ელზა პაპოშვილი
05.03.2020

დუშეთის რაიონის სოფელი ჭოპორტა შემზარავმა მკვლელობამ შესძრა. 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით დახოცა. ახლა გამოძიება ამ სასტიკი მკვლელობის დეტალების დადგენას ცდილობს, ხოლო მისი მეზობლები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. 

სანდრო მდივანი
05.03.2020

 ჩავარდნილ ზამთრის სეზონს ახლა კორონავირუსი დაემატა, რომლის გამოც საზღვრები ჩაიკეტა და ტურისტულმა ბიზნესმა კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიიღო. როგორც ჩანს, საქართველოს ახალი ტურისტული ნაკადი არც გაზაფხულზე ეყოლება, ამ დროს კი სასტუმროების ბიზნესი ნელ-ნელა იძირება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სასტუმროების დახურვა მასობრივად დაიწყოს. უნდა დაეხმაროს თუ არა ასეთ დროს სახელმწიფო ბიზნესს? ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ არის ვალდებული ასეთ დროს დახმარება აღმოუჩინოს კერძო სექტორს.

ელზა პაპოშვილი
05.03.2020

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის დღე არ გავა, რომ ქალზე ძალადობის ფაქტი არ მოხდეს. 5 მარტს დღისით-მზისით, ხალხის თვალწინ,  ქუჩაში ყოფილ ცოლს ქმარმა დანით გულ-მკერდის და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.  როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი გამვლელებმა დაიჭირეს და მისი შეჩერება მოასწრეს, წაინააღმდეგ შემთხვევაში ის ახალგაზრად ქალს უფრო მეტ ჭრილობებს მიაყენებდა. 

თამარ შუკვანი
05.03.2020

ბოლო ორ თვეში ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმული კრიტიკა შესაძლოა რეალურ სანქციებში გადაიზარდოს. მიიჩნევს ანალიტიკოსთა ნაწილი. ამის წინაპირობას ქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას დღეს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკრი პარტიის წევრი დენ ქრენშოუ ემხრობა. იგი უკვე მეშვიდე ამერიკელი კანონდებელია, რომელმაც კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2020

ორშაბათს, ამომრჩეველს უკვე კონკრეტულად ეცოდინება, თუ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს რა სისტემით აირჩევს - ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 9 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე ჩაივლის და არჩევნები ისევ მოქმედი სისტემით ჩატარდება, არადა, დასავლელი პარტნიორებისგან მმართველი გუნდისადმი მწვავე კრიტიკა, ძირითადად სწორედ პროპორციული სისტემის ჩავარდნის გამო წამოვიდა, მათ მოწოდებებში კი აქცენტები კონკრეტულ შეთანხმებაზე იყო გაკეთებული.

ია აბულაშვილი
05.03.2020

"დღეს წმინდა მოწამის სახსოვრად ისეთი ღარიბულად მორთული ნიშია, რომ ბერმა მისი არსებობა არც იცის, ნუთუ ღირსი არაა წმინდა აბო, რომელიც ქალაქ თბილისის მფარველ ანგელოზად და მხურვალე მეოხედ ითვლება, რომ ერთი მშვენიერი შესაფერისი ტაძარი აღშენებული იქნეს ამ ქალაქში მის სახელზედაო"- წერდა 1899 წელს გაზეთი "ცნობის ფურცელი".

თამარ შუკვანი
05.03.2020

მსოფლიო 21-ე საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, კორონავირუსმა კარდინალურად შეცვალა. ახალმა ვირუსმა ადამიანები აიძულა საკუთარი ცხოვრების რუტინა შეეცვალა და ის შიში ჩაუნერგა, რამაც საბოლოოდ დაცარიელებულ ქუჩებამდე და პარალიზებულ ქალაქებამდე მიგვიყვანა.

თამთა ჩაჩანიძე
05.03.2020

სტატისტიკით, რესპირაციული ვირუსებით გამოწვეული დაავადებები ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად იკლებს, მაგრამ რადგან ამჯერად საქმე ახალი ტიპის კორონავირუსთან გვაქვს, სპეციალისტები მსგავს პროგნოზს COVID-19-ზე გადაჭრით ვერ აკეთებენ.

თამარ შუკვანი
04.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ოპოზიციას ორ ვარიანტს სთავაზობს, - 100/50-ზე და 110/40-ზე. თუმცა ოპოზიციური სპექტრისთვის ორივე შეთავაზება მიუღებელია, რადგან, მათი თქმით, ეს წინადადება პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული არ არის. ამასთან, „ქართული ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა საარჩევნო ბარიერი თავად დაასახელოს. პატარა პარტიებს კი ურჩევს ეს შანსი გამოიყენონ იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ.

ელზა პაპოშვილი
04.03.2020

სასტიკი მკვლელობის მორიგი სერია-საქართველოში ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრის  მოკვლის უკვე მე-5 შემთხვევა 2 მარტს თბილისში გეთიას ქუჩაზე მოხდა. 29 წლის მამაკაცმა დედის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, დედა  ჯერ დანით  მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედრის დაწვა ეზოში სცადა. თუმცა მეზობლებმა ხანძრის კერების გაჩენის შემდეგ ადგილზე სახანძრო  და პოლიცია გამოიძახეს. თავდაპირველად მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. თუმცა დაკითხვის შემდეგ პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. 

ელზა პაპოშვილი
04.03.2020

ოჯახური ძალადობის მორიგი  შემთხვევა - ქმარმა ცოლი ჭიათურაში ხალხის თვალწინ ქუჩაში სცემა და მოკვლით  ემუქრებოდა. ამ საზარელ ფაქტს კი მათი 5 წლის გოგონაც შეესწრო, რომლის წაყვანასაც მამაკაცი ცდილობდა, თუმცა ამის უფლება გამვლელებმა არ მისცეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნასვამმა მამკაცმა ცოლს მუშტი თავში ურტყა, შემდეგ კი ყელის გამოჭრით  ემუქრებოდა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×