თამარ შუკვანი
08.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილებას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. შესაბამისად, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიციური სპექტრი ცდილობს დასავლელ დიპლომატებს ანგარიში გაუწიონ.

ტატა შოშიაშვილი
08.03.2020

მოსკოვში გამართულ თურქეთის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე გაუგებრობა მოხდა. საქმე ისაა, რომ სერგეი ლავროვის კომპლიმენტი, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჰალსტუხს ეხებოდა, თურქულმა საინფორმაციო სააგენტო „YolTV"-მა არასწორად თარგმნა და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ლავროვი ერდოღანს სიყვარულში გამოუტყდა.

თამარ შუკვანი
07.03.2020

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, ევროპაში ჰეგემონი გახდეს და ამიტომ სურს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს. მაისაია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას გამართლებულს უწოდებს, რომელმაც პრეზიდენტი მაკრონი ორმაგ თამაშში დაადანაშაულა.

თამთა ჩაჩანიძე
07.03.2020

„ამირან გამყრელიძის - ამხელა მეცნიერის შვილს კორონავირუსი შეეყარა და არ ვართ დაცულები. რითი უნდა დავიცვათ თავი? ბედზე ვართ მიშვებული" - ასე აფასებს „რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე, საქართველოში კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საფრთხეს.

თამთა ჩაჩანიძე
07.03.2020

„კარანტინიდან უფრო ნაკლებად, მაგრამ თვითიზოლაციიდან დარღვევის შემთხვევები არცთუ ცოტაა, რაც ძალიან ცუდია", - ამის შესახებ „რეზონანსთან" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

ტატა შოშიაშვილი
07.03.2020

კორონავირუსი დროთა განმავლობაში უფრო „ფარული" დაავადება ხდება და გარეგანი სიმპტომების მიხედვით ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა უფრო რთულდება. ასეთი შედეგები აჩვენა ჩინელი ექიმების კვლევამ, რომლის მიხედვითაც ვირუსის კლინიკური სიმპტომები შეიცვალა.

თამარ შუკვანი
07.03.2020

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი 120/30 საარჩევნო მოდელს მხარს არ უჭერს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკურ ვაჭრობას გაემიჯნა, რადგან მისთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას შეეხებოდა. მისივე თქმით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, თანაც დახურული სიით, დემოკრატიულ პრინციპებს არ პასუხობს.

თამთა ჩაჩანიძე
07.03.2020

„თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს, ეს უპირველეს ყოვლისა ალბათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეეხება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტის, ზიგფრიდ მურეშანის გაცხადებას.

თამარ შუკვანი
07.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" ლიდერები ელოდებიან, რომ უახლოეს ორ დღეში მხარეებს შორის შეხვედრა შედგება. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 9 მარტამდე ხელისუფლებას აუცილებლად შეხვდებიან. თანაც, მზად არიან დათმობისთვის და ეს კომპრომისი შეიძლება 120/30 მოდელი იყოს.

ტატა შოშიაშვილი
07.03.2020

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა - 3000-ს. ეპიდემიის გაგრძელება ზაფხულშიცაა მოსალოდნელი. საქართელოში კორონავირუსით დაავადებულთა კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა გაირზრდება.

რეზონანსი
06.03.2020

“ჯიპიაი ჰოლდინგმა” და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალ მეწარმეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.  ახალი ინიციატივა ეხება ქალბატონებს, რომლებიც მოღვაწეობენ მცირე და საშუალო ბიზნესში, არიან დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები.

თამარ შუკვანი
06.03.2020

დედაქალაქის მერი კახა კალაძე 120/30-ზე სისტემის მომხრეა. მისი თქმით, ის ვერც ერთ სისტემაში ვერ ხედავს პრობლემას. კალაძის განცხადებას ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების უკან დახევად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს წინადადება ყველაზე ახლოს დგას პროპორციულ სისტემასთან. ამიტომაც მხარეები ამ მოდელზე უნდა შეთანხმდნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×