებელი ხდება. ამის გამო, იტალიის ანესთეზიის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ინსტიტუტმა (SIAARTI) სპეციალური რეკომენდაციები გამოქვეყნა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ექიმებმა კრიტიკულ სიტუაციაში და როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი ავადმყოფებს შორის, თუ პირველ რიგში ვის აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება.
|
რეზონანსი 15.03.2020
წყალს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ადამიანის ორგანიზმში. იგი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ასევე არის სისხლის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ორგანიზმიდან გამოდევნის არასასურველ და მავნე ნივთიერებებს, აბალანსებს სხეულის ტემპერატურას, კანს უნარჩუნებს ელასტიურობას. წყალი უნიკალური გამხსნელია, მისი დახმარებით მიეწოდება თითოეულ უჯრედს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი.
|
ტატა შოშიაშვილი 15.03.2020

კორონავირუსის დროს ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოჯანმრთელების ნაცვლად უფრო მეტად დაამძიმოს ადამიანის მდგომარეობა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა დაწერა „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე და კონკრეტული მედიკამენტებიც დაასახელა, თუ რომლის მიღებაა განსაკუთრებით საშიში და რომლის - სასურველი.
|
თამთა ჩაჩანიძე 14.03.2020

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სექტემბერ-ოქტომბერში რა ვითარება გვექნება. თუ, ღმერთმა დაიფაროს და, ძალიან რთული და ცუდი ვითარება იქნება, ალბათ ყველაზე სწორი იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, იმას თუ როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე.
|
თამარ შუკვანი 14.03.2020

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „რეზონანსთან" საუბრობს, ხატები სპირტნარევი ვარდის წყლით იწმინდება. მისივე თქმით, საპატრიარქოს დამატებით, რაიმე რეკომენდაცია მრევლისთვის ამ ეტაპზე არ აქვს.
|
თამარ შუკვანი 14.03.2020

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჭიროა რეგულიაციის შემოღება, რომელიც გულისხმობს 60 წელს გადაცილებული ადამიანების აუცილებელ თვითიზოლაციას, რადგან, მისი თქმით, ამ ასაკის ადამიანებში იმუნიტეტი შედარებით დაბალია, ხოლო კორონავირუსით გამნოწვეული სიკვდილიანობა - მაღალი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|