ელზა პაპოშვილი 11.03.2020

სად გაუჩინარდა ნიდერლანდელი ტურისტი, რომლის კვალიც 7 მარტს საღამოს დაიკარგა. ის ბოლოს მეგობრებთან ერთად ქუთაისში, ქალაქის ცენტრში კვების ობიექტ „ბარაქაში“ ნახეს. ამის შემდეგ კი ის ნასვამ მდგომარეობაში მოულოდნელად უჩინარდება. ნიდერლანდების მოქალაქე, 23 წლის სიმ ვიგერის მშობლები სამშაბათს ჩამოფრინდნენ და დაკარგული შვილის პოვნაში დახმარებას საქართველოს ყველა მოქალაქეს სთხოვენ. ვრცელდება მისი ფოტოები, ფეისბუქზე შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც ყველას მოუწოდებენ დაწერონ, თუკი ახალგაზრდა კაცი სადმე ნახეს.
|
თამარ შუკვანი 11.03.2020

ახალი კორონავირუსი საშიშია მწეველთათვისაც. ამის შესახებ ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრობს. მისი თმით, ახალი დაავადება რისკ-ჯგუფებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. თავი განსაკუთრებით უნდა დაიცვან იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს დიაბეტი ან ინფიცირებულია შიდსით. კორონავირუსი საფრთხეს წარმოადგენს ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის. ხმალაძე ერთგვარ დამატებით რეკომენდაციებს იძლევა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2020

თუ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ევროპის ქვეყნები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, შესაძლოა გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა დაინფიცირდეს - ამის შესახებ პროგნოზი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერზი" ავრცელებს.
|
ალექსანდრე კორტავა 11.03.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისში 7-ის ნაცვლად 8 საარჩევნო ოლქი იქნება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან შეთანხმებით მიიღო და დასძინა, რომ თბილისისთვის ერთი დამატებითი მანდატი ერთ-ერთ რეგიონს გამოაკლდება და ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღებენ.
| |
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2020

მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს,ლეტალური შემთხვევები ძირითადად მაღალასაკოვან ადამიანებში ფიქსირდება, 80% სიკვდილიანობის 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, რომელთაგან 50%-ს თანხმლები დაავადებებიც უფიქსირდებოდათ.
|
ალექსანდრე კორტავა 11.03.2020

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს:
|
თამარ შუკვანი 11.03.2020

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმში გადადის. სკოლებში კი არდადეგები სავარაუდოდ გახანგრძლივდება. როგორც განათლების სამინისტროში „რეზონანსს" უთხრეს, ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა შეიქმნება, სკოლებში სწავლა 16 მარტს აღარ განახლდება.
|
ია აბულაშვილი 10.03.2020

ქაშუეთის ეკლესიის ისტორია მე-6 საუკუნეში იწყება და საქართველოში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოსული ასცამეტი მამიდან ერთ-ერთის, დავით გარეჯელის სახელს უკავშირდება. თქმულების თანახმად, დავით გარეჯელს ერთი დედაკაცი ედავებოდა, თითქოს მისგან შვილი უნდა შეძენოდა. განრისხებულ ბერს ქალისთვის უთქვამს - „თუ ეს მართალი არ იქნება, ქვა შვიო“. აქედან მოდის ტაძრის სახელწოდება „ქვაშვეთი“.
|
ელზა პაპოშვილი 10.03.2020

ოპოზიციამ შესაძლოა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმება თავად ჩაშალოს. მიზეზად ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელთა პატიმრობაში ყოფნა სახელდება. ოპოზიცია მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, აცხადებს, რომ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მათ გათავისუფლებას გულისხმობს და თუ ეს არ მოხდა, „მაშინ ეს შეთანხმება არ არსებობს“. მმართველი პარტია კი ამ მიმართულებით რაიმე შეთანხმების არსებობას გადაჭრით უარყოფს.
|
თამარ შუკვანი 10.03.2020

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ 16 წლით ყოფნის უფლება მიეცემა. ამას ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა, პირველმა კოსმონავტმა ქალმა ვალენტინა ტერეშკოვამ წამოაყენა.
|
ელზა პაპოშვილი 10.03.2020

მასშტაბური კიბერ დანაშაული, რომელმაც საქართველოში ათობით ადამიანი დააზარალა, გახსნილია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა ამ დაზარალებული ადამიანებისთვის იმ თანხის ანაზღაურება, რაც მათ დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით სახელფასო ანგარიშებიდან. ამის შესახებ „რეზონანსი“ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წერდა, როდესაც წინასაახალწლოდ რამდენიმე მოქალაქე ერთროულად გაძარცვეს. სავარაუდოდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ანგარიში დაზღვეული არ ჰქონდათ, თანხა არ აუნაზღაურდებათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|