თამთა ჩაჩანიძე
02.03.2020

იმის გამო, რომ კორონავირუსი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მსოფლიო მისი განადურების გზებს პოულობს, ხალხი პანიკაში ვარდება, მედიკოსების მსგავსად ასტროლოგებიც ამბობენ, რომ ადამიანს რაც უფრო მეტად ეშინია, მით მეტია დაინფიცირების რისკი, ამიტომ პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ, რათა ინფექციის შეჭრის რისიკები მინიმუმადე დავიყვანოთ

თამარ შუკვანი
02.03.2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მართალია ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა, ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ამის აუცილებლობა დადგეს და საჭირო გახდეს გარკვეული რეკომენდაციების გაცემა. როგორიც არის მაგალითად, ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა და გარკვეული ღონისძიებების გაუქმება.

რეზონანსი
02.03.2020

 ჩინეთი აგრძელებს თავდადებულ და ეფექტურ ბრძოლას ახალი ტიპის კორონავირუსთან (COVID-19) - ქვეყნის მთავრობის მიერ დროულად მიღებულმა პროფილაქტიკისა და კონტროლის ზომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ვირუსის გავრცელება მსოფლიოში, რამაც მისცა დრო და საშუალება საერთაშორისო საზოგადოებას უკეთ მომზადებულიყო მოსალოდნელი ეპიდემიისთვის.

ელზა პაპოშვილი
01.03.2020

საქართველოში კორონა ვირუსით დაინფიცირების რაოდენობის მატებას ელიან. „რეზონანსთან“ საუბარში ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე აცხადებენ, რომ როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მოსალოდნელია დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 36 ადამიანს აკვირდებიან, ხოლო კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. 

ია აბულაშვილი
01.03.2020

„საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მხოლოდ დროებით გადაიდო ცნობილი მოვლენების გამო. რაც შეეხება კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძის დანიშვნას, ამ საკითხზე მსჯელობა პირადად ჩემთან არ ყოფილა“ - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია კულტურის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბების საკითხს.

თამარ შუკვანი
01.03.2020

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 11 მარტია. ოპოზიცია ეჭვობს, ხელისუფლებასთან რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ძალები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც კომპრომისული იქნება ყველასთვის.

ელზა პაპოშვილი
01.03.2020

კორონავირუსის ჩრდილოეთ იტალიაში გავრცელები გამო, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად იტალიაში იმყოფებიან, საქართველოში მყოფი თანამემამულეების ნაწილის მხრიდან კრიტიკისა და ბულინგის ობიექტები გახდნენ. ამის შესახებ „რეზონანსს“ ჟურნალისტი სალომე გოგოხია ესაუბრა, რომელიც ამჟამად სამხრეთ იტალიაში იმყოფება, სადაც ვირუსი გავრცელებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში „ფეისბუკით“ რეგულარულად იღებს უსიამოვნო შეტყობინებებს საქართველოდან.

ია აბულაშვილი
01.03.2020

 

„პარასკევს მივიღე შეტყობინება, რომ გაიმართებოდა უმრავლესობის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკიხები არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითადი განხილვის თემა იქნება საარჩევნო სისტემა. რამდენადაც ვიცი, ამ სხდომას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი“, - ასე ეხმაურება დეპუტატი ლადო კახაძე უმრავლესობის სხდომას, რომელიც „ოცნების“ ოფისში გაიმართება.

ია აბულაშვილი
01.03.2020

გვიანდელი ქართული ბაზილიკის უმნიშვნელოვანესი ნიმუში პარხალის მონასტერი, რომელიც ტაოში, ართვინის ვიალეთში მდებარეობს, დავთი კურაპალატმა 973 წელს ააგო. ეს იყო უძველესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები. სწორდ პარხალის სამონასტრო კომპლექსში გადაიწერა იმ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერები, რომლებიც მონასტერშივე ინახაებოდა.

თამარ შუკვანი
01.03.2020

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ხელისუფლების მიერ კონკრეტული შეთავაზებები უკვე გაკეთდა და ჯერი ოპიზიციაზეა. თანაც, ამ მოლაპარაკებებში დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორებს და მხარეთა შორის კონკურენცია მიდის იმაზე, მათ ვინ უფრო მეტად მოაწონებს თავს.

ელზა პაპოშვილი
01.03.2020

დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა უწევს, ამიტომაც რთულია, რომ ასე სწრაფად ყველაფერი გამართული იყოს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ვირუსით დაინფიცირების რიცხვის მატებას ელიან, ამიტომაც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მზად იყვნენ და პანიკას არ აჰყვნენ. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×